კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36: ხაზი 36:
აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ და განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ იგი დაიშალა, მისი მეთაურების ძირითადი ნაწილის მიმართ თვით რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, კონფედერაციის ყოველგვარი აქტიურობა შეწყდა, ხოლო მისი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ხელისუფლებამ მოსპო.
აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ და განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ იგი დაიშალა, მისი მეთაურების ძირითადი ნაწილის მიმართ თვით რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, კონფედერაციის ყოველგვარი აქტიურობა შეწყდა, ხოლო მისი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ხელისუფლებამ მოსპო.


== იხილეთ აგრეთვე ==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [[ჩრდილოეთი კავკასია]]


== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.geocities.com/shavlego/war_wg_1.htm V.Gugushvili, RUSSIAN-GEORGIAN WAR IN THE WESTERN GEORGIA]
* [http://www.geocities.com/shavlego/war_wg_1.htm V.Gugushvili, RUSSIAN-GEORGIAN WAR IN THE WESTERN GEORGIA]
* [http://www.google.com/search?hl=ka&q=%22CURRENT+SITUATION+IN+GEORGIA+AND+IMPLICATIONS+FOR+U.S.+POLICY%22&btnG=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 BRIEFING: CURRENT SITUATION IN GEORGIA AND IMPLICATIONS FOR U.S. POLICY]
* [http://www.google.com/search?hl=ka&q=%22CURRENT+SITUATION+IN+GEORGIA+AND+IMPLICATIONS+FOR+U.S.+POLICY%22&btnG=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 BRIEFING: CURRENT SITUATION IN GEORGIA AND IMPLICATIONS FOR U.S. POLICY]

12:24, 27 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

დაარსება

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიის“ შექმნა, გაძლიერება და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება საბჭოთა კავშირისა და შემდგომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში არსებითი პოლიტიკური გარდაქმნა-მოდერნიზების პერიოდში უნდა საბჭოთა ინტერესები დაეცვა და სირთულეები შეექმნა იმ საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გასვლას გადაწყვეტდნენ.

1989 წლის 25-26 აგვისტოს, სოხუმში ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის“ გამხელილ მიზნებად დასახული იქნა უმთავრესად კულტურული-ავტონომიეური მიზნები.

1991 წლის 1 ნოემბერს, სოხუმში, „კავკასიის მთიელ ხალხთა III ყრილობაზე“ რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 14 კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები გადაწყდა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ - როგორც პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, რომელიც თავს აცხადებდა „სუვერენულ ეროვნულ-სახელმწიფო გაერთიანებად“ - იგი წარმოდგენილი იქნა როგორც კონფედერაციული სახელმწიფო - რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ არა იმ დროს არსებული რაიმე ადმინისტრატიულ-პოლიტიკური ავტონომიები, არამედ - კავკასიის „ხალხები“ ანუ ეთნოსები. კონფედერაციის დედაქალაქად განოცხადდა სოხუმი, ხოლო მეორე დედაქალაქად კი მახაჩკალა.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ სოხუმში შექმნა და მის დედაქალაქად სოხუმის გამოცხადება - ისეთ ვითარებაში, როდესაც მასში შემავალი „ხალხების“ ტერიტორიების აბსოლუტური უმრავლესობა ჩრდილო კავკასიაში, რუსეთში მდებარეობდა - იმთავითვე მუთითებდა კონფედერაციის დანიშნულებაზე და გამიზნულობაზე აფხაზეთში გამოსაყენებლად.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტად გამოცხადდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“, რომელმაც პრეზიდენტად აირჩია მ.შანიბოვი, ხოლო - პარლამენტის თავმჯდომარედ იუ.სასლამბეკოვი. კონფედერაციაში თავი მოიყარეს ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯ.დუდაევის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ჩეჩნეთიდან - გავლენიანმა საველე მეთაურმა შ.ბასაევმა (დუდაევის კონკურენტმა პრეზიდენტის არჩევნებზე) და იუ.სასლამბეკოვმა (ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, გავლენიანმა პრო-რუსულმა პოლიტიკოსმა, რომელსაც 1991-1993 წლებში ჯ.დუდაევზე უფრო დიდი გავლენა გააჩნდა ჩეჩნეთში რუსეთის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო). კონფედერაციის მთავარი მხარდამჭერი მოსკოვში გახდა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე, რუსეთში უდიდესი პოლიტიკური და ფინანსური გავლენის მქონე ხასბულატოვი (ჯოჰარ დუდაევის უდიდესი მოწინააღმდეგე).

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ იდეოლოგიურ ბაზას წარმოადგენდა ა.სახაროვის „საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია“ - რომლის შესაბამისად საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო ასობით მცირე ეთნიკურ-პოლიტიკურ ერთეულად და „საქართველო მცირე იმპერიაა“ იდეა. აფხაზეთში ომის პერიოდში კონფედერაციას საერთაშორისო მას მედიაში განუწყვეტელ იდეოლოგიურ დახმარებას უწევდა ა.სახაროვის ქვრივი ე.ბონნერი.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შექმნას, რომელიც თითქოს და სსრკ საკანონმდებლო ბაზას ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა და რუსეთის არსებული ტერიტორიული მოწყობის წინააღმდეგ იბრძოდა - არასოდეს და არაფრით არ შეწინააღმდეგებია არც სსრკ და არც რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ იდეებსა და იდეოლოგიას ზ.გამსახურდიამ და ჯ.დუდაევმა დაუპირისპირეს „კავკასიური სახლის“ იდეა და შექმნეს კიდეც შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურები.

კონფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ

1992 წლის 18 აგვისტოს, გოზნიში „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მიღებული იქნა დადგენილება აფხაზი სეპარატისტებისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ.

1992 წლის 21 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ, „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ ომი გამოუცახადა საქართველოს და აფხაზეთში გადაისროლა თავისი შეიარაღებული ძალები. 1992 წლის 19 აგვისტოს აფხაზეთში მოხალისეების გაგზავნის გადაწყვეტილება კონფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მიიღეს ყუბანის და დონის კაზაკთა ატამანთა საბჭოებმა.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შეიარაღებული ფორმირებები და რუსეთის არმიის მიერ მათთვის გადაცემული დიდძალი საბრძოლო ტექნიკა ღიად და დაუფარავად საავტომობილო გზებითა და რკინისგზით ასობით კილომეტრების სიშორიდან გადაისროლებოდა აფხაზეთში.

კონფედერაცია ჩეჩნეთის წინააღმდეგ

დაარსებისთანავე „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ერთადერთ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში - რომელიც რუსეთიდან გასვლას და საერთაშორისო ცნობას ითხოვდა - პოლიტიკური გავლენის სფეროში დაუპირისპირდა ჩეჩნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველ რიგში მოძრაობის ლიდერს, პრეზიდენტს ჯ.დუდაევს. „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციას“ კრემლში მთავარი მხადამჭერის სახით ჰყავდა რუსეთის დუმის თავმჯდომარე ჩეჩენი რ.ხასბულატოვი.

აფხაზეთში ომის დაწყების დროიდან, სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერებულმა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციამ“ გაააქტიურა ბრძოლა ჩეჩნეთში მისი ძალაუფლების დასამყარებლად პრეზიდენტ ჯ.დუდაევის წინააღმდეგ. განსაკუთრებით დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია ჩეჩნეთში აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, როდესაც კონფედრაციამ თავისი შეიარაღებული ძალების არსებითი ნაწილი ჩეჩნეთში გადაისროლა და ჯ.დუდაევის დასამხობად დაუფარავ ბრძოლას შეუდგა. გროზნიში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერით კონფედერაციამ მოაწყო ორი პუტჩი, რომელთაგან 1994 წლის ზაფხულის „თეატრალური მოედნის პუტჩს“ მოჰყვა არსებითი შეიარაღებული შეტაკება ტენკების გამოყენებით, კონფერედაციის მომხრეთა დამარცხება და მისი სრული განდევნა ჩეჩნეთიდან - კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე იუ.სასლანბეკოვი გაიქცა ჩეჩნეთიდან და მოსკოვს შეაფარა თავი. ჩეჩნეთის უხუცესთა ყრილობამ იუ.სასლანბეკოვი და რ.ხასბულატოვი ჩეჩენი ერის მოღალატეებად გამოაცხადა.

კონფედერაციის დასასრული

აფხაზეთში ომის დამთავრების შემდეგ და განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყების შემდეგ იგი დაიშალა, მისი მეთაურების ძირითადი ნაწილის მიმართ თვით რუსეთში სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, კონფედერაციის ყოველგვარი აქტიურობა შეწყდა, ხოლო მისი შეიარაღებული ფორმირებები რუსეთის ხელისუფლებამ მოსპო.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში