ეთნოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეთნოგრაფია''' (ბერძნ. ethnos - ტომი, ხალხი და grapho - ვწერ, სიტყვასიტყვ...
 
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{უკატეგორიო}}
{{წყარო}}
{{ვიკიფიცირება}}
'''ეთნოგრაფია''' (ბერძნ. ethnos - ტომი, ხალხი და grapho - ვწერ, სიტყვასიტყვით - ხალხის აღწერა), ხალხის ყოფისა და კულტურის წარმოშობისა, განსახლებისა და კულტურულ-ისტორიული კავშირის შემსწავლელი ჰუმანიტარული მეცნიერება.
'''ეთნოგრაფია''' (ბერძნ. ethnos - ტომი, ხალხი და grapho - ვწერ, სიტყვასიტყვით - ხალხის აღწერა), ხალხის ყოფისა და კულტურის წარმოშობისა, განსახლებისა და კულტურულ-ისტორიული კავშირის შემსწავლელი ჰუმანიტარული მეცნიერება.



15:25, 25 დეკემბერი 2010-ის ვერსია

ეთნოგრაფია (ბერძნ. ethnos - ტომი, ხალხი და grapho - ვწერ, სიტყვასიტყვით - ხალხის აღწერა), ხალხის ყოფისა და კულტურის წარმოშობისა, განსახლებისა და კულტურულ-ისტორიული კავშირის შემსწავლელი ჰუმანიტარული მეცნიერება.

ეთნოგრაფია იკვლევს ეთნიკური კულტურათა საერთო და განსხვავებულ ფორმებს, მათი განვითარების კანონზომიერებებს, იმას, თუ რა წვლილი შემოუტანია კაცობრიობას კულტურის საგანძურში ამა თუ იმ ხალხს. ეთნოგრაფია იმასაც სწავლობს, თუ რა განაპირობებს და ასაზრდოებს სხვადასხვა ხალხში დამკვიდრებულ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, ყოფაქცევის ნორმებს.

ტერიტორიული მოცულობის მიხედვით ეთნოგრაფია არის ზოგადი და რეგიონალური. ეთნოგრაფიის მთავარი წყაროა უშუალოდ ცოცხალ სინამდვილეში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა, რომლის ფიქსირების დროს ეთნოგრაფია ემყარება საველე კვლევა-ძიების მეცნიერულ მეთოდს ინფორმატორთა გამოკითხვით ან შესწავლილ ობიექტზე უშუალო დაკვირვებით. საველე მასალასთან ერთად იგი ფართოდ იყენებს მომიჯნე დისციპლინების ( ენათმეცნიერება, ისტორია, არქეოლოგია, გეოგრაფია, ფოლკლორი, ხელოვნებათმცოდნეობა, ანთროპოლოგია და სხვა) მონაცემებს.

ეთნოგრაფია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა, ეთნოგრაფიული ცოდნის საწყისები კი შორეული წარსულიდან მომდინარეობს. იგი უკავშირდება ძველ ეგვიპტის, შუმერის, ბაბილონის, ასურეთის, პალესტინის, ხეთის ურარტუს, ძველი სპარსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და სხვა წერილობით წყაროებს და მატერიალური კულტურის ძეგლებს.

რუსეთი

საქართველო

ლიტერატურა