ენერგია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: sw:Nishati |
მ ბოტის დამატება: kn:ಶಕ್ತಿ |
||
ხაზი 48: | ხაზი 48: | ||
[[ja:エネルギー]] |
[[ja:エネルギー]] |
||
[[kaa:Energiya]] |
[[kaa:Energiya]] |
||
[[kn:ಶಕ್ತಿ]] |
|||
[[ko:에너지]] |
[[ko:에너지]] |
||
[[ku:Wize]] |
[[ku:Wize]] |
16:10, 28 მარტი 2010-ის ვერსია
ენერგია — ყველა სახის მატერიის მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივი ზომა. ენერგიის არაფრისგან გაჩენა, ისევე, როგორც მისი გაქრობა, შეუძლებელია; ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად, ენერგია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით, განასხვავებენ მექანიკურ ენერგიას, შინაგან ენერგიას, ქიმიურ ენერგიას, ელექტრომაგნიტურ ენერგიას, ბირთვულ ენერგიას და ა. შ., თუმცა ეს დაყოფა პირობითია. მაგალითად, ქიმიური ენერგია წარმოადგენს ელექტრონების კინეტიკური ენერგიის და მათი ერთმანეთთან და ატომბირთვთან ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიის ჯამს. შინაგანი ენერგიაც ორი წევრის ჯამია: 1) სხეულის მასათა ცენტრის მიმართ მოლეკულების ქაოსური მოძრაობის კინეტიკური ენერგია; 2)მოლეკულების ურთიერთქმედების პოტენციური ენერგია. სისტემის ენერგია სისტემის მდგომარეობის დამახასიათებელი პარამეტრების ცალსახა ფუნქციას წარმოადგენს. უწყვეტი გარემოს ან ველის შემთხვევაში ენერგიის სიმკვრივის და ენერგიის ნაკადის სიმკვრივის ცნება შემოაქვთ; პირველს განსაზღვრავენ როგორც ენერგიას მოცულობის ერთეულში, ხოლო მეორეს — როგორც ენერგიის სიმკვრივისა და ენერგიის გადაადგილების სიჩქარის ნამრავლს.
|