არაბეთის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==რესურსები ინტერნეტში== |
==რესურსები ინტერნეტში== |
||
*[http://www.panda.org/about_wwf/where_we_work/ecoregions/arabian_sea.cfm არაბეთის ზღვა - მსოფლიო ველური ბუნების ფონდი] |
*[http://www.panda.org/about_wwf/where_we_work/ecoregions/arabian_sea.cfm არაბეთის ზღვა - მსოფლიო ველური ბუნების ფონდი] |
||
*[http://www.britannica.com/EBchecked/topic/31653/ არაბეთის ზღვა - ბრიტანიკა] |
|||
[[ar:بحر العرب]] |
[[ar:بحر العرب]] |
21:51, 10 დეკემბერი 2010-ის ვერსია
არაბეთის ზღვა (არაბ. بحر العرب) - წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ინდოეთი, ჩრდილოეთით - პაკისტანი და ირანი, დასავლეთით - არაბეთის ნახევარკუნძული. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერითრეის ზღვა.
არაბეთის ზღვის ზედაპირის ფართობია 3,862,000 კმ.კვ. მაქსიმალური სიგანე შეადგენს 2,400 კმ-ს, მაქსიმალური სიღრმე - 4,652 მეტრს. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც ამ ზღვაში ჩაედინება, არის ინდი. სხვა მდინარეთაგან აღსანიშნავია: ნეტრავატჰი, შარავატჰი, ნარმადა, ტაპტი, მაჰი და ინდოეთის შტატ კერალას სხვა მრავალი მდინარე.
არაბეთის ზღვა მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას - ჩრდილო-დასავლეთით ადენის ყურეს, რომელიც თავის მხრივ ბაბ-ელ-მანდების სრუტით დაკავშირებულია წითელ ზღვასთან და ჩრდილო აღმოსავლეთით - ომანის ყურეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია სპარსეთის ყურესთან.
არაბეთის ზღვის უდიდესი კუნძულებია სოკოტრა (აფრიკის კონცხთან), მასირა (ომანის სანაპიროსთან), ასევე ლაქშადვიპის არქიპელაგი ინდოეთის სანაპიროსთან.
ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სახელმწიფოები: სომალი, ჯიბუტი, იემენი, ომანი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და მალდივის კუნძულები.