არაბეთის ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Arabian Sea map.png|მინი|250პქ|არაბეთის ზღვა]]
[[ფაილი:India Landscape.jpg|მინი|250პქ|კოლვას პლაჟი. [[გოა]], ინდეოთი]]
'''არაბეთის ზღვა''' ([[არაბული ენა|არაბ]]. بحر العرب‎) - წარმოადგენს [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით - [[ინდოეთი]], ჩრდილოეთით - [[პაკისტანი]] და [[ირანი]], დასავლეთით - [[არაბეთის ნახევარკუნძული]]. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერითრეის ზღვა.
'''არაბეთის ზღვა''' ([[არაბული ენა|არაბ]]. بحر العرب‎) - წარმოადგენს [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით - [[ინდოეთი]], ჩრდილოეთით - [[პაკისტანი]] და [[ირანი]], დასავლეთით - [[არაბეთის ნახევარკუნძული]]. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერითრეის ზღვა.



21:48, 10 დეკემბერი 2010-ის ვერსია

არაბეთის ზღვა
კოლვას პლაჟი. გოა, ინდეოთი

არაბეთის ზღვა (არაბ. بحر العرب‎) - წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. ესაზღვრება: აღმოსავლეთით - ინდოეთი, ჩრდილოეთით - პაკისტანი და ირანი, დასავლეთით - არაბეთის ნახევარკუნძული. ზღვის ძველი სახელწოდებებია სინდჰის ზღვა და ერითრეის ზღვა.

არაბეთის ზღვის ზედაპირის ფართობია 3,862,000 კმ.კვ. მაქსიმალური სიგანე შეადგენს 2,400 კმ-ს, მაქსიმალური სიღრმე - 4,652 მეტრს. ყველაზე დიდი მდინარე, რომელიც ამ ზღვაში ჩაედინება, არის ინდი. სხვა მდინარეთაგან აღსანიშნავია: ნეტრავატჰი, შარავატჰი, ნარმადა, ტაპტი, მაჰი და ინდოეთის შტატ კერალას სხვა მრავალი მდინარე.

არაბეთის ზღვა მოიცავს ორ მნიშვნელოვან განშტოებას - ჩრდილო-დასავლეთით ადენის ყურეს, რომელიც თავის მხრივ ბაბ-ელ-მანდების სრუტით დაკავშირებულია წითელ ზღვასთან და ჩრდილო აღმოსავლეთით - ომანის ყურეს, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია სპარსეთის ყურესთან.

არაბეთის ზღვის უდიდესი კუნძულებია სოკოტრა (აფრიკის კონცხთან), მასირა (ომანის სანაპიროსთან), ასევე ლაქშადვიპის არქიპელაგი ინდოეთის სანაპიროსთან.

ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სახელმწიფოები: სომალი, ჯიბუტი, იემენი, ომანი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი და მალდივის კუნძულები.