დელფო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: დელფო. საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი ფოკიდაში. პარნასის მთ...
(განსხვავება არ არის)

12:19, 8 აგვისტო 2010-ის ვერსია

დელფო. საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი ფოკიდაში. პარნასის მთის ძირას მდებარეობდა სახელგანთქმული დელფოს სამისნო და აპოლონის ტაძარი. გზაჯვარედინზე მდებარეობამ და მორწმუნეთა განუწყვეტელმა ნაკადმა განაპირობა დელფოს უდიდეს ,სამრეწველო -სავაჭრო და კულტურულ ცენტრად გადაქცევა.უძველესი ტაძრი აქ აუშენებიათ ჩვენს ერამდე მეცხრე საუკუნეში. ერთ-ერთი მითის მიხედვით ეს ადგილი თვითონ ამოირჩია აპოლონმა და მისი სურვილის თნახმად ტაძრი ააგეს ლეგენდარულმა ხუროთმოძღვრებმა: ტროფინიოსმა და აგამედემ. სულ მალე დელფოში აუარება სიმდიდრე დაგროვდა. ტაძრის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა კოლონიზაციის პერიოდში. ბერძენთ არც ერთ კოლონიას არ შეეძლო საბერძნეთიდან წასვლა დელფოს სამისნოს რჩევისა და ამასთან დაკავშირებით უდიდესი შესაწირავის გარეშე.მოგვიანებით დელფოს სამისნოს გავლენა საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა. ჩვენს ერამდე VI საუკუნეში დელფოს სამისნო დაიწვა და მაშინვე მის მაგივრად ააშნეს ძველზე გაცილებით უკეთესი. ამის შემდეგ არაერთგზის დაინგრა დელფოს სამისნო თავდამსხმელებისაგან, ბოლოს კი, დაახლოებით 390 წელს ჩვ. წელთaღრიცხვით, სამუდამოდ გაანადგურა იმპერატორმა თოდოსიუს პირველმა.