აბულის ციკლოპური ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28: ხაზი 28:
|ფართობი =
|ფართობი =
|სიმაღლის ტიპი=ზღვის დონე {{!}} ზღვის დონიდან
|სიმაღლის ტიპი=ზღვის დონე {{!}} ზღვის დონიდან
|დასახლების ცენტრის სიმაღლე= 2800
|დასახლების ცენტრის სიმაღლე= 2670
|კლიმატი=
|კლიმატი=
|სიმჭიდროვე =
|სიმჭიდროვე =

20:31, 20 ნოემბერი 2010-ის ვერსია

ჯავახეთის ძველი სიმაგრეები
აბული

აბულის სიმაგრის გეგმა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი აბული
კოორდინატები 41°22′22″ ჩ. გ. 43°41′05″ ა. გ. / 41.37278° ჩ. გ. 43.68472° ა. გ. / 41.37278; 43.68472
ცენტრის სიმაღლე 2670
აბულის ციკლოპური ციხე — საქართველო
აბულის ციკლოპური ციხე
აბულის ციკლოპური ციხე — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აბულის ციკლოპური ციხე
აბულის ციკლოპური ციხე — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
აბულის ციკლოპური ციხე

აბულის ციკლოპური ციხე — მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები.

გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1670 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი - ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.

ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები.

პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მზგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. აბულის სიმგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.

საერთოდ, აბულის დღევანდელი „ქორ-ოღლი“ ძლიერ წააგავს შაორის სიმაგრეს — ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.


აბულის ციხე
აბულის ციხე
აბულის ციხე
აბულის ციხე

ლიტერატურა

  • დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 181-203.