იბნ სინა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
+ბმული
(ბოტის დამატება: fy:Avicenna)
(+ბმული)
'''აბუ ალი იბნ სინა''' (ლათინიზებული ავიცენა) (დ. [[980]], სოფ. აფშანა, [[ბუხარა|ბუხარის]] მახლობლად, — გ. [[18 ივნისი]], [[1037]], [[ჰამადანი]]), ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი. მოღვაწეობდა ბუხარაში, [[ხვარაზმი|ხვარაზმსა]] და [[სპარსეთი|სპარსეთში]]. [[ისლამი|ისლამის]] რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტიკური ფილოსოფიისა და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია. მისი მთავარი შრომაა ფილოსოფიური [[ენციკლოპედია]], რომელიც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას.
 
იბნ სინას პოეტურმა მემკვიდრეობამ ჩვენამდე ნაწილობრივ მოაღწია. (წერდა არაბულად და სპარსულად). თავის ლექსებში გამოხატავდა საკუთარ ფილოსოფიურ შეხედულებებს. ამ მხრივ ასანიშნავია ”სულის კასიდა”. ქადაგებდა მეცნიერებისა და განათლების სიკეთეს. ალეგორიული ხასიათისაა იბნ სინას ფილოსოფიურ-მხატვრულო ნაწარმოებები ”სალამან”[[სალამან და აბსალი”აბსალი]]”, ”წერილი ფრინველზე” და ”ცოცხალი, ძე ფხიზლისა”, რომელიც სიუჟეტურად [[დანტე|დანტეს]] ”[[ღვთაებრივი კომედია|ღვთაებრივ კომედიას]]” უახლოვდება. იბნ სინა საინტერესოა აგრეთვე როგორც მთაგმნელი და ლიტერატურის თეორეტიკოსი. მას ეკუთვნის [[არისტოტელე|არისტოტელეს]] ”პოეტიკისა” და არაბი პოეტის იბნ ალ-რუმის დივანი კომენტარები. იბნ სინა (ხალხური სახელწოდება_ბუ ალი) იქცა თითქმის მთელი [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთის]] ხალხთა ზღაპრების გმირად. იბნ სინას უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულება ”სამკურნალო მეცნიერების კანონი” ლათინურ ენაზე XII ს-ში ითარგმნა და და პირველად [[1473]] წელს გამოქვეყნდა [[მილანი|მილანში]] არაბულ ენაზე შედგენილი ორიგინალი კი [[1593]] წელს დაიბეჭდა [[რომი|რომში]]. არსებობს ამ ნაწარმოების 30 გამოცემა.მასში ავტორი ეხება მეცნიერთა, განსაკუთრებით სამკურნალო მცენარეთა მოშენებასა და [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგიას]], მედიცინის ზოგად თეორიას, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ქირურგიას დიაგნოსტიკას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების განვითარებას, მკურნალობას, პროფილაქტიკას და სხვა დაავადებების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა გარემო პირობებს. მან წამოაყენა [[ჰიპოტეზა]], რომ გადამდებ სნეულებებს რაღაც უჩინარი ორგანიზმები იწვევენ და დაავადებანი ჰაერისა და წყლის საშუალებით ვრცელდება. უარყოფდა მოსაზრებას, თითქოს ფსიქიკურ დაავადებებს ავი სულები იწვევდნენ. იბნ სინამ ზუსტად აღწერა მრავალი დაავადება. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა [[ჰიგიენა|ჰიგიენას]] და კვების რეჟიმს. შექმნა ახალი [[ფარმაცია]]. მის [[ფარმაკოპეა|ფარმაკოპეაში]] შეტანილია ხალხური, განსაკუთრებით [[ჩინური მედიცინა|ჩინური მედიცინის]] მრავალი საშუალება.
 
== ლიტერატურა ==
158 161

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ