მოციქულთასწორი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მოციქულთასწორი''' (ბერძნული: Ισαπόστολος; ლათინური: aequalis apostolis) – იმ [[წ...
(განსხვავება არ არის)

15:35, 18 ივნისი 2010-ის ვერსია

მოციქულთასწორი (ბერძნული: Ισαπόστολος; ლათინური: aequalis apostolis) – იმ წმინდანთა სახელწოდება, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სახარების ქადაგებისა და ქრისტიანობაზე ხალხების მოქცევის საქმეში.

მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთასწორს უწოდებს მარიამ მაგდალინელს, პირველმოწამე თეკლას, წმინდა ამბერკი იერაპოლელს, წმინდა მეფე კონსტანტინეს და დედამისს, დედოფალ ელენეს, ქართველთა განმანათლებელ წმინდა ნინოს, სლავთა განმანათლებლებს კირილე და მეთოდეს, რუსეთის მთავარ ვლადიმირს და მის ბებიას, ოლღას, წმინდა ნიკოლოზს, იაპონიის არქიეპისკოპოსს.