თამარ მეფე: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
== მეორე ქორწინება ==
[[File:Tamar of Georgia, Q'incvisi mural.jpg|thumb|left|თამარ მეფის ფრესკა [[ყინწვისის მონასტერი|ყინწვისის მონასტერში]]]]
[[გიორგი რუსი]]ს გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი არარაღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვდა [[აღსართან შირვანშაჰი]], რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს {{ფაქტი}}.
 
რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, [[დავით სოსლანი|დავით სოსლანს]] მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი [[ოსეთი|ოსეთში]] დამკვიდრებული [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი I]]-ისა და [[ალდე დედოფალი|ალდე დედოფლის]]ს ვაჟის [[დემეტრე უფლისწული|დემეტრესგან]]. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად [[ოსეთი|ოსეთში]] გადაიხვეწა{{ფაქტი}}. [[მხითარ გოში]]ს ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.<ref>ა.აბდალაძე, XII-XIII სს. საქართველოს ქრონოლოგიის შესწავლისათვის, მაც, თბ., 1974, გვ. 144-145</ref>
14 352

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ