იოსები (ბაგრატიონი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

10:50, 30 მაისი 2005-ის ვერსია

იოსები (― † 13 მაისი. 24 მაისი. 1776), დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1769-76, გელათის მიტროპოლოტი 1745-76, იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ძე, სოლომონ I-ის უფროსი ძმა. კათალიკოსად დანიშნა სოლომონ I-მა. იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მომხრე. 1760 გელათის ღვთისმშობლის ტაძარში ააშენა სამღვდელთმთავრო ქვის ტახტი, რომლის წარწერაშიც იხსენიება. გამოხატულია ამავე ტაძრის კედლებზე. დაეხმარა სოლომონ I-ს რაჭის ერისთავის როსტომის საბოლოო განადგურებაში. 1771-73 იოსებს მოლაპარაკება ჰქონდა კაცია II დადიანთან ზავის შესახებ, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. იოსები იცავდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ერთიანობას, ამიტომაც არ ცნობდა დადიანის მიერ ახალდადგენილ ოდიშის კათალიკოს-პატრიარქს. იოსებს პოლიტიკურ-კონფესიონალურ ნიადაგზე უკმაყოფილება ჰქონდა იმერეთში მყოფ იტალიელ მისიონერებთან.