ოკუმა სიგენობუ: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის დამატება: la:Ōkuma Shigenobu |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ ბოტის დამატება: uk:Окума Сіґенобу |
||
ხაზი 27: | ხაზი 27: | ||
[[su:Ōkuma Shigenobu]] |
[[su:Ōkuma Shigenobu]] |
||
[[sv:Okuma Shigenobu]] |
[[sv:Okuma Shigenobu]] |
||
[[uk:Окума Сіґенобу]] |
|||
[[vi:Ōkuma Shigenobu]] |
[[vi:Ōkuma Shigenobu]] |
||
[[zh:大隈重信]] |
[[zh:大隈重信]] |
06:00, 13 თებერვალი 2010-ის ვერსია
ოკუმა სიგენობუ (დ. 16 თებერვალი, 1838, საგა ― გ. 10 იანვარი, 1922, ტოკიო), იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. 1867-1868 რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მტავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. 1873-1881 მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი). 1882 დააარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და 1888-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).
1882 დაარსა ტოკიოს სპეციალური სკოლა, რომელიც 1903 ვასედას უნივერსიტეტად გადაკეთდა. 1907-1914 იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1888-1889 და 1896-1897 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1898 პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, 1914-1916 პრემიერ-მინისტრი. ოკუმას მთავრობის სათავეში მეორედ ყოფნისას იაპონია ჩაება 1914 აგვისტოს I მსოფლიო ომში (1914-1918).