მარტვილის ჭედური ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მარტვილის ჭედური ჯვარი''', XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ...
 
{{უკატეგორიო}}
ხაზი 1: ხაზი 1:
{{უკატეგორიო}}
'''მარტვილის ჭედური ჯვარი''', XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი. საწინამძღვრო ჯვარი მოჭედილია [[ივანე დიაკონი]]ს მიერ. ოსტატის სახელი იკითხება ჯვრის უკანა მხარის არშიაზე შესრულებულ [[ასომთავრული|ასომთავრულ]] წარწერაში. [[ოქრო|მოოქრული]] [[ვერცხლი]]ს ჯვარი (55×36 სმ) ძირითადად კარგადაა შენახული, დაცულია [[საქართველოს ხელოვნების მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების მუზეუმში]].

19:49, 22 აგვისტო 2010-ის ვერსია

მარტვილის ჭედური ჯვარი, XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი. საწინამძღვრო ჯვარი მოჭედილია ივანე დიაკონის მიერ. ოსტატის სახელი იკითხება ჯვრის უკანა მხარის არშიაზე შესრულებულ ასომთავრულ წარწერაში. მოოქრული ვერცხლის ჯვარი (55×36 სმ) ძირითადად კარგადაა შენახული, დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ჯვარზე გამოსახულია „ჯვარცმა“, მის მარჯვნივ და მარცხნივ ფეხზე მდგარი მარიამი და იოანე, ზემო მკლავზე — ქრისტე ყოვლისმპყრობელი. ქვემო მკლავზე — წმინდანი. აგრეთვე ბასილი დიდი და გრიგოლი (ორივე წელზევით). ჯვრის არე ორნამენტითაა დაფარული, ჯვრის ზურგი კი ვირტუოზულად შესრულებული, რელიეფეური მცენარეული ორნამენტებით.

მარტვილის ჭედური ჯვარი ქართული ოქრომქანდაკებლობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურის თვალსაჩინო ძეგლია. ოსტატს განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია ფიგურათა სკულპტურულობისათვის. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა ძლიერადაა მოდელირებული, პროპორციები სწორია, შესრულების ხასიათი მონუმენტური. ფიგურები მშვიდია, ყოველგვარ ექსპრესიას მოკლებული.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 458, თბ., 1983