შინაარსზე გადასვლა

მაკვისი: განსხვავება გადახედვებს შორის

+ბმულები
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(ბოტის დამატება: sh:Makija)
(+ბმულები)
'''მაკვისი''', ''მაკია'' ([[ფრანგ.]] maquis, კორსიკული macchia), ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეულობა, რომელიც შედგება სუბტროპიკული მარადმწვანე ქსეროფილური ბუჩქებისა და დაბალი ხეებისაგან. ზღვისპირა ზოლის სამხრეთ რაიონებში. მაკვისი გავრცელებულია ზღვის დონიდან 800 მ-მდე, ჩრდილოეთ რაიონებში კი 400 მ-მდე, ჭარბობს ხეშეშფოთლოვანი ან ფოთლებრედუცირებული, ხშირად ეკლიანი მცენარეები ([[ხემარწყვა]], [[დანამასტაკი]], ძახველი, წყავმაზა, ესპანური კურდღლისცოცხა, საკმელა, ხისებრი მანანა, წითელნაყოფა ღვია, ეთერზეთოვანი ლავანდი, [[როზმარინი]] და სხვა); აღმოსავლეთისკენ მაკვისში შერეულია ფოთოლმცვივანი მცენარეები: ტერებინთო, მაკედ. [[მუხა]] და სხვა. მაკვისი მეტწილად ვითარდება მარადმწვანე მუხნარებისა და სხვა ტყეების გაჩეხვის შედეგად. ამიტომ მასში შერეულია ხოლმე ამ ტყეების შემქმნელი ქვამუხა, კორპის მუხა, ზეთის ხე და სხვა. მაკვისში ხშირია ლიანები- ეკალღიჭი, [[სატაცური]] და სხვა, აგრეთვე ბოლქვიანი და ერთწლოვანი ბალახები. მაკვისის ფრაგმენტები დასავლეთ საქართველოშიც[[საქართველო]]შიც არის ალაგ-ალაგ მთისწინეთზე. ასეთია, მაგ., საკმელას[[საკმელა]]ს მაკვისი, ხემარწყვას მაკვისი, ხისებრი მანანა კი იარუსის სახით, ზოგან შეფარებულია მუხნარებში. მაკვისის ფრაგმენტები სამხრეთ ყირიმშიც არის. მაკვისის ანალოგებია ჩაპარალი (ცენტრალურ ამერიკაში), ესპინალი და მატორალი (ჩილეში), [[სკრაბი]] (ცენტრალურ ავსტრალიაში), [[ფინბოში]] (სამხრეთ-დასავლეთ ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში).
 
==ლიტერატურა==
158 161

რედაქტირება