ორაგული: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sr:Salmo
ბოტის შეცვლა: ru:Лососи
ხაზი 33: ხაზი 33:
[[pl:Salmo]]
[[pl:Salmo]]
[[qu:Salmun]]
[[qu:Salmun]]
[[ru:Лососи]]
[[ru:Благородные лососи]]
[[sr:Salmo]]
[[sr:Salmo]]
[[sv:Salmo (släkte)]]
[[sv:Salmo (släkte)]]

09:50, 6 თებერვალი 2010-ის ვერსია

ორაგული
Salmo salar
Salmo salar
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  ორაგული
ლათინური სახელი
Salmo

ორაგული (Salmo), თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. გვარში 7 (ან 10) სახეობაა, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ში 4 (ან 5) გვხვდება: საკუთრივ ორაგული, კუმჟა, იშხანი, მიკიჟი ბინადრობენ ჩრდილო ყინულოვანი, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილში, შავი, კასპიისა და არალის ზღვის აუზებში. საქართველოში ბინადრობს ორაგულის 1 ქვესახეობა — შავი ზღვის ორაგული (Salmo Fario morpha labrax ან Salmo trutta labrax) და 1 აკლიმატიზებული სახეობა — ფოლადისთავა ორაგული (Salmo gardneri). შავი ზღვის ორაგულის სიგრძე 110 სმ. მასა — 24 კგ აღწევს (ჩვეულებრივ 6-8 კგ). ტოფობს შემოდგომა-ზამთარში. გასამრავლებლად შედის ჭოროხში, ენგურში, კოდორში, შავწყალში, ბზიფში და სხვა მდინარეებში. მას შემდეგ, რაც მინგეჩაურჰესი აშენდა, კასპიის ზღვიდან საქართველოს მდინარეებში აღარ ამოდის ორაგული და მან დაკარგა სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ცნობილია ორაგულის ზურგიელი, დოში, სათალი, წითელი ხიზილალა და სხვა.

ლიტერატურა

  • დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 551, თბ., 1984