იამაგუტის პრეფექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: cy:Yamaguchi (talaith) |
მ იამაგუტი (პრეფექტურა) გადატანილია იამაგუტის პრეფექტურა-ზე |
(განსხვავება არ არის)
|
17:33, 27 ივლისი 2010-ის ვერსია
იამაგუტი, (იაპ. 山口県), პრეფექტურა იაპონიაში, კ. ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 6.110,94 კმ2, მოსახლეობა 1.492.575 კაცი (2005). ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. იამაგუტი. ზედაპირი ბორცვიანი და დაბალმთიანია, სიმაღლე 989 მ-მდე. ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში, ვაკეებია. იამაგუტი აგრარულ-ინდუსტრიული რაიონია. მთავარი კულტურაა ბრინჯი. მოჰყავთ აგრეთვე ქერი, პარკოსანი და სხვა კულტურები. განვითარებულია მესანქონლეობა, თევზმჭერა (ქ. სიმონოსიკი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი თევსაჭერი ნავსადგურია). ქიმიური, მეტალურგიული, მანქანათსაშენი, კვების, მინა-კერამიკული მრეწველობა. მთავარი სამრეწველო ცენტრებია სიმონესეკი, უბე, ივაკუნი და სხვა.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 46, თბ., 1980