მანგროს ტყეები: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბოტის დამატება: eo:Mangrovo; cosmetic changes
(ბოტის დამატება: simple:Mangrove)
(ბოტის დამატება: eo:Mangrovo; cosmetic changes)
'''მანგოს ტყეები''' (<[[ინგლ.]] mangrove), ტანდაბალი (5-10 მ) მარადმწვანე [[ტყ]]ეები ტალღებისაგან დაცულ დამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ [[ზღვა|ზღვის]] მოქცევისას იფარება წყლით. მანგოს ტყეების ხეებს აქვს მეტად დამახასიათებელი, ძლიერ დატოტვილი ოჩოფეხა ფესვები (რითაც ჩამაგრებულია [[ლამი|ლამში]]) და ლამიდან ამოშვერილი საჰაერო ფესვები — პნევმატოფორები (რომელიც [[ჟანგბადი]]თ ამარაგებს მას). ნაყოფს ჰაერის შემცველი ქსოვილის წყალობით შეუძლია დიდხანს იტივტივოს წყალზე. სახეობრივი შემადგენლობით მანგოს ტყეები ღარიბია. უმეტესად შედგება Rhizophora-ს, Avicennia-ს, Aegiceras, Sonneratia-ს, Bruguiera-ს გვარის სახეობებისაგან. გვხვდება ეპიფიტები (უმეტესად [[ლუიზიანური ხავსი]]). მანგოს ტყეები თანდათანობით გადადის მატერიკულ ტენიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც უკვე იზრდება პალმები. მანგოს ტყეები ძირითადად გავრცელებულია აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მადაგასკარზე, სეიშელის და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე, გვხვდება აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის სანაპიროებზე, აგრეთვე ამერიკის [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] სანაპიროზე სამხრეთ [[კალიფორნია|კალიფორნიიდან]] ჩრდილოეთი განედის 4°-მდე.
 
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 6, გვ. 404-405, თბ., 1983
 
[[de:Mangrove (Ökosystem)]]
[[en:Mangrove]]
[[eo:Mangrovo]]
[[es:Manglar]]
[[et:Mangroov]]
77 560

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ