კუთხე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: si:කෝණය |
მ r2.5.2) (ბოტის წაშლა: war:Ângulo |
||
ხაზი 98: | ხაზი 98: | ||
[[ur:زاویہ]] |
[[ur:زاویہ]] |
||
[[vi:Góc]] |
[[vi:Góc]] |
||
[[war:Ângulo]] |
|||
[[zh:角]] |
[[zh:角]] |
||
[[zh-classical:角]] |
[[zh-classical:角]] |
09:42, 6 დეკემბერი 2010-ის ვერსია
კუთხე —– გეომეტრიული ფიგურა, სიბრტყის ნაწილი, რომელიც მოქცეულია საერთო სათავის მქონე ორ განსხვავებულ სხივს შორის. საერთო სათავეს, საწყის წერტილს, რომლიდანაც ეს ორი სხივი იწყება, წვერო ეწოდება, ხოლო სხივებს – კუთხის გვერდები. კუთხე შეიძლება განლაგდეს (დაიხაზოს) სამ წერტილზე, რომელთაგან ერთი წვეროა, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის ორივე გვერდზე დევს. კუთხის აღსანიშნავად ხმარობენ ნიშანს „∠“. კუთხე, რომლის წვეროა A, ხოლო სხვადასხვა გვერდებზე დევს B და C წერტილები (იხ. სურათი), აღინიშნება ასე: ან ; მეორენაირი აღნიშვნის დროს, შუაში იწერება წვეროს აღმნიშვნელი ლათინური ასო. კუთხის სიდიდე გრადუსებით იზომება. ყოველ კუთხეს დადებითი გრადუსული ზომა აქვს. გრადუსული ზომების მიხედვით კუთხეებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:
- მახვილი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90°-ზე და მეტია 0°-ზე.
- ბლაგვი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180°-ზე და მეტია 90°-ზე.
- მართი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
- გაშლილი ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°–ს უდრის.
კუთხეები
კუთხეები მიხედვით შეიძლება დაიყოს გრადუსული ზომების მიხედვით
მახვილი კუთხე
მახვილი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90o-ზე და მეტია 0o-ზე.
ბლაგვი კუთხე
ბლაგვი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180o-ზე და მეტია 90o-ზე.
მართი კუთხე
მართი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
გაშლილი კუთხე
გაშლილი კუთხე ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°ს უდრის.