ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
|რეგიონის რუკის ზომა = |
|რეგიონის რუკის ზომა = |
||
|რეგიონის რუკა= |
|რეგიონის რუკა= |
||
|რაიონის რუკის ზომა = |
|რაიონის რუკის ზომა = 200 |
||
|რეგიონის ტიპი = მხარე |
|რეგიონის ტიპი = მხარე |
||
|რეგიონი = შიდა ქართლის მხარე |
|რეგიონი = შიდა ქართლის მხარე |
16:13, 31 ივლისი 2010-ის ვერსია
ალი — სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჭერათხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 25 კმ. არის საკრებულოს ცენტრი. სოფელში არის ბიბლიოთეკა , კინოთეატრი (ამჟამად უმოქმედო), წყარო, სტადიონი, საჭიდაო მოედანი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 474 კომლი, სულ 1375 ადამიანი. სოფელში დგას: დედაღვთისა, კვირაცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია და ჯანიაურების ეკლესია.
ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII ს.). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII ს. კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა.