ბუსტროფედონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბუსტროფედონი''' ({{lang-el|βουστροφηδόν}}) — წერის გარკვეული წესი, რომლის...
(განსხვავება არ არის)

06:09, 4 თებერვალი 2010-ის ვერსია

ბუსტროფედონი (ბერძ. βουστροφηδόν) — წერის გარკვეული წესი, რომლის დროსაც ტექსტის წერის მიმართულება ცვალებადია ხაზების მიხედვი; პირველი ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ იწერება, მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ და ა. შ.

ძვ. წ. მე–6 საუკუნის ბერძნული წარწერების გარდა, ბუსტროფედონის წესი გვხვდება ძველ ეტრუსკულ, ლათინურ დამწერლობებში და ასევე რუნებში. ქართული დამწერლობაც, როგორც ბერძნულისაგან შექმნილი ერთ–ერთი ანბანი, თავდაპირველად ბუსტროფედონის წესით იწერებოდა.

ამგვარი წესით შესრულებულ წარწერებში არა მარტო ტექსტის მიმართულება იყო ცვალებადი, არამედ ასოთა მოხაზულობაც. მარცხნიდან მარჯვნისაკენ დაწერილ სტრიქონში ასოებს პირი მარჯვნისაკენ ჰქონდათ შებრუნებული, ხოლო მარჯვნიდან მარხნისაკენ მიმართულებით პირიქით, მარცხნისაკენ. ბუსტროფედონის წესით შესრულებულ წარწერებში სწორედ ასოთა მოხაზულობის მიმართულება გვიჩვენებს, თუ როგორ იკითხება მოცემული სტრიქონი.

ამგვარი წერის სტილის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მისი წაკითხვისას კითხვა არ წყდება, რადგან შემდეგი სტრიქონის დასაწყისი ზუსტად წინა სტრიქონის დასასრულის ქვემოთაა მოხვედრილი. XIX საუკუნეში უილიამ მუნმა ბრმებისთვის სპეციალური, ე. წ. მუნის ანბანი შექმნა, რომელშიც ხაზიდან ხაზზე გადასვლის გასაადვილებლად ბუსტროფედონი გამოიყენა.

კორფუს სახელმწიფო მუზეუმში (საბერძნეთი) ინახება სტელა, რომელიც ვერტიკალური ბუსტროფედონის სტილითაა შესრულებული. ეს სტელა ცნობილია არნიადასის სტელის სახელით.