ლეონ II: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 38: ხაზი 38:
{{აფხაზეთის მეფეები და მთავრები}}
{{აფხაზეთის მეფეები და მთავრები}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:აფხაზეთის მმართველები]]
[[კატეგორია:აფხაზთა სამეფოს მეფეები]]
[[კატეგორია:აფხაზთა სამეფოს მეფეები]]



15:06, 4 ოქტომბერი 2010-ის ვერსია

ლეონ II
აფხაზთა მეფე
მმართ. დასაწყისი: 778
მმართ. დასასრული: 792
წინამორბედი: ლეონ I
მემკვიდრე: თეოდოს II
გარდ. თარიღი: 792

ლეონ II, აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) პირველი მეფე, ლეონ I-ის ძმისწული. დაახლოებით 753-იდან იყო აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი (მთავარი) და ითვლებოდა ბიზანტიის იმპერატორის ვასალად. VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა ხაზართა ხაკანი (რომლის ასული მისი დედა იყო), აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, სამეფო დინასტიის მიხედვით "აფხაზთა სამეფოს" სახელწოდება მიიღო. ლეონ II-მ სამეფოს დედაქალაქად ქუთათისი (ქუთაისი) გამოაცხადა. ლეონ II-ის დროიდან მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში აღმოსავლეთ საეკლესიო ტრადიციების დამკვიდრებას.

ლიტერატურა

  • გუჩუა ვ., ქსე, ტ. 6, გვ. 191, თბ., 1983
წინამორბედი:
ლეონ I
აფხაზეთის მეფე
778 - 792
შემდეგი:
თეოდოს II


თარგი:აფხაზეთის მეფეები და მთავრები