გიტარა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: be:Гітара
ბოტის დამატება: lb:Gittar
ხაზი 67: ხაზი 67:
[[ko:기타]]
[[ko:기타]]
[[la:Cithara Hispanica]]
[[la:Cithara Hispanica]]
[[lb:Gittar]]
[[lt:Gitara]]
[[lt:Gitara]]
[[lv:Ģitāra]]
[[lv:Ģitāra]]

16:16, 9 აპრილი 2010-ის ვერსია

გიტარისტი (დაახლოებით 1672 წელი) იოჰან ვერმეერის ნახატი.

გიტარა — სიმებიანი საკრავია. იგი არსებობს ექვს- და შვიდსიმიანი. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი. გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ შემდგომში მისი მეორე სამშობლო გახდა ესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა. ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა. ქართულ ხალხურ ქალაქურ ბევრ სიმღერას გიტარა უწევს თანხლებას.

გიტარა ასევე გავრცელებულია თანამედროვე მუსიკაში.

ბაროკოს ეპოქაში ბაროკოს გიტარა (ლუტა, მანდოლინა, ბარბათი და ა.შ.) ხშირად იყენებოდა კამერულ ორკესტრებში. ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ: ანტონიო ვივალდი, იოჰან სებასტიან ბახი და სხვები.

რომანტიზმის პერიოდში გიტარას ხშირად იყენებდა ნიკოლო პაგანინი.

ისტორია

გიტარის სამშობლო აღმოსავლეთია. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ასე რომ ”გიტარა” ნიშნავდა სამსიმიანს.

ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ ”სიტარა” სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარა", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს.