ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორია
ხაზი 9: ხაზი 9:
[[კატეგორია:ბრიტანელები]]
[[კატეგორია:ბრიტანელები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი მწერლები]]
[[კატეგორია:ბრიტანელი მწერლები]]

[[კატეგორია:ბრიტანელი საზოგადო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1906]]
[[კატეგორია:დაბადებული 1906]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1985]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1985]]

20:55, 23 ივლისი 2010-ის ვერსია

ჯეიმს ჰედლი ჩეიზი - (დ. ლონდონი, 1906 წელი - გ. შვეიცარია, 1985 წელი.) „ლიტერატურის ოსტატად“ აღიარებული. ჯეიმსი ლონდონში, გადამდგარი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია რენე ბარბაზონ რაიმონდი. მომავალი მწერალი როჩესტერის სამეფო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ 18 წლისამ სწავლაც მიატოვა და მშობლიური სახლიც.

სანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტიური მწერალი გახდებოდა, ჩეიზმა უამრავი სამუშაო გამოიცვალა, მუშაობდა წიგნების გამავრცელებელ აგენტად, წიგნების გამყიდველად და ამასობაში გადაწყვიტა, თვითონაც დაეწერა რაიმე. თავდაპირველად წერა იუმორისტული მოთხრობებით დაიწყო. მისი პირველი რომანი „არავითარი ორქიდეები მის ბლენდიშისთვის“ 1939 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი კარიერა. ჯეიმს ჰედლი ჩეიზი 80-მდე ნაწარმოების ავტორია.

ჩეიზის დეტექტივებში მოქმედება ძირითადად აშშ-ში ვითარდება, თუმცა მწერალი ამ ქვეყანაში მხოლოდ ორჯელ იყო ნამყოფი - მაიამისა და ნიუ-ორლეანში - ისიც მცირე ხნით. რეალური სურათის შესაქმნელად მწერალი ინფორმაციას ენციკლოპედიებიდან, რუკებიდან და სლენგების ლექსიკონებიდან იღებდა.

ჩეიზი ბევრს მოგზაურობდა, ძირითადად შვეიცარიაში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა 1985 წელს.