ანასტასიოს I (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 33: | ხაზი 33: | ||
[[კონსტანტინოპოლი]]ს გასამაგრებლად ააგო ახალი ქვის კედელი, რომელსაც [[ანასტასიოსის კედელი]] ეწოდა. წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23 000 000 [[სოლიდი]]თ (დაახლ. 230000 [[გირვანქა]] ოქრო) გაამდიდრა. გარდაიცვალა შვილების გარეშე. არც მემკვიდრედ დაუსხელებია ვინმე. რამაც ხელი შეუწყო [[იუსტინე I (ბიზანტია)|იუსტინე I]]-ის გაიმპერატორებას. |
[[კონსტანტინოპოლი]]ს გასამაგრებლად ააგო ახალი ქვის კედელი, რომელსაც [[ანასტასიოსის კედელი]] ეწოდა. წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23 000 000 [[სოლიდი]]თ (დაახლ. 230000 [[გირვანქა]] ოქრო) გაამდიდრა. გარდაიცვალა შვილების გარეშე. არც მემკვიდრედ დაუსხელებია ვინმე. რამაც ხელი შეუწყო [[იუსტინე I (ბიზანტია)|იუსტინე I]]-ის გაიმპერატორებას. |
||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
* ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წ. |
|||
*'' ”ბიზანტიური ცივილიზაცია”, ვალერი ასათიანი, თბილისი, 2006 წელი.'' |
|||
11:17, 6 იანვარი 2011-ის ვერსია
ანასტასიოს I | |
---|---|
Flavius Anastasius | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 491 |
მმართ. დასასრული: | 518 |
წინამორბედი: | ზენონი |
მემკვიდრე: | იუსტინე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ.430 |
გარდ. თარიღი: | 518 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: | არიადნე |
დინასტია: | თრაკიული |
ხელმოწერა: | [[ფაილი:სოლიდუსი ანასტასიოსის გამოსახულებით|125პქ]] |
ანასტასიოს I (ლათ: Flavius Anastasius, დაახლ.430- 9 ივლისი 518) — აღმოსავლეთი რომის იმპერატორი 491-518 წლებში. იყო მდაბიო წარმოშობის სასახლის მოხელე (სილენციარიუსი). ტახტზე ავიდა იმპერატორ ზენონის გარდაცვალების შემდეგ. ზენონის მეუღლის არიადნეს დახმარებით. რომელმაც მალევე იქორწინა მასზე.
ანასტასიოსმა მოახერხა ისავრიელთა პოლიტიკურად გავლენიანი არისტოკრატიის დამორჩილება. გამოსცა კანონი მიწათმფლობელობის შესახებ, გააუქმა ქრისარგიონი (ვაჭარ-ხელოსანთა ფულადი გადასახადი). ნატურით გადასახადის ნაცვლად შემოიღო მიწაზე ფულადი გადასახადი - ქრისოტელია. მფარველობდა მონოფიზიტებს. ჩაახშო ფედერატების მიერ ვიტალიანეს წინამძღოლობით მოწყობილი რამდენიმე აჯანყება. ებრძოდა სპარსეთს. მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ფრანკთა მეფე ხლოდვიგთან.
კონსტანტინოპოლის გასამაგრებლად ააგო ახალი ქვის კედელი, რომელსაც ანასტასიოსის კედელი ეწოდა. წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23 000 000 სოლიდით (დაახლ. 230000 გირვანქა ოქრო) გაამდიდრა. გარდაიცვალა შვილების გარეშე. არც მემკვიდრედ დაუსხელებია ვინმე. რამაც ხელი შეუწყო იუსტინე I-ის გაიმპერატორებას.
ლიტერატურა
- ვ. ასათიანი, „ბიზანტიური ცივილიზაცია“, თბ., 2006 წ.
წინამორბედი: ზენონი |
ბიზანტიის იმპერატორი 491 - 518 |
შემდეგი: იუსტინე I |