|
|
'''მთავარეპისკოპოსი''', '''''არქიეპისკოპოსი''''' ([[ბერძნ.]] αρχή - საწყისი, მთავარი და επίσκοπος - [[ეპისკოპოსი]]), ''მთავარეპისკოპოსი'', ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქის ტიტული, რომელსაც ატარებდნენ უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები. [[რომის იმპერია]]ში [[კონსტანტინე დიდი]]ს დროს (IV ს.) არქიეპისკოპოსი ეწოდებოდა [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტს]], რომელსაც ექვემდებარებოდნენ დიოცეზის ეპისკოპოსები. არქიეპისკოპოსის ტიტულს დრესდღეს ატარებს ზოგიერთი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური. არქიეპისკოპოსი ეწოდება ზოგიერთი პროტესტანტული ეპისკოპალური ეკლესიის მეთაურს (მაგ. [[კენტერბერიის არქიეპისკოპოსი]] [[ინგლისი|ინგლისში]]). ქართულ საეკლესიო წყობილებაში არქიეპისკოპოსს შეესატყვისება "„[[მთავარეპისკოპოსი]]"“.
{{ესკიზი-რელიგია}}
|