თბილისის არქიტექტურის სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მონაცემთა განახლება
მონაცემთა განახლება
ხაზი 11: ხაზი 11:
| რუკა2 =
| რუკა2 =
| აბრევიატურა =
| აბრევიატურა =
| დევიზი =აშენე მარტივად
| ჰიმნი =
| შეიქმნა =[[31 დეკემბერი]], [[2008]]
| შეიქმნა =[[31 დეკემბერი]], [[2008]]
| გაუქმდა =
| გაუქმდა =
| ტიპი =[[თბილისის მერია|მერიის]] დაქვემდებარებაში
| ტიპი =
| სტატუსი =სსიპ
| სტატუსი =[[სსიპ]]
| მიზანი =ქ. თბილისში არქიტექტურულ-[[ქალაქთმშენებლობა|ქალაქთმშენებლობითი]] პროცესების მართვა.
| მიზანი =ქ. თბილისში არქიტექტურულ-[[ქალაქთმშენებლობა|ქალაქთმშენებლობითი]] პროცესების მართვა.
| შტაბბინა =[[თბილისის თვითმმართველობა#შენობა|თბილისის მერიის შენობა]]
| შტაბბინა =[[თბილისის თვითმმართველობა#შენობა|თბილისის მერიის შენობა]]
ხაზი 26: ხაზი 26:
| ლიდერი სახელი =არისი ბოჭოიძე
| ლიდერი სახელი =არისი ბოჭოიძე
| ლიდერი წარწერა2 =კურატორი
| ლიდერი წარწერა2 =კურატორი
| ლიდერი სახელი2 =[[მამუკა ახვლედიანი]]
| ლიდერი სახელი2 =[[დავით ნინიძე]]
| ლიდერი წარწერა3 =
| ლიდერი წარწერა3 =კურატორი
| ლიდერი სახელი3 =
| ლიდერი სახელი3 =[[მამუკა ახვლედიანი]]
| მნიშვნელოვანი პირები =
| მნიშვნელოვანი პირები =
| მთავარი ორგანო =
| მთავარი ორგანო =
ხაზი 35: ხაზი 35:
| შტატი =
| შტატი =
| ვოლონტიორი =
| ვოლონტიორი =
| ვებსაიტი =http://tbilisi.gov.ge/architect/
| ვებსაიტი =http://architect.tbilisi.gov.ge/
| შენიშვნები =წინამორბედი ორგანიზაცია [[ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური]]
| შენიშვნები =წინამორბედი ორგანიზაცია: [[ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური]]
| ყოფილი სახელი =
| ყოფილი სახელი =
}}
}}

15:34, 30 მარტი 2010-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისის არქიტექტურა.
თბილისის არქიტექტურის სამსახური
დევიზი აშენე მარტივად
შეიქმნა 31 დეკემბერი, 2008
სტატუსი სსიპ
ტიპი მერიის დაქვემდებარებაში
მიზანი ქ. თბილისში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა.
მდებარეობა ჟ. შარტავას №7
ემსახურება რეგიონს თბილისი
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არისი ბოჭოიძე
კურატორი დავით ნინიძე
კურატორი მამუკა ახვლედიანი

თბილისის არქიტექტურის სამსახური (შემოკლებით თბილისის არქიტექტურა) - ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე[1], ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 2008 წლის 22 დეკემბრის ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 31 დეკემბერს[2][3]. სამსახურის შექმნის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება.[4] როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში სამსახური დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა. არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - არისი ბოჭოიძე[4].

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, კერძოდ:


სტრუქტურა

სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების - დეპარტამენტების მეშვეობით. არქიტექტურის სამსახური შედგება 5 დეპარტამენტისგან[2], რომლებიც ასევე იყოფიან განყოფილებებად:

  • ურბანული დაგეგმარების დეპატამენტი.
    • მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების განყოფილება;
    • საინვესტიციო განყოფილება;
    • მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
    • გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება;
  • სანებართვო დეპარტამენტი;
    • მარჯვენა სანაპიროს სანებართვო განყოფილება;
    • მარცხენა სანაპიროს სანებართვო განყოფილება;
    • ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
  • ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი;
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
    • ლეგალიზების განყოფილება;
  • საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი.

ყველა დეპარტამენტს ყავს თავისი ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი, ხოლო განყოფილებას - განყოფილების უფროსი.

ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი

  • ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ მშენებლობითი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
  • ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადება ან/და მომზადებული პროექტების განხილვა;
  • განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება (გრგ).
  • სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[2]

სანებართვო დეპარტამენტი

  • უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
  • სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
  • ახორციელებს სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.[2]

ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

  • ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის მართვას;
  • უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
  • უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

კონსულტაციის ტიპები:

  • ადგილზე მუშაობს საკონსულტაციო ჯგუფი;
  • ცხელი ხაზი, რომელიც ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას (არქიტექტურის საკითხებთან დაკაშირებით) და აწვდის ინფომრაციას შემოსულ განცხადებებზე წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.[2]

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

  • განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს;
  • სადაო საკითებთან დაკავშირებით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს;
  • ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტებს;
  • უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ უზრუნველყოფას.[2]

ქონება და ფინანსები

სამსახურის საკუთრებაშია სხვადასხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას ქალაქის მთავრობისგან გადაეცა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაფინანსების წყაროებია: ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სამსახურის მომსახურებით მიღებული შემოსავლები და სხვადასხვა კრედიტები, თუ გრანტები.[2]

სქოლიო

  1. იურიდიულად სამსახური არ არის მისი სამართალმემკვიდრე.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება 24.16.832. მთავრობის დადგენილებები. ქ. თბილისის მერია (31.12.2008). ციტირების თარიღი: 2009-06-17.
  3. დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს. პირველი არხი (09.01.2009). ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  4. 4.0 4.1 4.2 თბილისის არქიტექტურა. თბილისის მერია. ციტირების თარიღი: 2009-06-16.

რესურსები ინტერნეტში