ჟორჟ ბიზე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hy:Ժորժ Բիզե
ბოტის დამატება: gl:Georges Bizet
ხაზი 37: ხაზი 37:
[[fi:Georges Bizet]]
[[fi:Georges Bizet]]
[[fr:Georges Bizet]]
[[fr:Georges Bizet]]
[[gl:Georges Bizet]]
[[he:ז'ורז' ביזה]]
[[he:ז'ורז' ביזה]]
[[hr:Georges Bizet]]
[[hr:Georges Bizet]]

11:57, 31 მაისი 2010-ის ვერსია

ჟორჟ ბიზე

ალექსანდრე ცეზარ ლეოპოლდ ბიზე (ფრ. Alexandre-César-Léopold Bizet, ნათლობისას მიიღო სახელი ჟორჟ) (დ. 25 ოქტომბერი, 1838 – გ. 3 ივნისი, 1875) - ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი. განთქმული ოპერით კარმენი.


ბიოგრაფია

ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს პარიზში, მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზრ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე. ოთხი წლის ასაკში ჟ. ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის იყო პარიზის კონსერვატორისში რომ შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ.გუნუს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო. მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და მას საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა იტალიაში. რომში ყოფნის დროს ჟ.ბიზე ქმნის კომიკურ ოპერას ,,დონ პროკოპიო"-ს და სიმფონია კანტატას ,,ვასკო და გამა"-ს , სადაც გამოვლინდა კომპოზიტორის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ინტერესი ფერადოვან, ნათელ, ხალხურ სცენისადმი. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, მაგრამ კომპოზიტორის მთელი ხანმოკლე სიცოცხლე მძიმე და გამუდმებული შრომის მაგალითია. ბიზე იძულებულია გააორკესტროს სხვისი ნაწარმოებები, უკეთოს მას კორექტურა, წეროს მსუბუქი მუსიკა, ირბინოს კერძო გაკვეთილებზე. აი რას ვკითხულობთ მის ერთ-ერთ წერილში: - ,, ვმუშაობ როგორც ზანგი . . . . ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით თავგანწირვით, რათა შევასრულო ,,ჰამლეტის"(კომპოზიტორ ტომას ოპერა) კლავირი ოთხი ხელისათვის - ღმერთო რა სამუშაოა, ახლახანს დავამთავრე რომანსები ახალი გამოცემისათვის, ვშიშობ, რომ საშუალო ხარისხის გამომივიდა, მაგრამ საჭიროა ფული, ფული და სულ მუდამ ფული, დალახვროს ეშმაკმა" ან კიდევ სხვა წერილში: - ,,სამი ღამეა არ მიძინია, სული მიწუხს, ხვალ კი უნდა ვწერო მხიარული საცეკვაო მუსიკა". საკუთარი ნაწარმოების მიმართ ჟ.ბიზე მკაცრია. მან თეტრიდანაც კი წამოიღო დასრულებული და დადგმისთვის გამზადებული პარტიტურა ოპერა ,,ივანე მრისხანე". ჟ. ბიზე უეცრად გარდაიცვალა გულის დამბლით, პარიზის მახლობლად, 1875 წლის 3 ივნისს.