ეთნოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13: ხაზი 13:
XIX საუკუნის I ნახევარში გაიზარდა ინტერესი ევროპის ხალხთა ეთნოგფარიისადმი. შეიქმნა გათხრითი არქეოლოგია, რის შედეგადაც დადასტურდა ლაფიტოს თვალსაზრისი ევროპაში განვითარების უძველესი საფეხურის არსებობის შესახებ. გაიშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები და ასურულ-ბაბილონური ლურსმული დამწერლობის ძეგლები. იმ დროს შეიქმნა ეთნოგრაფიაში მითოლოგიური მიმართულება. დაგროვდა სამუზეუმო ეთნოგრაფიული კოლექციები, შეიქმნა ეთნოგრაფიის საზოგადოებები პარიზში, ლონდონში, ნიუ-იოკრსა და პეტერბურგში, რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმების დაარსება. მომწიფდა ეთნოგრაფიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების საკითხი. ეთნოგრაფიის ცალკე სამევნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას დაემთხვა ევოლუციური სკოლის ფორმირება, რომელიც კულტურის ევოლუციის პროგრესულ იდეაზე იყო დაფუძნებული (ადოლფ ბასტიანი, იოჰან ბახოფენი, თ. ვაიცი, ჯონ მაკლენანი, იულიუს ლიპერტი, ედუარდ ტაილორი, ლუის მორგანი და სხვები). ამ სკოლის წარმომადგენლები კაცობრიობის კულტურას განიხილავდნენ როგორც პროგრესული განვითარების ერთიან, კანონზომიერ პროცესს. მაგრამ მათ ეს კაცობრიობის „ფსიქიკური ერთიანობიდან“ გამოჰყავდათ, კულტურის ევოლუციური განვითარება მიაჩნდათ სწორხაზოვან პროცესად ყოველგვარი ნახტომების გარეშე და ამდენად იდეალისტურ პოზიციებზე იდგნენ.

==რუსეთი==
==საქართველო==
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 4, გვ. 54-58, თბ., 1979
* ქსე, ტ. 4, გვ. 54-58, თბ., 1979

17:35, 27 დეკემბერი 2010-ის ვერსია

ეთნოგრაფია (ბერძნ. ethnos - ტომი, ხალხი და grapho - ვწერ, სიტყვასიტყვით - ხალხის აღწერა), ხალხის ყოფისა და კულტურის წარმოშობისა, განსახლებისა და კულტურულ-ისტორიული კავშირის შემსწავლელი ჰუმანიტარული მეცნიერება.

ეთნოგრაფია იკვლევს ეთნიკური კულტურათა საერთო და განსხვავებულ ფორმებს, მათი განვითარების კანონზომიერებებს, იმას, თუ რა წვლილი შემოუტანია კაცობრიობას კულტურის საგანძურში ამა თუ იმ ხალხს. ეთნოგრაფია იმასაც სწავლობს, თუ რა განაპირობებს და ასაზრდოებს სხვადასხვა ხალხში დამკვიდრებულ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, ყოფაქცევის ნორმებს.

ტერიტორიული მოცულობის მიხედვით ეთნოგრაფია არის ზოგადი და რეგიონალური. ეთნოგრაფიის მთავარი წყაროა უშუალოდ ცოცხალ სინამდვილეში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა, რომლის ფიქსირების დროს ეთნოგრაფია ემყარება საველე კვლევა-ძიების მეცნიერულ მეთოდს ინფორმატორთა გამოკითხვით ან შესწავლილ ობიექტზე უშუალო დაკვირვებით. საველე მასალასთან ერთად იგი ფართოდ იყენებს მომიჯნე დისციპლინების ( ენათმეცნიერება, ისტორია, არქეოლოგია, გეოგრაფია, ფოლკლორი, ხელოვნებათმცოდნეობა, ანთროპოლოგია და სხვა) მონაცემებს.

ეთნოგრაფია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა, ეთნოგრაფიული ცოდნის საწყისები კი შორეული წარსულიდან მომდინარეობს. იგი უკავშირდება ძველ ეგვიპტის, შუმერის, ბაბილონის, ასურეთის, პალესტინის, ხეთის ურარტუს, ძველი სპარსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა წერილობით წყაროებს და მატერიალური კულტურის ძეგლებს.

ადამიანებს ძველთაგანვე აინტერესებდათ მახლობელი თუ შორეული ხალხების ყოფის თავისებურებანი, მათი ზნე-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები. ადამიანის განსახლება დედამიწაზე ერთბაშად არ მომხდარა. ჰესიოდეს ეპოქის (ძვ. წ. VIII-VII სს.) ეთნიკური სამყარო ვიწრო გეოგრაფიულ არესა და ხალხთა მცირე რაოდენობას მოიცავდა. სტრაბონის „გეოგრაფიაში“ მოხსენიებულია 800-ზე მეტი ხალხი, განსახლებული ევროპოდან ინდოეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ბალტიის ზღვამდე. დღეს კი დაუსახლებელი ადგილები დედამიწაზე თითქმის აღარ დარჩა. თუ ნეოლითის ხანაში დედამიწის მოსახლეობა 1 მლნ. კაცს შეადგენდა, დღეს იგი 4 მლრდ-მე გაიზარდა, ხოლო ეთნოსთა რიცხვი 4000-მდე ივარაუდება. უძველესი ხანის წერილობით ძეგლებში წარმოდგენილია არა მარტო აღწერილობითი ეთნოგრაფიული მასალა, არამედ თეორიული საკითხების გადაჭრის ცდებიც. მაგ., ბიბლიაში ხალხთა ერთ-ერთი უძველესი გენეალოგიური ცხრილია წარმოდგენილი; ჰეროდოტე დაინტერესებული იყო ხალხთა წარმოშობის საკითხებით, მათ შორის კოლხების ეთნოგენეზით. მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული დაკვირვებებია ძვ. ქვეყნის ხალხებზე, მათ შორის ქართველ-კავკასიელებზე ჰიპოკრატეს და ქსენოფონტის, სტრაბონის, ტაციტუსის და სხვათა შრომებში. შუა საუკუნეებში ხალხთა დიდმა გადასახლებებმა და ახალი ქვეყნების გაცნობამ გამოიწვია ეთნოგრაფიული ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოება მანამდე უცნობი ხალხების ყოფა-ცხოვრებაზე. ამის ანარეკლი ჩანს ბიზანტიელი მწერლების (კოსმა ინდიკომპლევსტი, მავრიკიოსი, კონსტანტინე პორფიროგენეტე, პროკოპი კესარიელი და სხვა), აგრეთვე ირანელი, არაბი, შუააზიელი და ჩინელი მოგზაურების, მისიონერებისა და გეოგრაფების შრომებში (ბირუნი, იბნ ჰაუკალი, იბნ ფადლანი, მასუდი, პლანო კარპინი, რუბრუკი, მარკო პოლო და სხვა).

XV-XVII საუკუნეებში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა უცნობ ხალხთა შესახებ სრულიად ახალი მასალა შესძინა ეთნოგრაფიას. ახალაღმოჩენილ ქვეყნებში ევროპულ სავაჭრო კაპიტალს პირველ რიგში მათი ბუნებრივი სიმდიდრე აინტერესებდა. კოლონიზატორები ამერიკელ ინდიელებს „ღვთის ნასახ“ ადამიანებად არ თვლიდნე, რადგანაც მათი არსებობა ეწინააღმდეგებოდა შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს ყველა ხალხის ნოეს შვილებისაგან წარმომავლობის შესახებ. ინდიელთა ყოფა-ცხოვრებაზე იწერებოდა ფანტასტიკური შრომები, რომლებიც ცნობილია „კურიოზების ლიტერატურის“ სახელწოდებით. მიუხედავად ამისა, იმდროინდელ ეთნოგრაფიულ აღწერათა შორის შეინიშნება მეცნიერებისათვის ღირებული რელაციები [იტალიელი ზღვაოსნის ანტონიო პიგაფეტას (დაახლოებით 1491-1535) დაკვირვებები კუბაზე (1525), ესპანელი მისიონერის საჰაგუნის მიერ ჩაწერილი ტექსტები და სხვა]. XVIII საუკუნეში ამერიკელი ინდიელთა შესახებ ეთნოგრაფიული მასალის დაგროვებას შედეგად მოჰყვა მისი მეცნიერული გააზრების ცდები. მკვლევარები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხების მდგომარეობას. ჰობზის აზრით, პირველტოფილი ხალხების საზოგადოებრივი ურთიერთობა დამყარებული იყო შუღლსა და მტრობაზე, მუდმივ ქიშპსა და ომებზე, პრინციპზე — „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“. ჟან ჟაკ რუსო, პირიქით, მათ ყოფა-ცხოვრებას აიდეალებდა და კაცობრიობის ბედნიერი ბავშვობის ხანად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ, ფრანგო მისიონერი ჟოზეფ ლაფიტო (1670-1740), რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ამერიკელ ინდიელებს შორის და რომელმაც დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, ასაბუთებდა, რომ ახალაღმოჩენილი ხალხების საზოგადოებრივი განვითარების საფეხური ევროპელების მიერ ადრე განვლილი ეტაპია და რომ ეს საფეხური განვლეს როგორც ძვ. ბერძნებმა, ისე რომაელებმა. ლაფიტო პირველი ევროპელი იყო, რომელმაც გამოიყენა შედარებითი მეთოდი ეთნოგრაფიაში. იმავე ხანებში საქართველოში ამ მეთოდს წარმატებით იყენებდა ვახუშტი ბატონიშვილი.

XIX საუკუნის I ნახევარში გაიზარდა ინტერესი ევროპის ხალხთა ეთნოგფარიისადმი. შეიქმნა გათხრითი არქეოლოგია, რის შედეგადაც დადასტურდა ლაფიტოს თვალსაზრისი ევროპაში განვითარების უძველესი საფეხურის არსებობის შესახებ. გაიშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები და ასურულ-ბაბილონური ლურსმული დამწერლობის ძეგლები. იმ დროს შეიქმნა ეთნოგრაფიაში მითოლოგიური მიმართულება. დაგროვდა სამუზეუმო ეთნოგრაფიული კოლექციები, შეიქმნა ეთნოგრაფიის საზოგადოებები პარიზში, ლონდონში, ნიუ-იოკრსა და პეტერბურგში, რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმების დაარსება. მომწიფდა ეთნოგრაფიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების საკითხი. ეთნოგრაფიის ცალკე სამევნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას დაემთხვა ევოლუციური სკოლის ფორმირება, რომელიც კულტურის ევოლუციის პროგრესულ იდეაზე იყო დაფუძნებული (ადოლფ ბასტიანი, იოჰან ბახოფენი, თ. ვაიცი, ჯონ მაკლენანი, იულიუს ლიპერტი, ედუარდ ტაილორი, ლუის მორგანი და სხვები). ამ სკოლის წარმომადგენლები კაცობრიობის კულტურას განიხილავდნენ როგორც პროგრესული განვითარების ერთიან, კანონზომიერ პროცესს. მაგრამ მათ ეს კაცობრიობის „ფსიქიკური ერთიანობიდან“ გამოჰყავდათ, კულტურის ევოლუციური განვითარება მიაჩნდათ სწორხაზოვან პროცესად ყოველგვარი ნახტომების გარეშე და ამდენად იდეალისტურ პოზიციებზე იდგნენ.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 54-58, თბ., 1979