მეგობრები (ტელესერიალი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: tt:«Дуслар» сериалы
ბოტის დამატება: sl:Prijatelji
ხაზი 117: ხაზი 117:
[[simple:Friends]]
[[simple:Friends]]
[[sk:Priatelia (seriál)]]
[[sk:Priatelia (seriál)]]
[[sl:Prijatelji]]
[[sq:Friends]]
[[sq:Friends]]
[[sr:Пријатељи (роман)]]
[[sr:Пријатељи (роман)]]

20:01, 1 სექტემბერი 2010-ის ვერსია

მეგობრები (ტელესერიალი)
ფაილი:Friendstitlecard.png
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
წარმოება
ხანგრძლივობა 22 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი NBC
რესურსები ინტერნეტში
საიტი

მეგობრები (ინგლ. Friends) იყო ამერიკული სატელევიზიო კომედიური სერიალი (სიტკომი), რომელიც ნიუ-იორკში მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის შესახებ მოგვითხრობს. მისი შემქმნელები იყვნენ დევიდ კრეინი და მართა კაუფმანი. სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი „ემი“ მიიღო.

სერიალის (თავდაპირველად ერქვა „ჩვენნაირი მეგობრები“, ინგლ. „Friends Like Us“) ტრანსლირება დაიწყო ამერიკულ არხზე NBC (1994 წლის 22 სექტემბრიდან 2004 წლის 6 მაისამდე). ფინალურმა ეპიზოდმა მეოთხე ადგილი დაიკავა ტელესერიალთა უკანასკნელი ეპიზოდების რეიტინგში — პირდაპირ ეთერში იგი 52,5 მილიონმა ადამიანმა იხილა.

1994-2004 წლებში გადაიღეს სერიალის 10 სეზონი (საერთო ჯამში 236 ეპიზოდი). მისი ჩვენება დიდი წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში მისი ჩვენება 2007 წლიდან დაიწყო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, თუმცა „მეგობრების“ ქართველი გულშემატკივრები ძირითადად რუსული ტელეარხებიდან იცნობდნენ მას. რუსეთში იგი ტელეარხებმა РТР, СТС და Ren-TV-მ აჩვენეს.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სერიალი ამ ექვსი მეგობრის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს: გათამამებული ”მამიკოს გოგო” რეიჩელ გრინი (ჯენიფერ ენისტონი), სისუფთავის მოყვარული მზარეული მონიკა გელერი (კორტნი კოქსი), მახვილი ენისა და გონებამახვილი ხუმრობების ავტორი, ოფის-მენეჯერი ჩენდლერ ბინგი (მეთიუ პერი), სექსზე შეყვარებული, მარტივი აზროვნების მქონე, უნიჭო მსახიობი ჯო ტრიბიანი (მეტ ლებლანი), ცოლს გაშორებული პალეონტოლოგი როს გელერი (დევიდ შვიმერი) და მოჰიპო მასაჟისტი, მომღერალი ფიბი ბუფე (ლიზა კუდროუ).

სერიალის დასაწყისში რეიჩელი გამორბის საკუთარი ქორწილიდან და საცხოვრებლად გადადის სკოლის მეგობარ მონიკასთან. მათი ბინა ჩენდლერისა და ჯოს ბინის პირდაპირ მდებარეობს. ეს ოთხეული კი მეგობრობს მონიკას ძმა როსთან (რომელიც ცოტა ხნის წინ გაშორდა მეუღლეს, რომელიც, თავის მხრივ, ლესბოსელი აღმოჩნდა). სერიალის ძირითადი სიუჟეტი ვითარდება მონიკას, ჩენდლერისა და ჯოს ბინებში, ასევე ყავახანაში ”Central Perk” (”ცენტრალური ყავახანა”).

საქმროს მიტოვების შემდეგ, რეიჩელი გადაწყვეტს დამოუკიდებლად იცხოვროს და უარი თქვას მამის ფულზე. იგი ყავახანაში მიმტანად იწყებს მუშაობას, საბოლოოდ კი მშვენიერ კარიერას შეიქმნის მოდის სამყაროში - გაივლის გრძელ გზას ”ბლუმინგეილის” გამყიდვლიდან ”რალფ ლოურენის” შესყიდვების მენეჯერის თანამდებობამდე. მონიკა პირველი სეზონების მანძილზე თანდათანობით აღწევს პრესტიჟული რესტორნის შეფ-მზარეულის თანამდებობას, ხოლო ჩენდლერი - უბრალო კლერკობიდან სარეკლამო ბიზნესში მოხვდება. ჯო ცვალებადი წარმატებით იღებს მონაწილეობას სხვადასხვა რეკლამებში, სპექტაკლებსა და სატელევიზიო სერიალებში, მისი კარიერის მწვერვალად მთავარი როლი რჩება პოპულარულ სერიალში ”ჩვენი ცხოვრების დღეები”. პალეონტოლოგი როსი თავდაპირველად მუზეუმში მუშაობს რიგით თანამშრომლად; მოგვიანებით კი უნივერსიტეტში იწყებს ლექციების კითხვას. ფიბი ფულს შოულობს როგორც მასაჟისტობით, ასევე საკუთარი დაწერილი უცნაური სიმღერების შესრულებითაც გიტარის აკომპანიმენტის ქვეშ.

სერიალის ძირითად სასიყვარულო ხაზს წარმოადგენს როსისა და რეიჩელის (მოგვიანებით კი - ჩენდლერისა და მონიკის) ურთიერთობა. როსს რეიჩელი სკოლის პერიოდიდან უყვარს, თუმცა მაშინ მასს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მათი ურთიერთობა მოულოდნელად იცვლება ვნებიანი სიყვარულიდან ერთმანეთის სიძულვილამდე, შემთხვევით აჩენენ ქალიშვილს (ემა) და მხოლოდ სერიალის დასასრულისკენ გადაწყვეტენ, რომ აღარასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. ცხოვრების თანამგზავრების ძიებაში სხვა მეგობრებიც არიან (სერიალის ფინალისკენ ჩენდლერი და მონიკა ქორწინდებიან, ასევე ფიბიც თხოვდება).

სერიალის მთავარი მუსიკალური თემაა ჯგუფ The Rembrandts-ის სიმღერა ”I'll be there for you” (”მე შენთან მოვალ”). სერიალის გამოსვლის შემდეგ იგი ჰიტად იქცა, მისი განახლებული ვარიანტი კი სინგლად გამოიცა. კომპოზიციაზე გადაიღეს კლიპი სერიალის გმირების მონაწილეობით, ხოლო თავად სიმღერამ კი 17-ე ადგილს მიაღწია ჩარტში Billboard Hot 100.

გმირები და მსახიობები

მთავარი გმირები

მეგობრები, მარცხნიდან მარჯვნივ: ზევით - ჯო, მონიკა, ჩენდლერი; ქვევით - როსი, ფიბი, რეიჩელი

რეიჩელ გრინი (ჯენიფერ ენისტონი) - სრული სახელი რეიჩელ კერენ გრინი

რეიჩელი - პოპულარული გოგონა, რომელიც მდიდარ ოჯახში გაიზარდა და რეალური ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი წარმოდგენა ჰქონდა. მას ჰყავს ორი და - ემი და ჯილი. სერიალის პირველ ეპიზოდში რეიჩელი გამორბის საკუთარი ქორწილიდან და თავს სკოლის მეგობარ მონიკა გელერს შეაფარებს. ასეთი ფორმით მას დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება სურს. მოგვიანებით იგი მოდის სამყაროში იკეთებს კარიერას. რეიჩელს ბევრი პარტნიორი ყავდა, მაგრამ ყველა სეზონის მანძილზე სიუჟეტური ხაზი მას როსთან აკავშირებს. მერვე სეზონში რეიჩელი მისგან აჩენს ქალიშვილს - ემას.

მონიკა გელერი (კორტნი კოქს-არკეტი) - სრული სახელი მონიკა იუსტას გელერ-ბინგი

მონიკა როს გელერის უმცროსი დაა. ბავშვობაში მას ჭარბი წონა აწუხებდა, რის გამოც ბევრ საკითხში კომპლექსდებოდა. თუმცა სერიალის მოქმედების პერიოდისთვის იგი უკვე გამხდარია. მონიკა მზარეულად მუშაობს. იგი ჩაციკლულია წესრიგსა და სისუფთავეზე, რაც ხშირად გამხდარა მეგობრებთან მისი კამათის მიზეზი. მონიკას ბევრი შეყვარებული ყავდა, თუმცა სერიოზული ურთიერთობები მას მხოლოდ მშობლების მეგობარ რიჩარდთან და ჩენდლერთან ჰქონდა, რომელსაც მეშვიდე სეზონში ცოლადაც გაყვა.

ფიბი ბუფე (ლიზა კუდროუ) - სრული სახელი ფიბი ბუფე-ჰენიგანი

ფიბის საკმაოდ უცნაური წარსული აქვს, რომელსაც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თანდათანობით ეფინება ნათელი. მისმა დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მამინაცვალმა კი ციხეში ამოყო თავი. დიდი ხნის მანძილზე ფიბი ქუჩაში ცხოვრობდა. მას ყავს ტყუპისცალი და, ურსულა, თუმცა ისინი თითქმის არ ურთიერთობენ. ფიბი მუშაობს მასაჟისტად და გიტარაზე საკუთარ სიმღერებს ასრულებს. სერიალის ბოლო სეზონებში ფიბი გაიცნობს მაიკს, რომელსაც მიყვება ცოლად მეათე სეზონში.

ჯო ტრიბიანი (მეტ ლებლანი) - სრული სახელი ჯოზეფ ფრანსის ტრიბიანი უმცროსი

ჯო (ჯოუი) იტალიურ/ამერიკულ ოჯახში დაიბადა, რომელშიც მის გარდა კიდევ 7 და შედის. სერიალში ჯო სტერეოტიპული მსახიობის სახითაა წარმოდგენილი. იგი არის ღარიბი, ნაკლებად განათლებული, გულუბყვილო და სამუშაოს მუდმივ ძიებაში. ამავე დროს, იგი საოცრად მიმზიდველია და ქალებში პოპულარულობით სარგებლობს. თითქმის მთელი სერიალის მანძილზე ჯოს მუდმივი სამსახური არ გააჩნია - იგი მონაწილეობს რეკლამებში, სერიალებში, ფილმებში, მაგრამ ვერანაირად ახერხებს მეტნაკლებად სერიოზული როლის მიღებას. საბოლოოდ იგი პოპულარული სერიალის ”ჩვენი ცხოვრების დღეების” მსახიობი ხდება.

ჩენდლერ ბინგი (მეთიუ პერი) - სრული სახელი ჩენდლერ მიურიელ ბინგი

ჩენდლერი დაიბადა ეროტიკული რომანების მწერალ ნორა ტაილერ ბინგისა და ჰომოსექსუალი ტრანსვესტიტის, ლას-ვეგასის ვარსკვლავის ჩარლზ ბინგის ოჯახში. ჩენდლერს უამრავი კომპლექსი აქვს, რომელთაგან თავის დაღწევასაც იგი ხშირი ხუმრობებით ცდილობს. ჩენდლერის სამსახური მონაცემების ანალიზი და რეკონფიგურაციაა. ამ სფეროში იგი საკმაოდ წარმატებულ კარიერას იკეთებს. თუმცა სერიალის ბოლოში იგი ტოვებს სამსახურს და სარეკლამო ბიზნესში იწყებს მოღვაწეობას. ჩენდლერს სიყვარულში ნაკლებად უმართლებს; ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი, მეტნაკლებად სერიოზული რომანი ჰქონდა: ჯენისთან და მონიკასთან, რომელიც, მეშვიდე სეზონში, ცოლად მოიყვანა.

როს გელერი (დევიდ შვიმერი) - სრული სახელი როს იუსტას გელერი

როსი მონიკას უფროსი ძმა და მშობლების საყვარელი შვილია. იგი საკმაოდ პატივსაცემი პალეონტოლოგი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია, რომელიც თავიდან მუზეუმში, ხოლო მოგვიანებით - უნივერსიტეტში, პედაგოგად მუშაობს. მიუხედავად ამისა, იგი სამჯერ დაქორწინდა და ამდენივეჯერ გაშორდა თავის მეუღლეებს. ჯერკიდევ სკოლის პერიოდიდან იგი რეიჩელზეა შეყვარებული. სწორედ მათი ურთიერთობაა სერიალის მთავარი სიუჟეტური ღერძი. როსს ორი შვილი ყავს - ბენი (პირველი ქორწინებიდან) და ემა (რეიჩელისგან).

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA