აკაკი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: it:Akaki Tsereteli
Robot: Cosmetic changes
ხაზი 25: ხაზი 25:
}}
}}

'''აკაკი როსტომის ძე წერეთელი''' (დ. [[21 ივნისი]], [[1840]], სოფ. [[სხვიტორი]], ახლანდელი [[საჩხერე|საჩხერის რაიონი]] ― გ. [[8 თებერვალი]], [[1915]], იქვე), დიდი [[ქართველები|ქართველი]] პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო [[იმერეთი|იმერეთის]] შეძლებული თავადის '''როსტომ წერეთლის''' ოჯახში. დედა ― '''ეკატერინე აბაშიძე''' ― [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფის [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. [[სავანე]]ში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

ხაზი 32: ხაზი 32:
=== განათლება ===
=== განათლება ===

აკაკი წერეთელი [[1852]]-იდან [[ქუთაისი|ქუთაისის]] კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, [[1859]]-იდან კი [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგის]] უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც [[1863]] წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

=== სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ===
=== სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ===
ხაზი 67: ხაზი 67:
* [http://lit.400.ge/board/1-1-0-62 აკაკის შემოქმედება 400.ge-ზე.]
* [http://lit.400.ge/board/1-1-0-62 აკაკის შემოქმედება 400.ge-ზე.]
* [http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=4 აკაკი წერეთლის შემოქმედება]
* [http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=4 აკაკი წერეთლის შემოქმედება]
* [http://lib.ge/each_author.php?28 აკაკი წერეთელი lib.ge-ზე]
* [http://lib.ge/each_author.php?28 აკაკი წერეთელი lib.ge-ზე]
* [http://lib.ge/body_text.php?5435 ესეისტიკა აკაკის შესახებ]
* [http://lib.ge/body_text.php?5435 ესეისტიკა აკაკის შესახებ]
* [http://burusi.wordpress.com/literature/akaki-tsereteli/ აკაკი წერეთლის ცხოვრება, შემოქმედება]
* [http://burusi.wordpress.com/literature/akaki-tsereteli/ აკაკი წერეთლის ცხოვრება, შემოქმედება]
* [http://lib.ge/body_text.php?5436]
* [http://lib.ge/body_text.php?5436]

10:48, 12 ივნისი 2010-ის ვერსია

აკაკი წერეთელი
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1840
დაბადების ადგილი სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 1915
გარდაცვალების ადგილი სოფ. სხვიტორი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პერიოდი 1859 - 1914
დებიუტი საიდუმლო ბარათო
Magnum opus განთიადი, გამზრდელი, თორნიკე ერისთავი
მეუღლე ნატალია ბაზილევსკაია
შვილ(ებ)ი ალექსი წერეთელი
გავლენა მოახდინეს
გავლენა მოახდინა
ხელმოწერა

აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძეიმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

ბიოგრაფია

განათლება

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.

ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.

წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ინგოროყვა, პ.: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი : ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი - თბილისი : მერანი, 1983
  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართლი ლიტერატურის შესახებ, თბ., 1970;
  • ასათიანი გ., სათავეებთან, თბ., 1982;
  • ასათიანი ლ., ცხოვრება აკაკი წერეთლისა, გამოც., მე-2, თბ., 1965;
  • გაჩეჩილაძე ა., აკაკი წერეთელი, თბ., 1966;
  • ზანდუკელი მ., თხზულებანი, ტ. 2 - ახალი ქართული ლიტერატურა, თბ., 1972;
  • კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959;
  • მახარაძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, გამოც. მე-3, ტ. 1, თბ., 1972;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 4, თბ., 1974;
  • ხინთიბიძე ა., აკაკის ლექსი, თბ., 1972;
  • ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 1, 4, თბ., 1958, 1963
  • აბაშიძე გიორგი, ქსე, ტ. 11, გვ. 304, თბ., 1987

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: