ეფრემ II (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
{{დაიწყე ყუთი}} |
{{დაიწყე ყუთი}} |
||
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[მელქისედეკ III]] | ტიტული=[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები|საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი]] | წლები=[[1960]]-[[1972]]| შემდეგი = [[დავით |
{{მემკვიდრეობის ყუთი| წინამორბედი= [[მელქისედეკ III]] | ტიტული=[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები|საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი]] | წლები=[[1960]]-[[1972]]| შემდეგი = [[დავით VI, კათოლიკოსი|დავით VI]]}} |
||
{{დაასრულე ყუთი}} |
{{დაასრულე ყუთი}} |
||
20:12, 21 ივლისი 2010-ის ვერსია
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ეფრემ II (ერისკაცობაში გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძე) (* 19 ოქტომბერი, 1896 ― † 7 აპრილი, 1972), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1960-1972 წლებში. 1918 დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1925 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება. 1922 აღიკვეცა ბერად. 1927-იდან იყო ნიკორწმინდის ეპისკოპოსი. 1944-იდან ეკავა ქუთაის-გაენათის კათედრა. 1946-იდან მიტროპოლიტი. 1952-იდან განაგებდა ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიებს. 1960-იდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს წევრი. მინიჭებული ჰქონდა ღვთისმეტყველების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ეკუთვნის ნაშრომები ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის დარგში. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
ლიტერატურა
- საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
წინამორბედი: მელქისედეკ III |
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972 |
შემდეგი: დავით VI |