ანასტასიოს I (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმართველი |ქვეყანა = [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპე...
(განსხვავება არ არის)

15:19, 3 იანვარი 2011-ის ვერსია

ანასტასიოს I
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 491
მმართ. დასასრული: 518
წინამორბედი: ზენონი
მემკვიდრე: იუსტინე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ.430
გარდ. თარიღი: 518
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: არიადნე
დინასტია: თრაკიული

ანასატასიოს I (ლათ: Flavius Anastasius, დაახლ.430- 9 ივლისი 518) — აღმოსავლეთი რომის იმპერატორი 491-518 წლებში. იყო მდაბიო წარმოშობის სასახლის მოხელე (სილენციარიუსი). ტახტზე ავიდა იმპერატორ ზენონის გარდაცვალების შემდეგ. ზენონის მეუღლის არიადნეს დახმარებით. რომელმაც მალევე იქორწინა მასზე.

ანასტასიოსმა მოახერხა ისავრიელთა პოლიტიკურად გავლენიანი არისტოკრატიის დამორჩილება. გამოსცა კანონი მიწათმფლობელობის შესახებ, გააუქმა ქრისარგიონი (ვაჭარ-ხელოსანთა ფულადი გადასახადი). ნატურით გადასახადის ნაცვლად შემოიღო მიწაზე ფულადი გადასახადი - ქრისოტელია. მფარველობდა მონოფიზიტებს. ჩაახშო ფედერატების მიერ ვიტალიანეს წინამძღოლობით მოწყობილი რამდენიმე აჯანყება. ებრძოდა სპარსეთს. მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ფრანკთა მეფე ხლოდვიგთან.

კონსტანტინოპოლის გასამაგრებლად ააგო ახალი ქვის კედელი, რომელსაც ანასტასიოსის კედელი ეწოდა. წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23 000 000 სოლიდით (დაახლ. 230000 გირვანქა ოქრო) გაამდიდრა. გარდაიცვალა შვილების გარეშე. არც მემკვიდრედ დაუსხელებია ვინმე. რამაც ხელი შეუწყო იუსტინე I-ის გაიმპერატორებას.


წინამორბედი:
ზენონი
ბიზანტიის იმპერატორი
491 - 518
შემდეგი:
იუსტინე I