რობერტ პილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
სერ რობერტ პილი გადატანილია რობერტ პილი-ზე გადამისამართებულ გვერდში
(განსხვავება არ არის)

01:12, 28 აპრილი 2010-ის ვერსია

სერ რობერტ პილი, ბარონეტი
Sir Robert Peel, Baronet
სერ რობერტ პილი, ბარონეტი Sir Robert Peel, Baronet
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აგვისტო, 1841 – 29 ივნისი, 1846
მონარქი  ვიქტორია
წინამორბედივისკონტი პალმერსტონი
მემკვიდრელორდი ჯონ რასელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 1834 – 8 აპრილი, 1835
მონარქი  უილიამ IV
წინამორბედიუელინგტონის თავადი
მემკვიდრევისკონტი პალმერსტონი

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი, 1834 – 8 აპრილი, 1835
მონარქი  უილიამ IV
წინამორბედილორდი დენმანი
მემკვიდრეთომას სპრინგ რაისი

დაბადებული5 თებერვალი, 1788
რამსბოტომი, ლანკაშირი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვლილი2 ივლისი, 1850
უესტმინსტერი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ეროვნებაბრიტანელი
პოლიტიკური პარტიატორების პარტია
კონსერვატორი
რელიგიაანგლიკანი
ხელმოწერა

სერ რობერტ პილი, მეორე ბარონეტი (დ. 5 თებერვალი 1788 - გ. 2 ივლისი 1850) იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი 1834-1835 და 1841-46 წლებში. პილის ყველაზე დიდ დამსახურებად დაკნინებული ტორების პარტიიდან თანამედროვე კონსერვატიული პარტიის და, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, პოლიციის კონცეპტის შექმნა ითვლება (პოლიციელებს ინგლისში მეტსახელად დღემდე ეძახიან "bobbies," რომელიც სახელი რობერტის შემოკლებული ფორმაა, ირლანდიაში კი პილერებს). 1846 წელს, რობერტ პილმა და მისი მომხრეების ფაქციამ კონსერვატიული პარტია დატოვეს და გარკვეული დროის განმავლობაში ინდივიდუალურ პოლიტიკურ ერთეულად - პილისტებად, მოღვაწეობდნენ. 1859 წელს, პილისტებმა რადიკალებთან და ვიგებთან შეერთების შედეგად ბრიტანეთის ლიბერალური პარტია ჩამოაყალიბეს, თუმცა ამ დროს რობერტ პილი უკვე გარდაცვლილი იყო.

ბიოგრაფია

რობერტ პილი დაიბადა ბერიში, ინგლისი, ინდუსტრიალისტის და პარლამენტარის სერ რობერტ პილის, პირველი ბარონეტი, ოჯახში. რობერტ პილი უფროსი, ადრინდელი ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი იყო. პიტმა განათლება თავდაპირველად ჰიპერჰოლმის სკოლაში, შემდეგ კი ჰაროუს სკოლაში და ოქსფორდის უნივერსტეტში მიიღო.

ადრინდელი პოლიტიკური კარიერა

რობერტ პილის პოლიტიკური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. პილი 21 წლის ასაკში იქნა არჩეული ჯიბის ოლქის ქაშელის წარმომადგენლად პარლამენტში. საკუთარი მამის გარდა, პილის სპონსორი იყო სერ ართურ უელზლი, მომავალი უელინგტონის თავადი, რომელთანაც მომდევნო 25 წლის განმავლობაში პილის პოლიტიკური კარიერა მჭიდროდ იქნებოდა დაკავშირებული. პილის ორატორული დებიუტი პარლამენტის 1810 წლის სესიის გახსნისას შედგა, როდესაც იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა სპენსერ პერსევალმა მეფის სიტყვისათვის საპასუხო სიტყვის წარმოთქმა რობერტ პილს დაავალა. მის სიტყვას ბრიტანეთის პარლამენტში სენსაცია მოყვა. პარლამენტის სპიკერის ჩარლზ აბოტის განცხადებით პილის სიტყვა იყო "საუკეთეო სადებიუტო გამოსვლა, უილიამ პიტის შემდეგ."[1]

შინაგან საქმეთა მინისტრი

სქოლიო

  1. Gash, Mr. Secretary Peel, 59-61; 68-69.