ბოლცანოს პროვინცია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Robot: Cosmetic changes
(წაიშალა კატეგორია ავსტრიის პროვინციები (HotCat-ის გამოყენებით))
(Robot: Cosmetic changes)
[[ფაილი:Suedtirol CoA.svg|right|100px|]]
[[ფაილი:Bolzano posizione.png|right|150px|]]
'''ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია''' ([[გერმანული ენა|გერმანულად]] Südtirol,'''სამხრეთი ტიროლი'''), (Autonome Provinz Bozen; [[იტალიური ენა|იტალ]]. Provincia Autonoma di Bolzano) არის [[იტალია|იტალიის]] ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია, რომელიც [[ტრენტინო]]ს მხარესთან ერთად ქმნის [[ტრენტინო-სამხრეთი ტიროლი|ტრენტინო-სამხრეთ ტიროლის]] ავტონომიურ რეგიონს.

სამხრეთ ტიროლს აქვს ავტონომიის სტატუსი, მისი დედაქალაქია [[ბოლცანო]].

სახელწოდება „სამხრეთ ტიროლი“ [[XIX საუკუნე|XIX საუკუნიდან]] იხმარება. [[1972]] წლამდე რეგიონის სახელი „Tiroler Etschland“ [ტიროლერ ეჩლანდი] იყო.
მოსახლეობის 2,3-ზე მეტი [[გერმანულენოვანი სამყარო|გერმანულენოვანია]], 1,4-იტალიური, ხოლო რეგიონის 4 პროცენტი ლადინურად საუბრობს.

სამხრეთ ტიროლში ოფიციალური [[ენა|ენებია]]: [[გერმანული ენა| გერმანული ]] და [[იტალიური ენა|იტალიურია]]. იტალიელი მოსახლეობის უმრავლესობა [[ქალაქი|ქალაქებში]] (Bozen, Leifers, Meran, Brixen) ცხოვრობს.

{| border="1" align="center" style="text-align: center; background: #FFFFFF;"
[[ფაილი:Suedtirol ist nicht Italien - Brennero.JPG|thumb| სამხრეთი ტიროლი არ არის იტალია, ბანერი ავსტრია-იტალიის საზღვარზე]]

ბოლცანოს ([[1919]] წლამდე – სამხრეთი ტიროლი) [[ისტორია|ისტორიული]], [[კულტურა|კულტურული]] და [[ენა|ენობრივი]] კავშირი მჭიდროა [[ავსტრია|ავსტრიასთან]]. გერმანულენოვანი მოსახლეობა თავს [[ავსტრიელები|ავსტრიელად]] მიიჩნევს. ბოლცანოს პარლამენტის თავმჯდომარის, [[ლუის დურნვალდერი|ლუის დურნვალდერის]] მტკიცებით, ბოლცანოს მკვიდრი მოსახლეობა ავსტრიელ ერის ნაწილს წარმოადგენს. ეს განცხადება მან ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, ORF-ს ეთერში გააკეთა. ლუის დურნვალდერის განცხადებით ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) არიან ავსტრიული უმცირესობა, რომელიც [[იტალია|იტალიაში]] ცხოვრობს. იმავე აზრისაა ÖVP-ს პოლიტიკოსი [[ანდრეას კოლი]].

ბოლცანოს ყველაზე ძლიერი პარტიის (SVP) მთავარი დევიზი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „გერმანულენოვან მოსახლეობას პრეტენზია აქვს სულიერად და კულტურულად [[ავსტრია|ავსტრიას]] ეკუთვნოდეს“. [[2008]] წელს, [[იტალია|იტალიის]] ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის, SVP-ს საარჩევნო პროგრამაში სამხრეთი ტიროლი ''უცხოეროვან სახელმწიფოდ'' არის მოიხსენიებული.

მწვანეთა პარტიის წამომადგენლის და ევროპარლამენტარის ზეპ კუსტაჩერის თქმით, ბოლცანოს მკვიდრნი (სამხრეთ ტიროლელები) ავსტრიელები არიან.

შუა საუკუნეებში ბოლცანო (სამხრეთ ტიროლი) [[გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია|გერმანული ერის საღვთო რომის იმპერიის]] ნაწილი იყო.
[[1363]] წლიდან იგი [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგთა დინასტიის]] მმართველობაში მოექცა.

[[1810]] წელს სამხრეთ ტიროლი და ტრენტინოს რეგიონი გადავიდა იტალიის სამეფოს ხელში.

3 წლის შემდეგ, [[1813]] წელს [[ავსტრია|ავსტრიამ]] უკან დაიბრუნა [[ტიროლი]].

1919 წელს,[[პირველი მსოფლიო ომი]]ის შემდეგ [[ტიროლი]] [[იტალია|იტალიის]] მიერ იქნა [[ანექსია|ანექსირებული]].

[[1922]] წლიდან გერმანულენოვანი მოსახლეობის მიმართ ტიროლში რეპრესიები დაიწყო,[[1943]] წელს კი ტიროლის მოსახლეობის 25%-მა საკუთარი სახლები დატოვა და თავი [[ავსტრია|ავსტრიას]] შეაფარა.

[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგ სამხრეთ ტიროლს ავტონომიის სტატუსი მიენიჭა.

იტალიის მთავრობამ ბოლცანოში, [[დემოგრაფია|დემოგრაფიული]] მდგომარეობის შეცვლის მიზნით [[იტალიელი]] მოსახლეობის ჩასახლება დაიწყო, რის შედეგაც იტალიელთა რიცხვმა თითქმის 1,3-ს მიაღწია.

== პოლიტიკა ==
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომიდან]] მოყოლებული სამხრეთ ტიროლში ყველაზე ძლიერი პარტია არის [[სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტია]] (SVP = Südtiroler Volkspartei), რომელიც გერმანულენოვან და ლადინურენოვან მოსახლეობას წარმოადგენს. სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიას [[1945]] წლიდან პარლამენტში ადგილთა უმრავლესობა უჭირავს.

გარდა სამხრეთ ტიროლის სახალხო პარტიისა, გერმანულენოვანი პარტიებია: სამხრეთ ტიროლის კავშირი, სამხრეთ ტიროლელთა თავისუფლება, დამოუკიდებლები.
იტალიურენოვან პარტიებს შორის ყველაზე ძლიერი „თავისუფლების ხალხი“ (Popolo della Libertà).

მწვანეები სამივე ენოვან მოსახლეობას წარმოადგენენ.

== პარლამენტი ==

Prontuario dei nomi locali dell'Alto Adige, სამხრეთ ტიროლის ადგილობრივი დასახლებების დასახელებების წიგნაკი, რომელიც [[1916]] წელს Reale Società Geografica Italiana–ში გამოქვეყნდა, რისი მიზანიც იყო, სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლებას გერმანული და ლადინური სახელები გადარქმეოდა, [[ლადინური ენა|ლადინურიდან]]. ეს იყო გამიზნული ქმედება [[იტალია|იტალიის]] ფაშისტური პოლიტიკისა, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთი ტიროლის იტალიანიზაციას. უნდა დამტკიცებულიყო სამხრეთი ტიროლის იტალიურობა, რომ ის მხოლოდ მცირე ხნით იყო გერმანული, [[ავსტრია|ავსტრიის]] ისტორიის ნაწილი.
ეს პროცესი [[1890]] წელს დაიწყო, რომელიც [[ეტორე ტოლომეი|ეტორე ტოლომეის]] სახელს უკავშირდება. [[1916]] წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც იტალია [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომში]] ჩაერთო, შეიქმნა სპეციალური კომისია ეტორე ტოლომეის ხელმძღვანელობით, (მასში აქტიურად მონაწილეობდნენ აგრეთვე პროფესორი [[ეტორე დე ტონი]] და ბიბლიოთეკარი [[ვიტორიო ბარონჩელი]]), რომელთაც მომავალში მიწებისათვის სახელები უნდა შეეცვალა. 40 დღის განმავლობაში კომისიამ დაახლოებით 12 000 გერმანულენოვან დასახელებას მოუძებნა იტალიური სახელები. [[1923]] წელს, მას შემდეგ, რაც იტალიამ სამხრეთ ტიროლის ანექსია მოახდინა, სამეფო ბრძანებით მოხდა იტალიური დასახელებების დაკანონება. გერმანული სახელების გამოყენება მხოლოდ [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ ჰახდა შესაძლებელი, თუმცა სამხრეთ ტიროლის დასახლებების იტალიანიზირებული სახელწოდებებით მოხსენიება დღემდე გრძელდება.

{| border="1" align="center" style="text-align: center; background: #FFFFFF;"
| Lago Verde
|-bgcolor="#EFEFEF"
| Gossensaß
| Colle Isarco

== ტურიზმი და ეკონომიკა ==
[[ფაილი:Astefeld.jpg |right|200px|]] [[ფაილი:Rosengarten (Berg).jpg|thumb|[[Rosengartenspitze|როზენგარტენი]]]]

[[ტურიზმი]] ბოლცანოს [[ეკონომიკა]]ში ცენტრალურ როლს თამაშობს.
ბოლცანოს კურორტები განსაკუთრებით ცნობილი გახდა ზამთრის სპორტული ცენტრების არსებობის გამო. ბოლცანოში ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრები [[ბიატლონი|ბიატლონში]], თხილამურებით შეჯიბრებაში, [[ბობსლეი|ბობსლეიში]], [[სკელეტონი|სკელეტონში]] და ა.შ.

[[2007]] წლის მონაცემებით ბოლცანოს მოსახლეობის მხოლოდ 2,4%-ია უმუშევარი (2,0% მამაკაცთა შორის; 3,0% ქალთა შორის).

BIP-ის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მოდის 31,700 €, რის გამოც ბოლცანო ეკონომიურად [[იტალია|იტალიის]] ყველაზე ძლიერ პროვინციად ითვლება.

შესადარებლად: ბოლცანოელი მუშა წლიურად 1000 €-თი ნაკლებს იღებს, ვიდრე [[ტიროლი|ტიროლში]] ([[ავსტრია|ავსტრიაში]]). ორშვილიანი ოჯახი საშუალოდ ტიროლში (ავსტრია) 2.497 €-თი მეტს იღებს, ვიდრე სამხრეთ ტიროლში ([[იტალია]]).

ბოლცანოს მკვიდრთათვის თვიური პენსია საშუალოდ 734 €-ა, ხოლო ტიროლში ის 950 €-ს აღწევს.

15-24 წლის ახალგაზრდების 7,2% დაუსაქმებელია, რაც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.provinz.bz.it/astat/download/jb_k03.pdf 2006 წლის სტატისტიკა, დემოგრაფიული სტრუქტურა.]
* [http://www.provinz.bz.it/pressnotes/module/pres_getimg.asp?imgID=273665 უცხოელები სამხრეთ ტიროლში]
* [http://www.provinz.bz.it/pressnotes/module/pres_getimg.asp?imgID=273665 BIP შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: ევროკავშირი 2005 წელი]
* [http://www.schuetzen.com/file/broschueren/selbstbestimmung.pdf სამხრეთი ტიროლი, სად არის მისი მომავალი?]
* [http://xoomer.virgilio.it/tribunale/ სამხრეთ ტიროლის ყველა დასახლების იტალიური ვარიანტი]
* Steininger, Rolf (2003). South Tyrol: a minority conflict of the twentieth century. New Brunswick, N.J., U.S.A: Transaction Publishers. ISBN 0-7658-0800-5
* Kramer, Johannes (1996). "Die Italianisierung der Südtiroler Ortsnamen und die Polonisierung der ostdeutschen Toponomastik". Romanistik in Geschichte und Gegenwart 2 (1): 45-62.
* F. Bartaletti, Geografia, toponomastica e identità culturale: il caso del Sudtirolo, in “Miscellanea di storia delle esplorazioni XXVII”, Genova. 20021, pp. 271-315.

სანავიგაციო მენიუ