შუშანიკის წამება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 87: ხაზი 87:
[[it:Martirio della santa regina Shushanik]]
[[it:Martirio della santa regina Shushanik]]
[[ru:Мученичество Шушаник]]
[[ru:Мученичество Шушаник]]

იაკობ ცურტაველი (ხუცესი), V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია “შუშანიკის მარტვილობისა” (“წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ”), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.

იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476-483, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 დაესწრო საეკლესიო შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. “შუშანიკის მარტვილობით” იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.

იაკობ ცურტაველი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოსველების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და დრამატული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, ქრისტიანობისა და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. “შუშანიკის მარტვილობა” ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს “შუშანიკის მარტვილობის” მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე რედაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940-ისა.

ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1935), რუსულად – კ. კეკელიძემ (1956), ვ. დონდუამ (გამოქვეყნდა 1978), ფრანგულად – ს. წულაძემ, ინგლისურად – ე. ფულერმა, გერმანულად – ნ. ამაშუკელმა, ესპანურად – მ. იშტვანოვიჩმა. ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის დ. ლანგს (1956). 1978 ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი. იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 აღინიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.

18:41, 20 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

შუშანიკის წამება
სრული სათაური წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ
საერთო სათაური შუშანიკის წამება
ჟანრი ჰაგიოგრაფია
ავტორი იაკობ ცურტაველი
მშობლიური ენა ქართული
დაწერილია V საუკუნეში
ძველ ქართულ ფრესკებზე დაფუძნებული წმინდა შუშანიკის გამოსახულება. საბინინი, 1882 წელი.[1]
წმინდა შუშანიკის ყველაზე ადრეული გამოსახულება.[2]

შუშანიკის წამება (ძვ. ქ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) — იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.

„შუშანიკის წამების“ დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო.[3]

ნაწარმოებში ჩანს, რომ V საუკუნის ქართლში კარგად ყოფილა განვითარებული საეკლესიო სისტემა. მასში სადახელებულნი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვანი.

დაწერის თარიღი

შუშანიკის მეუღლე — ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წელს. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების დაწერამდე, იაკობი აუცილებლად აღნიშნავდა ამ ფაქტს. აქედან გამომდინარე, ნაწარმოები ვარსქენ პიტიახშის სიცოცხლეში ანუ 482 წლამდე დაიწერა, ხოლო შუშანიკ დედოფალი 475 წლის ჩვიდმეტ ოქტომბერს გარდაიცვალა. ამიტომ ითვლება, რომ ნაწარმოები 476—483 წლებში დაიწერა.

„შუშანიკის წამების“ ისტორიული მნიშვნელობა

ნაწარმოებში ჩანს, რომ ქალები და მამაკაცები მე-5 საუკუნეში ერთად არ ჭამდნენ საჭმელს: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“ — ამბობს დედოფალი. ქალი გარეთ თავდაუბურავი არ გადიოდა: „მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად“.

ნაწარმოებიდან ვგებულობთ, რომ ქართულად უკვე არსებობდა „ევანგელე“ ანუ სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები. ისტორიული მნიშვნელობა აქვს ანტიოქიის პალეკარტსაც. ეს იყო უსახელო ჩასაცმელი, მოსასხამი. იქიდან გამომდინარე, რომ შუშანიკს ანტიოქიის პალეკარტი ეცვა, ვხვდებით, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სირიასთან, რომლის ერთ-ერთი ქალაქი ანტიოქიაა და ეს პალეკარტიც იქიდან არის.

„შუშანიკის წამებაში“ არის ეპიზოდი, სადაც იაკობ ხუცესი აღწერს, თუ როგორი იყო ქართლი ერთ-ერთი ზაფხულის ჟამს: „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლისებრ შემწუელი იგი მხურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი…“, ავტორი ასევე ამბობს, რომ ხალხი იყო დამუწუკებული, დამუნიანებული, დაწინწკლული, დასნეულებული, სახედასიებული, სიცოცხლე მოსწრაფებული და ვერავინ აღწევდა მოხუცებულობამდე იმ მხარეში. მაგრამ ეს ყველაფერი მეცნიერულად გამოკვლეულია და დამტკიცებული არ არის, უფრო მეტიც, მეცნიერების გამოკვლევის თანახმად ასეთი ზაფხული ქართლში არასოდეს ყოფილა. ასეთი ცხელი გვალვებითა და სენით სავსე დრო არც ისტორიულადაა ცნობილი.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !

პერსონაჟები

  • შუშანიკი (იგივე ვარდანი) — ვარსქენის მეუღლე, სომეხი მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული.
  • იაკობი — ნაწარმოების ავტორი, მღვდელი.
  • ვარსქენი — ქვემო ქართლის ერისმთავარი, ანუ პიტიახში 482 წლამდე, არშუშა პიტიახშის ძე (ვახტანგ გორგასლის ბრძანებით ვარსქენს თავი მოჰკვეთეს სამშობლოს ღალატის გამო).
  • აფოცი — საპიტიახშოს ეპისკოპოსი.
  • ჯოჯიკი — ვარსქენის ძმა.
  • ჯოჯიკის ცოლი — რომელსაც დედოფალმა ჭიქა სახეში შეალეწა და ღვინო ძირს დააქცია.
  • სპარსეთის მეფის შვილი-ვარსქენის მეორე ცოლი
  • კაცი ვინმე სპარსი — ის სამჯერ ჩნდება ნაწარმოებში, ვარაუდობენ, რომ ვარსქენთან დაახლოებული პირი იყო.
  • ვარდან მამიკონიანი — შუშანიკის მამა (მოხსენიებულია ნაწარმოებში).
  • არშუშა — ვარსქენის მამა (მოხსენიებულია ნაწარმოებში).
  • სამოელი — მთავარეპისკოპოსი.
  • იოანე — ეპისკოპოსი.
  • შუშანიკის შვილები — სამი ძე და ერთი ასული.
  • დიაკვანი — რომელსაც უნდა ეთქვა დედოფლისათვის „მტკიცედ დეგ“, მაგრამ პიტიახშისგან შეშინებულმა მხოლოდ ამის თქმა მოასწრო: „მტკი…“.
  • კაცი ვინმე წმინდა — ანუ ბერი, ვისთანაც აფოცი და იაკობი იყვნენ წასულნი რაღაცის საკითხავად.
  • ვინმე ხუცესი — ანუ მღვდელი, რომელსაც ვარსქენმა კვერთხი ჩაარტყა ზურგში.
  • სპარსთა მეფე — ნაწარმოებში მოხსენიებული სპარსთა მეფე არის პეროზი (459—484)
  • ვინმე ჭაბუკი — რომელმაც იაკობს ვარსქენის დანაბარები გადასცა, რომ მას ხლებოდა.
  • კარისკაცი — რომელმაც შეუშვა იაკობი დედოფლის სანახავად.
  • კარისკაცი — რომელიც იაკობმა ქრთამით, საჩუქრით გადმოიბირა, რათა შუშანიკთან შეეშვა.
  • მსახური — რომელიც სპარსეთიდან ახლადდაბრუნებულმა პიტიახშმა „სადიასპანოჲთა ცხენითა“ გამოაგზავნა დედოფალთან ამბის საკითხად.
  • მოციქული — რომელიც ვარსქენმა დედოფალთან გააგზავნა შემდეგი სიტყვებით: თუ სასახლეში არ დაბრუნდები, „ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად კარაულითა“.
  • ძიძიშვილი — რომელიც ვარსქენმა შუშანიკთან შეაგზავნა გადმოსაბირებლად.
  • ვიღაც ადამიანი — რომელიც მივიდა დედოფალთან და უთხრა: კარგად მიუგე ვარსქენს პასუხი, მას შენი მოტყუება უნდოდა და სხვა ბოროტეული განზრახვა ჰქონდა შენთვის.

საყოფაცხოვრებო ნივთები ნაწარმოებში, რომლებიც მე-5 საუკუნეში გამოიყენებოდა

  • ჭიქა (ნაწარმოებიდან ვხვდებით რომ არსებობდა სასმელი ჭიქა)
  • ასტამი ანუ ცეცხლის რკინის საჩხრეკი.
  • კუბასტი ანუ შუბლსაკრავი ზედ წაწერილი რელიგიური ტექსტით.
  • კვერთხი, რომელიც ვარსქენს ჰქონდა.
  • ანტიოქიის პალეკარტი, რომელიც დედოფალს ემოსა.
  • სამკაულები, რომელიც ეკეთა შუშანიკს და მათ დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან როცა ვარსქენმა დედოფლის ქმრობა უარყო, სამკაულებიც გამოართვა.
  • ალიზი, ანუ აგური, რომელიც სენაკში შუშანიკს ბალიშის მოვალეობას უწევდა.
  • გირჯაკი, ანუ ნაბადი, რომელსაც სენაკში შუშანიკი ქვეშაგებლად იყენებდა.

გეოგრაფიული ადგილები „შუშანიკის წამებაში“

  • სპარსეთი
  • ქართლი
  • ჰერეთი ანუ საინგილო
  • დაბა ცურტავი
  • ჩორი ანუ დარუბანდი
  • ურდო
  • სამეფო კარი (იგულისხმება სპარსთა მეფის კარი ქ. ქტესიფონში)
  • ანტიოქია (ქალაქი ძვ. სირიაში)

სქოლიო