დევონი (კუნძული): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება დედოფალ ელისაბედის კუნძულები
კატეგორიის ჩამატება კანადის არქტიკული არქიპელაგი
ხაზი 11: ხაზი 11:
[[კატეგორია:კანადის კუნძულები]]
[[კატეგორია:კანადის კუნძულები]]
[[კატეგორია:დედოფალ ელისაბედის კუნძულები]]
[[კატეგორია:დედოფალ ელისაბედის კუნძულები]]
[[კატეგორია:კანადის არქტიკული არქიპელაგი]]


[[ar:جزيرة ديفون]]
[[ar:جزيرة ديفون]]

15:30, 22 მარტი 2010-ის ვერსია

კუნძულ დევონის სატელიტური ფოტო

დევონი - არის მსოფლიოში უდიდესი უკაცრიელი კუნძული, რომელიც მდებარეობს ბაფინის ყურის სანაპიროებზე. ეს კუნძული შედის კანადის ტერიტიის ნუნავუტის შემადგენლობაში. კუნძული მეკუთვნება კანადის არქტიკული არქიპელაგის შემადგენლობაში არსებულ დედოფალ ელისაბედის კუნძულების ჯგუფს. დევონის ფართობი შეადგენს 55,247 კმ²-ს, კუნძულს მსოფლიოში ოცდამეშვიდე ხოლო კანადაში მეექვსე ადგილი უკავია ფართობის მხრივ. ეს კუნძული მთიანია, აქ მდებარეობს არქტიკული კორდილიერები, კუნძულზე რამდენიმე დიდი მთა და ვულკანია. კუნძულის უდიდესი მთაა დევონი 1,920 მეტრი სიმაღლით. კუნძული დევონი შეიცავდ რამდენიმე მნიშვნელოვან ქედს, მათგან აღსანიშნავია კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ტაუტერის ქედი, ჰედიკტონის ქედი და კუნინგჰემის ქედი.

ვინაიდან კუნძული კანადის არქტიკულ ნაწილში მდებარეობს, აქ მთელი წელი ტერიტორიები ყინულებითაა დაფარული. კუნძულ დევონზე ზაფხულობით რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 10 °C, ხოლო ზამთრობით აქ საშუალო ტემპერატურა −50 °C. კუნძულის იმ ნაწილში სადაც შედარებით ყინულის საფარი მცირეა, გავრცელებულია პოლარული ტუნდრა. ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია მეტეორიტი რომელიც 39 მილიონი წლით თარიღდება.

ინტერნეტ რესურსები