ვანკუვერი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ar:جزيرة فانكوفر
ბოტის დამატება: hr:Vancouver (otok)
ხაზი 36: ხაზი 36:
[[gl:Illa de Vancouver]]
[[gl:Illa de Vancouver]]
[[he:ונקובר (אי)]]
[[he:ונקובר (אי)]]
[[hr:Vancouver (otok)]]
[[id:Pulau Vancouver]]
[[id:Pulau Vancouver]]
[[io:Insulo Vancouver]]
[[io:Insulo Vancouver]]

14:50, 31 მაისი 2010-ის ვერსია

კუნძული ვანკუვერი

ვანკუვერი - არის კანადის კუნძული, რომელიუც მდებარეობს ბრიტანეთის კოლუმბიის შემადგენლობაში. ვანკუვერი რამდენიმე კუნძულთან ერთად, აღმოჩენილია ჯორჯ ვანკუვერის მიერ. ამ ტერიტორიის დასაუფლებლად ბრძოლა მიმდინარეობდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შოირის, დიდმა ბრიტანეთმა შეძლო 1812-1814 წლებში მიმდინარე ომის შემდეგ ამ კუნძულის შენარჩუნება, მაგრამ მან დაკარგა ორიგონი.

კუნძული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 460 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 80 კმ-ზე. ვანკუვერის ფართობი შეადგენს 32,134 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში ორმოცდამესამე ხოლო კანადაში მეთერთმეტე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. რაც შეეხება მოსახლეობას, ეს კუნძული მხოლოდ მონრეალის კუნძულს ჩამორჩება. 2001 წლის აღწერით კუნძულ ვანკუვერზე სახლობს 656,312 ადამიანი, ხოლო 2008 წლის აღწერით 740,876 ადამიანი.[1] კუნძულის უდიდესი ქალაქებია: ნანაიმო, პორტ-ალბერნი,პარკსვილი და კოურტენი.

კუნძული ვანკუვერი მთიანი კუნძულია. აქ ვრცელდება კორდილიერების მთათა სისტემა, კუნძულის უმაღლესი მთაა გოლდენ-ჰეიდნი 2,198 მეტრ სიმაღლით. აქ აგრეთვე არის მცირე მდინარეები და ტბები. ეს კუნძული მცირე სრუტეების მეშვეობით უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კანადის კონტინეტურ ნაწილს. კუნძული ვანკუვერი მდიდარია მცენარეული და ცხოველური სამყაროთი.

ამ კუნძულის მთავარი შემოსავლის მომტანია ტურიზმი. ვანკუვერზე მდებარეობს ვიქტორიის საერთაშორის აეროპორტი, რომელიც მრავალ რეისს ასრულებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. აქ საკმაოდ განვითარებულია საზღვაო ტრანსპორტით მომსახურეობა, კუნძულზე მდებარეობს რკინიგზაც. კუნძულ ვანკუვერზე არსებული რკინიგზა დაარსდა 1883 წელს.

ინტერნეტ რესურსები

სქოლიო

  1. BC stats, quoted at. Invest British Columbia. ციტირების თარიღი: 2007-09-20.