ბიბლოსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ ბოტის დამატება: la:Byblus |
||
ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
[[ja:ビブロス]] |
[[ja:ビブロス]] |
||
[[ko:비블로스]] |
[[ko:비블로스]] |
||
[[la:Byblus]] |
|||
[[nl:Byblos]] |
[[nl:Byblos]] |
||
[[no:Jbeil]] |
[[no:Jbeil]] |
03:11, 3 აპრილი 2010-ის ვერსია
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 295 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბიბლოსი (ბერძ. byblos, biblos „წიგნი“) — ბიბლიური გებალი, ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქი. იგი წარმოადგენდა საზღვაო პორტს ქალაქებს, სიდონსა და ტრიპოლს, შორის. სწორედ ამ ქალაქის ნანგრევებზეა აშენებული თანამედროვე ჯებეილი, რომელიც ბეირუთიდან დაშორებულია 42 კმ.-ით. ბერძნულ-რომაული ხანიდან გებალს უკვე ბიბლოსი ეწოდა, რადგანაც აქ მზადდებოდა მაღალი ხარისხის პაპირუსის ქაღალდი.
არქეოლოგიურ მასალებსა და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გებალი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში დაარსებულა. მისი ეკონომიკური აღმასვლა თარიღდება ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნეებით. მაშინ, როცა უგარითთან ერთად წარმოადგენდა ეგვიპტელების მიერ კონტროლირებად რეგიონს (ე.წ. „ამურუს რეგიონი“). აღსანიშნავია, რომ ტვიროსისა და სიდონის გვერდით ამ ქალაქს ეგვიპტელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ, რაზეც მეტყველებს ამარნას არქივებში დაცული წერილები. ამ კორესპოდენციის ძირითადი ადრესატები ბიბლოსელები იყვნენ.