ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34: ხაზი 34:
::მიმართეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. სოფელი [[ქსუისი]], მაგალითად, შიდა ქართლი არ არის. არც ომამდე არ იყო. ასე რატომ უნდათ რომ გამოიყვანონ, არ ვიცი. ჩემი აზრით, საქართველოს რუკა უნდა დაიყოს მუნიციპალიტეტებად და არა ე.წ. „მხარეებად“, რომლებსაც მხარე საერთოდ არც ჰქვია. [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 14:54, 14 იანვარი 2021 (UTC)
::მიმართეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. სოფელი [[ქსუისი]], მაგალითად, შიდა ქართლი არ არის. არც ომამდე არ იყო. ასე რატომ უნდათ რომ გამოიყვანონ, არ ვიცი. ჩემი აზრით, საქართველოს რუკა უნდა დაიყოს მუნიციპალიტეტებად და არა ე.წ. „მხარეებად“, რომლებსაც მხარე საერთოდ არც ჰქვია. [[მომხმარებელი:გიო ოქრო|<font color="gold">'''''გიო'''''</font>]] [[მომხმარებლის განხილვა:გიო ოქრო|<font color="#66FF00">'''''ოქრო'''''</font>]] 14:54, 14 იანვარი 2021 (UTC)
:გიორგი, გეთანხმები. უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და კიდევ მიხარია რომ გამოჩნდი.:)--[[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 17:14, 14 იანვარი 2021 (UTC)
:გიორგი, გეთანხმები. უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და კიდევ მიხარია რომ გამოჩნდი.:)--[[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 17:14, 14 იანვარი 2021 (UTC)

==კენჭისყრა მომხმარებლის განბლოკვის სურვილით==
'''[[ვიკიპედია|ვიკიპედიის]] აქტიურო რედაქტორებო, ვიკისაზოგადობავ.''' 2019 წლის 20 იანვარს მომხმარებელი {{Ping|Deu}} ვიკიპედიის ადმინისტრატორების გადაწყვეტილებით (მიზეზით, რომ ახორციელებდა მომხმარებლებზე პირად შეტევებს, რასაც მომხმარებელთა ნაწილი მაშინვე არ დაეთანხმა) განუსაზღვრელი ვადით დაბლოკეს. ამ ფაქტიდან 2021 წლის 20 იანვარს სრულდება ზუსტად 2 წელი. აქტიურ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ჯერ [https://meta.wikimedia.org/wiki/Requests_for_comment/Vote_of_confidence_on_sysops_and_unblock_for_user_Deu_on_kawiki?fbclid=IwAR2ILnInzZsgYnVJBPD_JBSUUirN2J1D9vHTWdqac9cLgZCDCRW_-j0cUNc კიდევ 2019 წელს] და მას შემდეგ განუწყვეტლივ ითხოვს ამ მომხმარებლის განბლოკვას. ამჟამინდელი მონაცემებით იგი 13 წელია ვიკისაზოგადოების ნაწილია. აქედან ბოლო ორი წელი შეწყვეტილი აქვს რედაქტირების შესაძლებლობა. ვიკიპედიის ისედაც მცირერიცხოვან საზოგადოებას არ აქვს მსგავსი აქტიური, ვიკიპედიის წესების მცოდნე (2011-2015 წლებში ის ვიკიპედიის ადმინისტრატორიც იყო) და გამოცდილი რედაქტორის დაკარგვის ფუფუნება. ყველა რედაქტორი თანასწორია. ადმინისტრატორებს, ბიუროკრატებს და ა.შ. აქვთ მხოლოდ გარკვეული ბიუროკრატიული პასუხისმგებლობები საკუთარი სურვილით, ვიკისაზოგადოების მიერ მინიჭებული ნდობის საფუძველზე. შესაბამისად, საჭიროდ ვთვლით შემოგთავაზოთ '''კენჭისყრა''' შემდეგი საკითხის განსახილველად -
* '''ხართ თუ არა მომხრე მომხმარებელ {{Ping|Deu}}-ს მოეხსნას ბლოკი და დაუბრუნდეს იგი ვიკიპედიის საზოგადოებას?'''--[[მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე|გიორგი ჩუბინიძე]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:გიორგი ჩუბინიძე|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/გიორგი ჩუბინიძე|წვლილი]]</sub> 13:43, 15 იანვარი 2021 (UTC)

13:43, 15 იანვარი 2021-ის ვერსია

წინადადებები ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება.

ფორუმი
კონტროლი
მოგესალმებით!

ვიკიპედია არის თქვენნაირი ადამიანების მიერ შექმნილი პროექტი. ჩვენ ვაფასებთ ყველა ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება პროექტის გაუმჯობესებაში. ამიტომაც ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვისმენთ თქვენ წინადადებებს. იყავით გაბედული ნებისმიერი სახის წინადადების წამოყენებაში — ვიკიპედიის საზოგადოება მას დიდი ყურადღებითა და გულისყურით განიხილავს.

  • არ დაგავიწყდეთ: მოწონებული წინადადებები უნდა აისახოს რეესტრში.
1, 2, 3, 4, 5, 6,7,8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15,16.

ტრენინგი ბიბლიოთეკარებისთვის

მოგესალმებით, იანვრიდან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ჩავატარებ რამდენიმე ტრენინგს პროექტისთვის ,,ბიბლიოთეკარები ვიკიპედიაზე”, რომელშიც ჩაერთვებიან ბიბლიოთეკარები როგორც ეროვნული, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებიდან. ამჟამად ინტერესი საკმაოდ დიდია და შეიძლება რამდენიმე ჯგუფიც გაკეთდეს. ეს ის ხალხია, ვისაც უამრავი სახის ქართულ ლიტერატურასთან მიუწვდება ხელი, შესაბამისად ძალიან კარგი იქნება მათი ჩართვა ამ საქმიანობაში. ყოველივე ცხადია მთლიაანდ მოხალისეობრივია. თუ ვინმეს აქვს სურვილი პროექტში ჩემთან ერთად ჩაერთოს და იყოს, როგორც ტრენერი შეუძლია დამიკავშირდეს. მივიღებ დამატებით რჩევებსა და რეკომენდაციებს. პატივისცემით, --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:29, 23 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე შემიძლია ჩავერთო, თუ გურიიდან იქნებიან ბიბლიოთეკარები, მითუმეტეს, ასევე გააჩნია გრაფიკსაც --M. განხილვაწვლილი 04:59, 24 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რამდენიმე წლის წინ ჩავატარე მანდ ასეთი ტრენინგი, თუმცა, მხოლოდ ერთი საკმარისი არ აღმოჩნდა. — Mikheil მიწერა 10:23, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიის საკითხებზე ერთი არასდროს იქნება საკმარისი. რამდენიმე დავგეგმე, ალბათ არც ეს იქნება ძალიან დიდი შედეგის მომტანი, მაგრამ ინფორმირებულობას მაინც გაზრდის. ამიტომ მსურველებს ისევ ველოდები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:43, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა გიორგი. საინტერესო ჩანს. ქუთაისში თუ ჩატარდება სიამოვნებით დაგეხმარებით. Vano 3333 10:47, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვანო, ონლაინ ტრენინგია, შესაბამისად ნებისმიერ ადგილიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:27, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე ჩავერთვები, მაგრამ უფრო დეტალური ინფორმაცია დამჭირდება, თუ რა დამევალება კონკრეტულად მე. Vano 3333 12:51, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიდი სიამოვნებით ჩავერთვები თუ დაგჭირდით :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 17:23, 31 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რჩეულის სტატუსის მოხსნა

მეგობრებო, ადმინებო, რედაქტორებო. იქნებ ამ მიმართულებით - რჩეული სტატიები/სტატუსის მოხსნა ყველამ ერთად მოვიცალოთ. ეს სტატუსი სტატიებისთვის ერთი შეხედვითაც კი მონახსნელია და მგონი ამ პროცედურის ასე გაწელვა არაა საჭირო. ან მოიცალეთ და ყველამ მიიღეთ კენჭისყრაში მონწილეობა, ან ყოველი მათგანის წარდგენიდან იმდენი დროა გასული რომ უკვე უნდა იყოს აღსრულებული.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:08, 8 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

რელიგიური შემადგენლობა

მეგობრები შემომაქვს წინადადება, რომ ინფოდაფა დასახლებიდან ამოვიღოთ რელიგიური შემადგენლობის გრაფა. ამის მიზეზი არის ის, რომ არცერთ აღწერაში იშვიათი გამონაკლისების გარდა, დასახლებული პუნქტების დონეზე რელიგიური შემადგენლობის კვლევა არ ქვეყნდება. მომხმარებლები კი ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით, ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს კონკრეტულ რელიგიას უწერენ. ამიტომ შემომაქვს ამ ველის ამოღების წინადადება.--დათო1010 08:10, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

  • (მომხრე)— Mikheil მიწერა 08:18, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 09:04, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) ვარ, ვინაიდან შესაბამისი გრაფა არც ვიკიმონაცემებშიც არ არსებობს. თუ არსებობს ინფორმაცია რელიგიურ შემადგენლობაზე, ამის შესახებ სტატიაში, შესაბამის სექციაში შეგვიძლია ჩავწეროთ. --Mehman 97 09:27, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) სადაც წყაროს გარეშეა, იქ უნდა ამოვიღოთ და არა მთლიანად გრაფა გავაუქმოთ. გიო ოქრო 14:56, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) - თუ წყარო არ გვაქვს მაგ შემთხვევაში ვარ თანახმა. თუ სანდო წყარო, რაიმე კვლევა არსებობს, რის საფუძველზეც ეს წერია, მაშინ საჭიროა იყოს. ყოველგვარი წყაროს გარეშე და პირადი შეხედულებით დაწერილი სტატისტიკა უბრალოდ ამოვიღოთ სტატიებიდან.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:51, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (წინააღმდეგი) წყარო თუ იქნება ჩაიწერება, თუ არ იქნება არ შეივსება. ველის ამოღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. Vano 3333 16:55, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) გვინდა არ გვინდა დადგება დრო როდესაც ყველა ინფოდაფა ინტეგრირებული იქნება ვიკიმონაცემებთან. ფაქტია თუ მსგავსი გრაფა არ არსებობს მეტაზე, მაშინ აქაც ავტომატურად ამოვარდება, რაც არ უნდა ვინმე წინააღმდეგი იყოს. თან კარგად თუ დააკვირდებით აქ საუბარია მხოლოდ ინფოდაფაზე, თუმცა არავინ გვიშლის მის მითითებას ტექსტში. --Wiki - ჯაბა 17:24, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) კომენტარებით მივხვდი, რომ ვინც არას წერს საერთოდ ვერ ხვდება რაზეა საუბარი. წლებია ეს საკითხი ასე მიგდებული, ვისაც რა სისულელე უნდა იმას ამატებს. დროა ამას წერტილი დაესვას. თუ რომელიმე დასახლებულ პუნქტზე იქნება დადასტურებული ინფორმაცია, მაგისთვის არსებობს ინფოდაფის დამატებითი ველები და იმის საშუალებით მოხდება მითითება. ეს ველი კი წასაშლელია.--დათო1010 19:03, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე). თუ ველი პრობლემურია და მისი maintenance არაპროპორციულ ძალისხმევას მოითხოვს, ჯობია, გავაუქმოთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტატიაში აუცილებელია ამ ინფორმაციის განთავსება, არსებობს დამატებითი ველები, შესაბამისად შინაარსობრივად სტატია ნაკლული ვერ გახდება.--Melberg მიწერა 19:17, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ოფიციალურად გარკვევა

გარკვეული პერიოდის წინ განხილვა (სამხრეთი ო***ი) იყო, რომლის შედეგადაც საქართველოს პოზრუკის თარგი შეიცვალა და ცვლილებების ავტორი სხვა რესურსებზეც საკმაოდ აქტიურად ავითარებს მის სადაო პოზიციას (ყველგან ამატებს ცხინვალის რეგიონს ადმ. დაყოფაში). ისევ წრეზე რომ არ წავიდეთ და „არგუმენტების ომი“ არ წამოვიწყოთ, არ ჯობია ვინმემ მთელი ქართული ვიკიპედიის სახელით ოფიციალური წერილი მისწეროს საქართველოს მთავრობას და ოფიციალური პასუხის მიხედვით გადაწყდეს ეს საკითხი? ღია რესურსებით ორივე სადავო პოზიციის გამყარება შეიძლება, ამიტომ ვფიქრობ საჭიროა ამჟამინდელი, განახლებული და დაზუსტებული ოფიციალური პოზიციის მიხედვით მოქმედება. ქართულ სივრცეში ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და ამხელა მასშტაბის ცვლილებები ასე მარტივად (სულ სამი მომხმარებელი მონაწილეობდა განხილვაში) და მაქსიმალური შესწავლის გარეშე არ უნდა ხდებოდეს. --g. balaxaZe 14:06, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი გიორგი. თუ შეიძლება, დადრაფტე ეს წერილი და მივმართავთ ოფიციალურად.--Melberg მიწერა 14:12, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
მიმართეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. სოფელი ქსუისი, მაგალითად, შიდა ქართლი არ არის. არც ომამდე არ იყო. ასე რატომ უნდათ რომ გამოიყვანონ, არ ვიცი. ჩემი აზრით, საქართველოს რუკა უნდა დაიყოს მუნიციპალიტეტებად და არა ე.წ. „მხარეებად“, რომლებსაც მხარე საერთოდ არც ჰქვია. გიო ოქრო 14:54, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, გეთანხმები. უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და კიდევ მიხარია რომ გამოჩნდი.:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:14, 14 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა მომხმარებლის განბლოკვის სურვილით

ვიკიპედიის აქტიურო რედაქტორებო, ვიკისაზოგადობავ. 2019 წლის 20 იანვარს მომხმარებელი @Deu: ვიკიპედიის ადმინისტრატორების გადაწყვეტილებით (მიზეზით, რომ ახორციელებდა მომხმარებლებზე პირად შეტევებს, რასაც მომხმარებელთა ნაწილი მაშინვე არ დაეთანხმა) განუსაზღვრელი ვადით დაბლოკეს. ამ ფაქტიდან 2021 წლის 20 იანვარს სრულდება ზუსტად 2 წელი. აქტიურ მომხმარებელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 2019 წელს და მას შემდეგ განუწყვეტლივ ითხოვს ამ მომხმარებლის განბლოკვას. ამჟამინდელი მონაცემებით იგი 13 წელია ვიკისაზოგადოების ნაწილია. აქედან ბოლო ორი წელი შეწყვეტილი აქვს რედაქტირების შესაძლებლობა. ვიკიპედიის ისედაც მცირერიცხოვან საზოგადოებას არ აქვს მსგავსი აქტიური, ვიკიპედიის წესების მცოდნე (2011-2015 წლებში ის ვიკიპედიის ადმინისტრატორიც იყო) და გამოცდილი რედაქტორის დაკარგვის ფუფუნება. ყველა რედაქტორი თანასწორია. ადმინისტრატორებს, ბიუროკრატებს და ა.შ. აქვთ მხოლოდ გარკვეული ბიუროკრატიული პასუხისმგებლობები საკუთარი სურვილით, ვიკისაზოგადოების მიერ მინიჭებული ნდობის საფუძველზე. შესაბამისად, საჭიროდ ვთვლით შემოგთავაზოთ კენჭისყრა შემდეგი საკითხის განსახილველად -