მემინდვრიები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: br:Arvicolinae
ბოტის წაშლა: sl:Voluhar
ხაზი 41: ხაზი 41:
[[pt:Arvicolinae]]
[[pt:Arvicolinae]]
[[ru:Полёвковые]]
[[ru:Полёвковые]]
[[sl:Voluhar]]
[[sv:Sorkar]]
[[sv:Sorkar]]
[[uk:Полівкові]]
[[uk:Полівкові]]

17:19, 13 მარტი 2010-ის ვერსია

მემინდვრიები
Myodes glareolus
Myodes glareolus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ქვეოჯახი:  მემინდვრიები
ლათინური სახელი
Microtinae

მემინდვრიები (Microtinae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე საშუალოდ 10-12 სმ-ია, ზოგიერთისა 36 სმ აღწევს. კუდი სხეულის სიგრძის ნახევარია, ზოგჯერ უფრო მოკლე. აქვთ მოკლე ყურები, პატარა თვალები, მომრგვალო ცხვირი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა დაჩდრილოეთ ამერიკაში. აერთიანებს 15-20 გვარის 100-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 8. ბინადრობენ ველზე, ტყეში, ჭაობში, მთებში და სხვა ადგილებში. მცენარეთა მიწესზედა ნაწილებით, ზოგიერთი სახეობა მარაგს იკეთებს. მრავლდებიან წლის თბილ პერიოდში. ზოგი — ზამთარშიც. უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია. იყენებენ ზოგიერთი მოზრდილი სახეობის (ონდატრა) ტყავს. მემინდვრიები მრავალი მტაცებელი სარეწაო ცხოველის ძირითადი საკვებია. ადამიანისა და ცხოველებისათვის ინფექციური დაავადების (შავი ჭირი, ტულარემია, ენცეფალიტი, ლეპტოსპიროზი და სხვა) რეზერვატორები არიან. მავნებლობის მხრივ საშიშია საზოგადოებრივი (Microtus socialis) და ჩვეულებრივი (Microtus arvalis) მემინდვრიებები.

ბრძოლის ღონისძიებანი: ნიადაგის მოხვნა 25-30 სმ-ზე, მემინდვრიების ბუნებრივი მტრების მიზიდვა, ბაქტერიული პრეპარატის მობნევა თვითმფრინავიდან და სხვა.

ლიტერატურა

  • ავალიანი რ., ბერიშვილი ი., ქსე, ტ. 6, გვ. 564, თბ., 1983