ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32: ხაზი 32:


ჩეიზი ბევრს მოგზაურობდა, ძირითადად [[შვეიცარია]]ში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა [[1985]] წელს.
ჩეიზი ბევრს მოგზაურობდა, ძირითადად [[შვეიცარია]]ში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა [[1985]] წელს.

==ლიტერატურა==
*''მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 1, თბილისი, 2010.''


[[კატეგორია:ბრიტანელები]]
[[კატეგორია:ბრიტანელები]]

11:28, 2 აგვისტო 2010-ის ვერსია

ჯეიმს ჰედლი ჩეიზი
ინგლ. James Hadley Chase
დაბადების თარიღი 1906
დაბადების ადგილი დიდი ბრიტანეთი, ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 1985
გარდაცვალების ადგილი შვეიცარია
დასაფლავებულია ვევე
ფსევდონიმი ჯეიმს ჰედლი ჩეიზი
საქმიანობა მწერალი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ჟანრი დედექტიური

ჯეიმს ჰედლი ჩეიზი - (დ. ლონდონი, 1906 წელი - გ. შვეიცარია, 1985 წელი.) „ლიტერატურის ოსტატად“ აღიარებული. ჯეიმსი ლონდონში, გადამდგარი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია რენე ბარბაზონ რაიმონდი. მომავალი მწერალი როჩესტერის სამეფო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ 18 წლისამ სწავლაც მიატოვა და მშობლიური სახლიც.

სანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტიური მწერალი გახდებოდა, ჩეიზმა უამრავი სამუშაო გამოიცვალა, მუშაობდა წიგნების გამავრცელებელ აგენტად, წიგნების გამყიდველად და ამასობაში გადაწყვიტა, თვითონაც დაეწერა რაიმე. თავდაპირველად წერა იუმორისტული მოთხრობებით დაიწყო. მისი პირველი რომანი „არავითარი ორქიდეები მის ბლენდიშისთვის“ 1939 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი კარიერა. ჯეიმს ჰედლი ჩეიზი 80-მდე ნაწარმოების ავტორია.

ჩეიზის დეტექტივებში მოქმედება ძირითადად აშშ-ში ვითარდება, თუმცა მწერალი ამ ქვეყანაში მხოლოდ ორჯელ იყო ნამყოფი - მაიამისა და ნიუ-ორლეანში - ისიც მცირე ხნით. რეალური სურათის შესაქმნელად მწერალი ინფორმაციას ენციკლოპედიებიდან, რუკებიდან და სლენგების ლექსიკონებიდან იღებდა.

ჩეიზი ბევრს მოგზაურობდა, ძირითადად შვეიცარიაში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა 1985 წელს.

ლიტერატურა

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 1, თბილისი, 2010.