ნინოს ცხოვრების რედაქციები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''„ნინოს ცხოვრების“''' რედაქციები, ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, რომრლშიც მოთხრობილია ქართლში [[წმინდა ნინო|ნინო განმანათლებლის]] მიერ [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელების ამბავი. ჩვენამდე მოღწეულია 5 რედაქცია. ყველაზე ადრინდელია შატბერდულ-ჭელიშური (IX ს.), რომელშიც ამბავი არათანამიმდევრულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად არის გადმოცემული. ცალკეული თავების ავტორებად გამოცხადებული არიან თვით ნინო, რომლიც ნაამბობი თითქოს სალომე უჟარმელს ჩაუწერია, აბიათარ მღვდლის ასული სიდონია, აბიათარ მღვდელი, იაკობ მღვდელი და მირიან მეფე. ზედწარწერების მიხედვით თხზულება თითქოსდა IV საუკუნის I ნახევარში დაუწერიათ (ნაწილი ნინოს სიცოცხლეში, [[337]] წლამდე, ნაწილიც — მისი გარდაცვალების შემდეგ), მაგრამ ტექსტზე დაკვირვება აშკარად მეტყველებს შატბერდულ-ჭელიშური რედაქციის გვიანდელობას. სავარაუდოა, რომ IV საუკუნეში ქართულ ენაზე მართლაც არსებობდა ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელშიც ჩართული იქნებოდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა. IV-V საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსებიც ([[გელასი კესარიელი]], [[რუფინუსი]], [[თეოდორიტე კვირელი]], [[სოკრატე სქოლასტიკოსი]] და [[ერმია სოზომენე]]) მოგვითხრობენ ქართლში ვინმე ტყვე ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე. შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია ძველი წყაროების ლიტერატურული გადამუშავება უნდა იყოს. ავტორი ამჟღავნებს თავისი ეპოქის შესაბამის მკვეთრ ეროვნულ-პოლიტიკურ ტენდეციას.

II რედაქცია ეკუთვნის [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველს]], რომლის ისტორიულ ნაშრომში „ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ მირიან მეფის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ნინო განმანათლებლის ამბავიც არის გადმოცემული. ლეონტი მროველის რედაქცია შატბერდულ-ჭელიშურის თავისებური გადაკეთებაა. ორივე რედაქციის ნაკლი (ქრონოლოგიური თანამიმდევრობის, მწყობრი კომპოზიციის უქონლობა) გაითვალისწინა ახალი მეტაფრასული რედაქციის XII საუკუნის დასაწყისში ავტორმა, როგორც ვარაუდობენ, [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელმა]]. მან დიდი პატრიოტული შემართებით შექმნა ისტორიულ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საინტერესო და ზოგჯერ უნიკალურ ცნობებს ქართლის მოქცევასა და განმანათლებელთა ვინაობაზე.
II რედაქცია ეკუთვნის [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველს]], რომლის ისტორიულ ნაშრომში „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ მირიან მეფის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ნინო განმანათლებლის ამბავიც არის გადმოცემული. ლეონტი მროველის რედაქცია შატბერდულ-ჭელიშურის თავისებური გადაკეთებაა. ორივე რედაქციის ნაკლი (ქრონოლოგიური თანამიმდევრობის, მწყობრი კომპოზიციის უქონლობა) გაითვალისწინა ახალი მეტაფრასული რედაქციის XII საუკუნის დასაწყისში ავტორმა, როგორც ვარაუდობენ, [[არსენ იყალთოელი|არსენ იყალთოელმა]]. მან დიდი პატრიოტული შემართებით შექმნა ისტორიულ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საინტერესო და ზოგჯერ უნიკალურ ცნობებს ქართლის მოქცევასა და განმანათლებელთა ვინაობაზე.

IV რედაქცია არსენ იყალთოელის თხზულების შემოკლებული და გამარტივებული (პერიფრაზირებული) ვარიანტია, ეკუთვნის დაახლოებით XIII საუკუნის უცნობ რედაქტორ-გადამწერს.
IV რედაქცია არსენ იყალთოელის თხზულების შემოკლებული და გამარტივებული (პერიფრაზირებული) ვარიანტია, ეკუთვნის დაახლოებით XIII საუკუნის უცნობ რედაქტორ-გადამწერს.

17:19, 19 ივნისი 2010-ის ვერსია

„ნინოს ცხოვრების“ რედაქციები, ძველი ქართული მწერლობის ძეგლი, რომრლშიც მოთხრობილია ქართლში ნინო განმანათლებლის მიერ ქრისტიანობის გავრცელების ამბავი. ჩვენამდე მოღწეულია 5 რედაქცია. ყველაზე ადრინდელია შატბერდულ-ჭელიშური (IX ს.), რომელშიც ამბავი არათანამიმდევრულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად არის გადმოცემული. ცალკეული თავების ავტორებად გამოცხადებული არიან თვით ნინო, რომლიც ნაამბობი თითქოს სალომე უჟარმელს ჩაუწერია, აბიათარ მღვდლის ასული სიდონია, აბიათარ მღვდელი, იაკობ მღვდელი და მირიან მეფე. ზედწარწერების მიხედვით თხზულება თითქოსდა IV საუკუნის I ნახევარში დაუწერიათ (ნაწილი ნინოს სიცოცხლეში, 337 წლამდე, ნაწილიც — მისი გარდაცვალების შემდეგ), მაგრამ ტექსტზე დაკვირვება აშკარად მეტყველებს შატბერდულ-ჭელიშური რედაქციის გვიანდელობას. სავარაუდოა, რომ IV საუკუნეში ქართულ ენაზე მართლაც არსებობდა ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელშიც ჩართული იქნებოდა ნინოს მისიონერული მოღვაწეობა. IV-V საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსებიც (გელასი კესარიელი, რუფინუსი, თეოდორიტე კვირელი, სოკრატე სქოლასტიკოსი და ერმია სოზომენე) მოგვითხრობენ ქართლში ვინმე ტყვე ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე. შატბერდულ-ჭელიშური რედაქცია ძველი წყაროების ლიტერატურული გადამუშავება უნდა იყოს. ავტორი ამჟღავნებს თავისი ეპოქის შესაბამის მკვეთრ ეროვნულ-პოლიტიკურ ტენდეციას.

II რედაქცია ეკუთვნის ლეონტი მროველს, რომლის ისტორიულ ნაშრომში „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“ მირიან მეფის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ნინო განმანათლებლის ამბავიც არის გადმოცემული. ლეონტი მროველის რედაქცია შატბერდულ-ჭელიშურის თავისებური გადაკეთებაა. ორივე რედაქციის ნაკლი (ქრონოლოგიური თანამიმდევრობის, მწყობრი კომპოზიციის უქონლობა) გაითვალისწინა ახალი მეტაფრასული რედაქციის XII საუკუნის დასაწყისში ავტორმა, როგორც ვარაუდობენ, არსენ იყალთოელმა. მან დიდი პატრიოტული შემართებით შექმნა ისტორიულ-ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საინტერესო და ზოგჯერ უნიკალურ ცნობებს ქართლის მოქცევასა და განმანათლებელთა ვინაობაზე.

IV რედაქცია არსენ იყალთოელის თხზულების შემოკლებული და გამარტივებული (პერიფრაზირებული) ვარიანტია, ეკუთვნის დაახლოებით XIII საუკუნის უცნობ რედაქტორ-გადამწერს.

ნიკოლოზ გულაბერიძის ორიგინალური თხზულებაც „საკითხავი სუეტისა-ცხოველისა“ „ნინოს ცხოვრების“ ერთ-ერთ რედაქციად ითვლება, რადგან მასშიც აღწერილია ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობა. აქ პირველად არის განხილული საკითხი, თუ რატომ მოავლინა ღმერთმა „ღვთისმშობლის წილხვდომილ“ საქართველოში ქალი განმანათლებელი. კორნელი კეკელიძის ვარაუდით, ავტორმა თამარის ტახტისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად დაწერა ეს თხზულება.

ქართულ მწერლობაში ძეგლის 5 რედაქციის არსებობა მოწმობს, რომ ქართველებს ძველთაგანვე აინტერესებდათ ქართლის მოქცევის ისტორია. ეს ინტერესი განსაკუთრებით გაცხოველდა X-XII საუკუნეებში, როდესაც ქართველმა მოღვაწეებმა ხელი მოჰკიდეს ჩვენი ისტორიული წარსულის შესწავლას და იმის გამორკვევას, თუ რა ადგილი ეჭირა ქართველ ხალხს მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიაში.

ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ე., ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა..., ტფ., 1891;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ლოლაშვილი ი., მეტაფრასული „ნინოს ცხოვრების“ ავტორის ვინაობისათვის, «მაცნე. ენისა და ლიტერატურის სერია», 1974, № 4;
  • ცხადაძე ქ., უცნობი ავტორის „ნინოს ცხოვრება“, კრ.: კორნელი კეკელიძე., თბ., 1959;
  • ჯავახიშვილი ივ., ანდრია მოციქულისა და წმ. ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, «მოამბე», 1900, № 5-6;
  • ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 7, გვ. 439, თბ., 1984