ნიკას აჯანყება: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ნიკას აჯანყება''' (ბერძნ:'' Στάση του Νίκα'') — აჯანყებ...)

No edit summary
ასეთ გამძაფრებულ ფონზე [[532]] წლის [[11 იანვარი|11 იანვარს]] კვირადღეს, იპოდრომზე გამართული მორიგი რბოლებისას იფეთქა აჯანყებამ, რომელიც თავიდან პრასინების ინიციატივით დიწყო. მათმა წინამძღოლმა სჩივრით მიმართა იუსტინიანე I-ს, და ჩამოთვალა გრძელი სია იმ დანაშაულობებისა, რომლებიც [[ვენეტების პარტია|ვენეტებს]] ჩადენილი ჰქონდათ [[პრასინების პარტია|პრასინების]] წინაშე, და მათდამი იმპერატორის მფარველობის გამო დაუსჯელი რჩებოდა. ამან იმპერატორი განარისხა და პრასინებს [[იუდეველი|იუდეველები]], [[მანიქეველი|მანიქეველები]] და [[სამარიტელი|სამარიტელები]] უწოდა. პრასინებიც, თავის მხრივ, არ ჩამორჩნენ და იმპერატორს [[ნესტორიანელობა|ნესტორიანელების]] მფარველობაში დასდეს ბრალი.
საშინლად შეურაცხყოფილმა იმპერატორმა დატოვა იმპერატორი და სასახლეში გადაინაცვლა. ამასთან კონსტანტინოპოლის [[ეპარქი|ეპარქს]] ევდემონს დაეპატიმრებინა და დესჯა ბუნტის ინიციატორები. იმავე საღამოს ეპქრქის მითითებით დააპატიმრეს ბუნტის რამდენიმე ორგანიზატორი. ამასთან, დაპატიმრებული იქნენ, როგორც ვენეტების, ასევე, პრასინების ლიდერები. ამით იპერატორს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის არცერთ პარტიას არ ემხრობოდა.
სამ დატუსაღებულს მიესაჯა ჩამოხრჩობა. სასჯელის აღსრულებისას ერთი მათგანი მაშინვე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენები ორჯერ ჩამოვარდნენ სახრჩობელიდან. ბრბომ მოახერხა და გადარჩენილები ეკლესიაში გადამალა. რათა შემდგომ შეეწყალებინათ, ძველი ტრადიციის თანახმად. ამასთან [[დიმი (პარტია)|დიმების]] ლიდერები, რომლებიც ახალი შეტაკებების გეგმებს ადგენდნენ, სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, რამდენადც ორივე პარტიის ქვედა ფენები გაერთიანდნენ, და შეთანხმდენენ, რომ [[13 იანვარი|13 იანვარს]], მორიგი რბოლებისას იმპერატორთან ეშუამდგომლათ გადარჩენილი ტუსაღების შეწყალების შესახებ. თუმცა, იმპერატორმა ისინი უპასუხოდ დატოვა. რამაც გამოიწვია ბუნტის გადაზრდა ანტისამთავრობო გამოსვლებში. ისინი შეესივნენ ქალაქს და ცეცხლს აძლევდნენ ყველაფერს. დაიწვა და განადგურდა ბევრი აქიტექტურული ნეგებობა, მათ შორის [[აია-სოფია]]ს ბაზილიკა. მთელი ქალაქი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ამ დროს იმპერატორის განკარგულებაში იყო 3000-მდე მეომარი, ძირითადად [[გუთები]] და [[გერულები]].
იმპერატორმა დაავალა [[ველისარიუსი|ველისარიუსს]] ჩაეხშო აჯანყება. მან სცადა მის ხელთ არსებული ძალებით აჯანყების ჩახშობა, თუმცა უშედეგოდ. აჯანყებულებმა სასტიკი შეიარაღებული წინაარმდეგობა გასწიეს. ამის შემდეგ იმპერატორმა სცადა მოლაპარაკება აჯანყებულებთან, რამაც ასევე, შედეგი ვერ გამოიღო.
ბრბო ითხოვდა იუსტინიანე I-ის გადადგომას და იმპერატორად [[ანასტასიოს I (ბიზანტია)|ანასტასიოს I]]-ის ერთერთი ძმისშვილის არჩევას. რომლებიც ამ დროს სასახლეში იმყოფებოდნენ. იუსტინიანემ, იმის შიშით, რომ სიცოცხლისათვის არ გამოესალმებინათ, ყველა სენატორი და, მათ შორის, ანასტასიოს I-ის ძმისშვილებიც სასახლიდან დაითხოვა.
[[18 იანვარი|18 იანვარს]] ბრბომ იმპერატორად კორონაცია მოუწყო ანასტასიოს I-ის ერთერთ ძმისშვილს [[იპატიუსი|იპატიუსს]].
==აჯანყების ჩახშობა==
ახალი იმპერატორის [[იპატიუსი|იპატიუსის]] კორონაცია მოხდა იპოდრომზე, სადაც შეკრებილი იყო 50000-მდე აჯანყებული. ისინი ბჭობდნენ სასახლის შტურმით აღებაზე. იუსტინიანე, უკვე მზად იყო გასაქცევად. როდესაც სიმტკიცე გამოიჩინა დედოფალმა [[თეოდორა (დედოფალი)|თეოდორამ]], რის შემდეგაც იუსტინიანემ უბრძანა [[ველისარიუსი|ველისარიუსს]] და [[მუნდუსი|მუნდუსს]] კიდევ ერთხელ ეცადათ აჯანყების ჩახშობა. მართლაც ველისარიუსმამათ, დაისარგებლეს მუნდუსმა ისარგებლერა, კვამლში გახვეული ქალაქით და მათ ხელთ არსებული ბარბაროსული შენაერთებით შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ იპოდრომს და ორი მხრიდან დაესხნენ თავს აჯანყებულებს. ამან გამოიწვია პანიკა და ატყდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა. სხვადსხვა წყაროების მონაცემებით დაიღუპა 35-45 ათასამდე აჯანყებული. იუსტინიანემ სრული გამარჯვება მოიპოვა.
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://gumilevica.kulichki.net/VAA/vaa1.htm ა. ა. ვასილიევი, ბიზანტიის ისტორია რუსულ ენაზე]
612

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ