მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: simple:Metropolitan Museum of Art
(ბოტი: Jan_Vermeer_van_Delft_022.jpg შეიცვალა Vermeer_young_women_sleeping.jpg-ით)
ხაზი 20: ხაზი 20:
Image:Nicolas Poussin 072.jpg|[[Nicolas Poussin]],
''L’Enlèvement des Sabines'', 1633-1634, 210 cm x 155 cm
Image:Nicolas Poussin 072.jpg|[[Nicolas Poussin]],
''L’Enlèvement des Sabines'', 1633-1634, 210 cm x 155 cm
Image:Georges de La Tour 016.jpg|[[Georges de la Tour]],
''La Diseuse de bonne aventure'', 1633-1639, 123 cm x 102 cm
Image:Georges de La Tour 016.jpg|[[Georges de la Tour]],
''La Diseuse de bonne aventure'', 1633-1639, 123 cm x 102 cm
Image:Jan Vermeer van Delft 022.jpg|[[Vermeer]],
''Jeune fille endormie'', 1656-1657, 86,5 × 76 cm,
Image:Vermeer_young_women_sleeping.jpg|[[Vermeer]],
''Jeune fille endormie'', 1656-1657, 86,5 × 76 cm,
Image:Antoine Watteau 063.jpg|[[ანტუან ვატო]],
''Musicien'', 1717-1719, 55,2 × 43,1 cm
Image:Antoine Watteau 063.jpg|[[ანტუან ვატო]],
''Musicien'', 1717-1719, 55,2 × 43,1 cm
Image:Joseph Mallord William Turner 008.jpg|[[Joseph Mallord William Turner]],
''Le grand canal de Venise'', 1835, 90 × 120,3 cm
Image:Joseph Mallord William Turner 008.jpg|[[Joseph Mallord William Turner]],
''Le grand canal de Venise'', 1835, 90 × 120,3 cm

21:39, 27 აპრილი 2010-ის ვერსია

მუზეუმის ფასადი
მუზეუმის მთავარი ჰოლი

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი - მეტი (Metropolitan Museum of Art) მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმთაგანია, მდებარეობს მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში, ნიუ-იორკი, აშშ. მას ასევე ეკუთვნის შენობათა კომპლექსი “კლასტერები” ფორტ ტრიონის პარკში ჰუძონის პირას მანჰეტენის კუნძულის ჩრდილოეთ ბოლოში და მასში შუასაუკუნეების ხელოვნებაა განთავსებული.

მუზეუმი გაიხნა 1872 წლის 20 თებერვალს. მისი დამფუძნებელი სუპერინტენდანტი იყო გამომცემელი ჯორჯ პალმერ პატნემი. მუზეუმის ამჟამინდელი (2005) დირექტორია ფილიპ დე მონტებელო.

მუზეუმის მასიური კოლექცია მოიცავს კლასიკურ ანტიკურ ნივთებს ბერძნულ და კვიპროსის გალერეებში და ასევე თითქმის ყველა ევროპელ ხელოვანსა და ამერიკული ხელოვნების ვრცელ კოლექციას. მუზეუმი ფლობს ასევე ეგვიპტური (დენდურის ტაძრის ჩათვლით), აფრიკული, აზიური, ოკეანიის, ახლო აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და ისლამური ხელოვნების ნიმუშებს. აქვე არის ცნობილი ისტორიული ინტერიერების რეპროდუქციები, ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის განთქმულ ამერიკელ არქიტექტს ფრანკ ლლოიდ ვრაიტს. იარაღისა და საჭურჭლეველის განყოფილებაში თავმოყრილია ანტიკური იარაღის ნიმუშები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით კი ევროპიდან, იაპონიიდან, ახლო-აღმოსავლეთიდან და ამერიკიდან.

1969 წელს ბანკირი რობერტ ლემანის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძით მუზეუმმა მიიღო დაახლოებით 3.000 ხელოვნების მინუში, რომელიც გამოფენილია “რობერტ ლემანის ფრთაში” და ითვლება ყველაზე ექსტრაორდინალურ კერძო კოლექციად, რომელიც კი ოდესმე შეუგროვებიათ აშშ-ში. პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემამ შეაგროვა ამ მასიური კოლექციის დოკუმენტაცია და გამოუშვა მრავალტომიან წიგნად “რობერტ ლემანის კოლექციის კატალოგები”.

მეტის ერთ-ერთი უახლესი და ყველაზე ძვირი შენაძენია დუჩის “მადონა ყრმით”, რომელიც მას $45 მილიონი დაუჯდა. ფერწერული ტილო ზომით მხოლოდ 8x11 დიუმია.

სოლომონ გუგენჰაიმისა და უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმებიც მეტის შენობის ახლომახლო მდებარეობს ე. წ. მუზეუმის მილზე (Museum Mile).

რჩეული ფერწერული ტილოები მეტში

იხილეთ ასევე