მომხმარებელი:Agentt Smith/სავარჯიშო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 43: ხაზი 43:
| მემკვიდრე5 =
| მემკვიდრე5 =
}}
}}
'''სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი''' ([[ინგლისური ენა|ინგლ.]] ''Sir Winston Leonard Spenser-Churchill''; [[1874]] წლის 30 ნეომბერი — [[1965]] წლის 24 იანვარი) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მწერალი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, [[დიდი სამეული|დიდი სამეულის]] წევრი, ისტორიკოსი, შეერთებული შტატების პატივცემული მოქალაქის ორდენის პირველი მფლობელი, ბრიტანული არმიის ოფიცერი.<ref name="Palitra">{{cite book|author=|title=50 პერსონა — მათ შექმნეს ისტორია|isbn=978-9941-24-191-8|publisher=Palitra L |location=თბილისი|გვერდები=5-6 |წელი= 2016}}</ref>
'''სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი''' ([[ინგლისური ენა|ინგლ.]] ''Sir Winston Leonard Spenser-Churchill''; [[1874]] წლის 30 ნეომბერი — [[1965]] წლის 24 იანვარი) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მწერალი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, [[დიდი სამეული|დიდი სამეულის]] წევრი, ისტორიკოსი, შეერთებული შტატების პატივცემული მოქალაქის ორდენის პირველი მფლობელი, ბრიტანული არმიის ოფიცერი.<ref name="Palitra">{{cite book|author=|title=50 პერსონა — მათ შექმნეს ისტორია|isbn=978-9941-24-191-8|publisher=Palitra L |location=თბილისი|page= 5-6 |year= 2016}}</ref>


ჩერჩილი დაიბადა მალბოროს ჰერცოგების ოჯახში. მამამისი, რუდოლფ ჩერჩილი, იყო კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც ფინანსთა კანცლერის პოსტ იკავებდა. დედამისი, ჯენი ჯერომი, იყო ამერიკელი მეწარმის შვილი. ახალგაზრდა ოფიცრის რანგში უინსტონი იმყოფებოდა ბრიტანულ ინდოეთში, იბრძოდა ბრიტანეთ-სუდანის ომში და ბურების მეორე ომში. სახელი გაითქვა როგორც სამხედრო კორესპონდენტმა. დაწერა წიგნები თავის კამპანიაზე.
ჩერჩილი დაიბადა მალბოროს ჰერცოგების ოჯახში. მამამისი, რუდოლფ ჩერჩილი, იყო კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც ფინანსთა კანცლერის პოსტ იკავებდა. დედამისი, ჯენი ჯერომი, იყო ამერიკელი მეწარმის შვილი. ახალგაზრდა ოფიცრის რანგში უინსტონი იმყოფებოდა ბრიტანულ ინდოეთში, იბრძოდა ბრიტანეთ-სუდანის ომში და ბურების მეორე ომში. სახელი გაითქვა როგორც სამხედრო კორესპონდენტმა. დაწერა წიგნები თავის კამპანიაზე.

14:51, 6 აგვისტო 2016-ის ვერსია

სერ უინსტონ ჩერჩილი
Sir Winston Churchill
სერ უინსტონ ჩერჩილი Sir Winston Churchill
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ოქტომბერი, 1951 – 7 აპრილი, 1955
მონარქი  ჯორჯ VI
ელისაბედ II
წინამორბედიკლემენტ ეტლი
მემკვიდრეენტონი იდენი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 1940 – 27 ივლისი, 1945
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედინევილ ჩემბერლენი
მემკვიდრეკლემენტ ეტლი

ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ნოემბერი, 1924 – 4 ივნისი, 1929
პრემიერ-მინისტრისტენლი ბოლდვინი

შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 თებერვალი, 1910 – 24 ოქტომბერი, 1911
პრემიერ-მინისტრიჰერბერტ ჰენრი ასკვიტი

დაბადებული30 ნოემბერი, 1874
ბლენჰეიმი, ოქსფორდშირი, გაერთიანებული სამეფო
გარდაცვლილი24 იანვარი, 1965 (90 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნებაბრიტანელი
პოლიტიკური პარტიაკონსერვატიული (1900–1904, 1924–1964)
ლიბერალური (1904–1924)
მეუღლეკლემენტინა ჩერჩილი

სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი (ინგლ. Sir Winston Leonard Spenser-Churchill; 1874 წლის 30 ნეომბერი — 1965 წლის 24 იანვარი) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მწერალი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი, დიდი სამეულის წევრი, ისტორიკოსი, შეერთებული შტატების პატივცემული მოქალაქის ორდენის პირველი მფლობელი, ბრიტანული არმიის ოფიცერი.[1]

ჩერჩილი დაიბადა მალბოროს ჰერცოგების ოჯახში. მამამისი, რუდოლფ ჩერჩილი, იყო კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელიც ფინანსთა კანცლერის პოსტ იკავებდა. დედამისი, ჯენი ჯერომი, იყო ამერიკელი მეწარმის შვილი. ახალგაზრდა ოფიცრის რანგში უინსტონი იმყოფებოდა ბრიტანულ ინდოეთში, იბრძოდა ბრიტანეთ-სუდანის ომში და ბურების მეორე ომში. სახელი გაითქვა როგორც სამხედრო კორესპონდენტმა. დაწერა წიგნები თავის კამპანიაზე.

ბიოგრაფია

ოჯახი და ბავშვობა

უინსტონ ჩერჩილი დაიბადა 1874 წლის 30 იანვარს, ბლენჰეიმების სასახლეში. აღსანიშნავია, რომ უინსტონი მშობლების ქორწინებიდან შვიდ თვეში დაიბადა, რამაც ათასგვარი ჭორის გავრცელება გამოიწვია. სინამდვილეში, დედამისი ფეხმძიმობის დროსაც არ ერიდებოდა მეჯლისებზე და წვეულებებზე სიარულს, და ბლენჰეიმის სასახლეში გამართულ მიღებაზე, 1874 წლის 29 იანვრის ღამეს, ტკივილები დაეწყო და 30 იანვარს შვილიც გააჩინა. წარმომავლობით არის არისტოკრატიული საგვარეულოდან. სახელი უინსტონი დაარქვეს ინგლისელი, ხოლო ლეონარდი - ამერიკელი ბაბუის პატივსაცემად, სახელი სპენსერის წარმომავლობა კი მალბოროს პირველი ჰერცოგის ეპოქიდან იღებს სათავეს. ჩერჩილთა გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი არის ჯონ ჩერჩილი (1650-1722), რომელიც მეთაურობდა ინგლისის ჯარს ფრანგების და ესპანელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. სამხედრო სფეროში მიღწევების გამო დედოფალმა ანამ ჯონი გულუხვად დააჯილდოვა — მიანიჭა მალბოროს ჰერცოგის ტიტული, გადასცა მიწა და ფული (240 000 გირვანქა სტერლინგი) სასახლის ასაშენებლად. გარდა ამისა ჯონმა მიიღო გრაფის და გენერალისიმუსის ტიტულები. მიუხედავად წარმატებისა, 1712 წელს ჯონი მექრთამეობაში დაადანაშაულეს, რის გამოც მას გერმანიაში და ჰოლანდიაში მოუხდა გადახვეწა. დედოფალ ანას გარდაცვლის შემდეგ ინგლისში დაბრუნდა. აღანდგინა თავისი თანამდებობა, მაგრამ ვეღარ დაიბრუნა პატივისცემა და გავლენა. გარდაიცვალა 1722 წელს. უინსტონის მამა, რენდოლფ ჩერჩილი (1849-1895) იყო პატივმოყვარე და იმპულსური ხასიათის მქონე ადამიანი. იგი ვერ გახდა მალბოროს ჰერცოგი (ტიტული მის უფროს ძმას ერგო), მაგრამ, ბრწყინვალე განათლებამ და წარმომავლობამ ხელი შეუწყო პოლიტიკური კარიერის აწყობაში: 24 წლის ასაკში ახალგაზრდა რენდოლფი კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატად აირჩიეს. თავიდან მისი პოლიტიკური კარიერა კარგად წარიმართა, ზოგიერთი მას კონსერვატიული პარტიის ლიდერობასაც კი უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ, ფინანსთა კანცლერის თანამდებობაზე კოლეგებთან უთანხმოება მოუვიდა და გადადგომა გადაწყვიტა. პრემიერ-მინისტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა, რის შემდეგაც რუდოლფს მანიაკალური დეპრესისა დაემართა. ამის შედმეგ მან სმა დაიწყო, გარდა ამისა, ამას დაერთო დოღზე ფსონების დადება. უკანასკნელი ჩერჩილისთვის დამღუპველი აღმოჩნდა: ფსონების დადება მისთვის ერთგვარ ნარკოტიკად იქცა. წარუმატებლობის გამო დაუგროვდა უზარმაზარი ვალები. რუდოლფ ჩერჩილი გარდაიცვალა 1895 წელს, 45 წლის ასაკში. დედა, ლედი რენდოლფ ჩერჩილი (1854-1921; ქალიშვილობაში ჯენი ჯერომი) იყო მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის შვილი. იყო შავგვრემანი, შავი თმით და მწველი თვალებით. ლეგენდის თანახმად, ჯენის ინდური სისხლიც ჰქონდა. ჯენი იყო მომხიბვლელი და გართობას ჩვეული ქალბატონი. უყვარდა ახალი შთაბეჭდილებები, მუდმივი მოგზაურობა და თავგადასავლები. მამამისმა, ლეონარდ ჯერომმა ცოლთან გაშორების შემდეგ ოჯახი ევროპაში გაისტუმრა. ახალგაზრდობა პარიზში გაატარა. რენდოლფ ჩერჩილს უკანასკნელის პოლიტიკური კარიერის კრახის შემდეგ გაშორდა და მის შემდეგ კიდევ ორი მასზე 20 და 23 წლით ახალგზარდა მეუღლე ჰყავდა. გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო: 1921 წლის ივნისში იგი რომიდან იტალიელი ოსტატის მიერ შეკერილი ფეხსაცმლით დაბრუნდა, კიბეზე დაგორდა და ფეხი მოიტეხა. უბედური შემთხვევიდან 2 კვირის შემდეგ დაეწყო განგრენა, მოკვეთეს ფეხი, რამაც ძლიერი სისხლდენა გამოიწვია. გარდაიცვალა 1921 წლის 29 ივნისს.

მშობლებთან ჩერჩილს ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ის მხოლოდ სიყვარულით მოიხსენიებს. როგორც ინგლისის სხვა არისტოკრატულ ოჯახებში, უინსტონი გადიას იყო მიბარებული, როდესაც მისი მშობლები სხვადასხვა წვეულებებზე და ღონისძიებებზე დადიოდნენ.

ვიკიციტატა
„გაკვირვებული და განაწყენებული ვარ იმით, რომ თქვენ და მამა ისე მეკიდებით, თითქოს არ მქონდეს გული, რომელსაც შეუძლია იტანჯოს. გევედრებით, შეისმინეთ ჩემი სიტყვები, უსაზღვროდ უბედური ვარ. ახლა ვტირი. ძვირფასო დედა, გთხოვ, ნუ იქნები სასტიკი საკუთარი შვილის მიმართ, რომელიც გეთაყვანება. ნუ გამიბრაზდები სულელური წერილების გამო. იმის უფლება მაინც მომეცი ვიფიქრო, რომ გიყვარვარ. აღარ ვიცი როგორც მოვიქცე, ძალიან მოწყენილი ვარ.“

მისი გადია, ელიზაბეტ ენ ევერესტი უინსტონისთვის მშობლებზე ახლო ადამიანი გახდა. ჩერჩილი მას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა და მისი ფოტო თავის საძინებელ ოთახში. ელიზაბეტ ენ ევერესტი მწვავე პერიტონიტით 1895 წელს წელს 3 ივლისს გარდაიცვალა. ჩერჩლმა ყველაფერეი გააკეთა მის გადასარჩენად: დაუქირავა მომვლელი, ჩაუყვანა ექიმი, მაგრამ, ვერაფერი უშველა. ჩერჩილმა თავად გაუკეთა ორგანიზება დაკრძალვას და დაამზადებინა საფლავის ქვა.

ვიკიციტატა
„ყველაზე ძვირფასი ადამიანი და ყველაზე ერთგული მეგობარი ჩემი ცხოვრების პირველი 20 წლის განმავლობაში.“

განათლება

შვიდი წლისამ სკოლისთვის დაიწყო მომზადება. მას მიუჩინეს გუვერანტი, რომელმაც თავიდანვე გაუჩინა ზიზღი სხვადასხვა საგნების მიმართ: გუვერნატი მას უაზრო ფრაზების დამარცვლით გამოთქმას აიძულებდა. შეაძულა მათემატიკაც, კლასიკური ენებიც (მაშინ კი არისტოკრატი ბავშვებისთვის მათი სწავლა აუცილებელი იყო და პრივილეგიადაც კი ითვლებოდა). ჩერჩილი სწავლაზე უარს ამბობდა, რის გამოც ხშირი იყო მისი „დაპირისპირებები“ გუვერნატთან. ჩერჩილი ელიზაბეტმა გადაარჩინა: მან უინსტონი გუვენრატისგან გადაიბარა და სცადა ჩერჩილი თავისი „ჩუმი კითხვის“ პროგრამით მოემზადებინა. მიუხედავად ყველა მცდელობისა, პროგრამამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩერჩილის განსაკუთრებული სიჯიუტე მას ბავშვობიდან ჰქონდა: სენტ ჯორჯის სასწავლებელში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე უინსტონი სახლიდანაც კი გაიპარა, მაგრამ შორს ვერ წავიდა, მხოლოდ სასახლის ბაღის ბუჩქამდე მივიდა.

სენტ ჯორჯის სკოლაში

სენტ ჯორჯის სკოლა ქალაქ ასკოტში მდებარეობდა. სასწავლებელი არისტოკრატთა ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი და საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. სასწავლებელს ჰქონდა საზურაო აუზი, ფეხბურთის, კრიკეტის და გოლფის სათამაშო მოედნები. მასწავლებლების კვალიფიკაციაც უმაღლეს დონეზე იყო: ყველა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი იყო და გაკვეთილები მანტიაში გამოწყობილს მიჰყავდა. სკოლაში, მიუხედავად პრესტიჟულობისა, არ ამბობდნენ უარს დასჯის ფიზიკურ მეთოდებზეც: გაწკეპვლის რიტუალი ყოველ ორშაბათს ტარდებოდა. ერთ ხაზზე ჩამწკრივებული ახალგაზრდების წინაშე საზეიმუდ კითხულობდნენ უღირს საქციელში შემჩნეულთა გვარებს. ამის შემდეგ დამნაშავეები დასასჯელ ოთახში გაჰყავდათ, სხვებს კი დასჯის ყურებას აიძულებდნენ. უინსტონისთვის, რასაკვირველია, სასწავლებელი ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა (ჩერჩილმა სასწავლებელს მემუარებში „საჯარიმო კატორღაც“ კი უწოდა). მასწავლებელი მალბოროს ჰერცოგთა ოჯახის წარმომადგენელს ახასიათებდნენ როგორც „ყოველგვარი უმსგავსობის მოთავეს, უდისციპლინოს, არააკურატულს და ღორმუცელას“. სასწავლებელში დაჩაგრული ჩერჩილი კვლავ გიდიამ იხსნა: მან შეამჩნია მის ტანზე ჩალურჯებები, სიტუაცია გამოიკვლია და გაარკვია, რომ უინსტონ თითქმის ყოველ ორშაბათს წკეპლავდნენ (უკვე 18 წლის უინსტონი სასწავლებელში დირექტორისთვის შურისძიების მიზნით დაბრუნდა, მაგრამ, დირექტორი 1886 წელს გულის შეტევით გარდაცვლილიყო). 1884 წლის შემოდგომაზე მშობლებმა ახალგაზრდა არისტოკრატი ბრაიტონის კერძო მოსამზადებელ სკოლაში შეიყვანეს.

ბრაიტონის კერძო სკოლაში

ახალმა სასწავლებელმა ჩერჩილზე სასიამოვო შთაბეჭდილება მოახდინა. სწავლით არ სწავლობდა, მაგრამ მასწავლებლები მის ქცევას გაგებით ეკიდებოდნენ. ბრაიტონში უინსტონი დაინტერესდა ინგლისური ენით და ლიტერატურით, ისტორიით. ამ საგნებს ჩერჩილი კარგად სწავლობდა და მომავავალში მათ მასწავლებლებს კეთილად იხსენებდა. გარდა ამისა, დაიწყო გაზეთების კითხვა და მსოფლიო ამბებითაც დაინტერესდა. ბრაიტონის კერძო სკოლაში სწავლისას, 1886 წელს ჩერჩილს პნევმონია დაემართა, რის გამოც ლოგინად ჩავარდა და ადგომა მხოლოდ სამ თვეში მოახერხა.

ჰაროუს სკოლაში

ბრაიტონის შემდეგ უინსტონი სწავლის ახალ საფეხურზე უნდა გადასულიყო. წესით ის, როგორც ყველა მისი წინაპარი ბოლო 150 წლის განმავლობაში იტონის სკოლაში უნდა შესულიყო, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზების გამო მამამისმა იგი ნაკლებად პრესტიჟულ ჰაროუს სკოლაში მიაბარა. ახალ სკოლაში მას რეპეტიტორიც მიუჩინეს, რომელსაც იგი მისაღები გამოცდებისთვის უნდა მოემზადებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილმა მისაღებ გამოცდაზე ვერაფერი ვერ დაწერა, სკოლაში ის მაინც მიიღეს. მიღების შემდეგ ჩარიცხეს ყველაზე უმცროს კლასში, რომელიც ინგლისურის შესწავლაზე იყო სპეციალიზებული.

ვიკიციტატა
„ჩვენ ყველაზე უიმედოებათ გვთვლიდნენ. მათი აზრით, ინგლისური ერთადერთი საგანი იყო, რომელის შესწავლასაც შევძლებდით“

ინგლისურის მასწავლებლით ჩერჩილი აღფრთოვანებული დარჩა:

ვიკიციტატა
„საოცარი ადამიანი, რომლის წინაშეც ვალში ვარ. მისი მოვალეობა იყო ჩვენისთანა სულელი ბიჭებისთვის ყველაზე აბუჩად აგდებული საგანი, ინგლისური ენის მართლწერა ესწავლებინა, რასაც მშვენივრად ახერხებდა“

ინგლისურის მასწავლებელმა ჩერჩილს დიდი დახმარება გაუწია — ამბიციური არისტოკრატის ოცნებები აბუჩად არ აუგდია და მოსწავლეს ხშირად თხზულებების წერასაც კი ავალებდა (მათ შორის არის თხზულება, სადაც ჩერჩილმა კინაღამ პირველი მსოფლიო ომის სცენარი გამოიცნო. თარიღი თხზულებაში სწორად ეწერა ომის დასაწყისის თარიღი — 1914, მაგრამ, ძალები ჩერჩილმა არასწორად გადაანაწილა. მის თხზულებაში ინგლისი და გერმანია რუსეთს ებრძოდნენ. გარდა თავისი თხზულებისა, სკოლის გაზეთში ჩერჩილმა ჰაროუს სკოლაზე სარკაზმით აღსავსე სტატია დაწერა, რის გამოც დირექტორისგან გაწკეპვლის მუქარაც მიიღო. ამიტომ, მიუხედავად ინგლისურის მასწავლებლის სიყვარულისა, სხვებისთვის ჩერჩილი კვლავ „ყოველგვარი უმსგავსობის მოთავედ“ რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლაში ჩერჩილს განასკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, 1892 წელს მან ბრიტანეთში სასკოლოს აღსაზრდელთა შორის ჩატარებულ ფარიკაობის ჩემპიონატში გაიმარჯვა. მიუხედავად შვილის დიდი სურვილისა, ლორდი რენდოლფი შვილის ფინალურ შეხვედრას არ დაესწრო. 15 წლის ასაკში ჩერჩილმა თავისი მომავალი პროფესია აირჩია. თავისი არჩევანი მან სამხედრო კარიერაზე გააკეთა. ამის გამო იგი ჰაროუს სპეციალიზებულ ჯგუფში გადაიყვანეს.

სამხედრო კარიერა

სენდჰარტის სამხედრო აკადემია

სამხედრო აკადემიის მისაღები ჩერჩილმა მხოლოდ მესამე ცდიდან ჩააბარა. მიუხედავად ჩაბარებისა, ფეხოსანთა კლასამდე მას 18 ქულა დააკლდა, რის გამოც სასურველ პროფილზე უარის თქმა მოუწია. აკადემიაში უინსტონი 1893 წლის სექტემბრიდან 1894 წლის დეკემბრამდე სწავლობდა. აკადემიის გამოშვებულებს მომავალში ბრიტანეთის არმიაში უმაღლესი თანამდებობები უნდა დაეკავებინათ, რის გამოც მათ საკმაოდ სერიოზულად და მკაცრად წრთვნიდნენ. ადგომა ხდებოდა დილის ექვს საათზე, ორმოცდახუთ წუთში იწყებოდა მეცადინეობა და დღის ოთხ საათამდე გრძელდებოდა. ამის შემდეგ კურსანტებს თავისუფალი დრო ჰქონდათ — შეეძლოთ წიგნი წაეკითხათ, ფეხბურთი ან სხვა რამე ეთამაშათ, ან კიდევ უბრალოდ აკადემიის პარკში ესეირნათ. თავისუფალი დრო ღამის თერთმეტ საათზე მთავრდებოდა. აკადემიამ ჩერჩილზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა:

ვიკიციტატა
„აქ, სკოლებისგან განსხვავებით, სწავლას გონივრული მიმართულება ჰქონდა“

აკადემიაში სწავლისას უინსტონ ჩერჩილმა პირველად გაითქვა საზოგადოებაში სახელი. ლონდონში, ლესტერ-სკვერზე, რომელშიც არაერთი ღამის დაწესებულება იყო განთავსებული, მათ შორის ერთ-ერთ ბარში იდგმებოდა კორდებალეტი „იმპერია“, რომლის მოცეკვავეებს შორის იყო არაერთი საეჭვო ყოფაქცევის ქალბატონი. მათი მომსახურებით ხშირად სარგებლობდნენ აკადემიის კურსანტები, რომელთა შორისაც უინსტონ ჩერჩილიც იყო. კონსერვატიულად განწყობილი „ზნეობრივი სიწმინდის დამცველი ორგანიზაციები“ ხშირად აწყობდნენ მანიფესტაციებს ლესტერ-სკვერზე და ასეთი დაწესებულებების დახურვას მოითხოვდნენ. რასაკვირველია, ახალგაზრდა ჩერჩილი ამ მოძრაობას არ ემხრობოდა და საპასუხოდ „ვესტმინსტერის გაზეთში“ სტატიაც კი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ზნეობრიობის დასამკვიდრებლად საჭირო იყო „სოციალური პირობების გაუმჯობესება, განათლების ამაღლება და არა ფარისევლური ყბედობა“. ჩერჩილმა სტატიას თავისი ინიციალებიც კი მიაწერა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩერჩილს ბევრი მომხრე გამოუჩნდა, მთავრობას წარმოდგენების დადგმის შეჩერება მაინც მოუწია. ამის გამო ჩერჩილი და რამოდენიმე კურსანტი 1894 წლის 3 ნოემბერს ბარში შეიჭრა და სცენაზე პოლიციის მიერ დადგმული ჯებირები გადმოაგდო. არეულობაში ჩერჩილმა სიტყვის წარმოთქმაც კი მოახერხა და მოცეკვავეებს ასე მიმართა:„იმპერიის“ ქალბატონებო! მე თავისუფლების დამცველი ვარ! ჩერჩილის გამონათქვამმა რეზონანსი გამოიწვია პრესაში, ხოლო ლონდონის ეპისკოპოსის წერილში ეწერა:

ვიკიციტატა
„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მალბოროთა სახელოვაი გვარის შთამომავალი ასეთი პოპულარობით სარგებლობდა მეძავეებში“

ინციდენტის შემდეგ, 1894 წლის დეკემბერში ჩერჩილმა ბოლო გამოცდა ჩააბარა, ხოლო 1895 წლის 20 თებერვალს უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. ამის შემდეგ მისი უდიდებულესობის მე-4 ჰუსართა პოლში ჩარიცხეს.

კუბაში

მიუხედავად იმისა, რომ ჰუსართა მე-4 პოლკი ინდოეთში უნდა გამგზავრებულიყო, ჩერჩილმა ოთხთვიანი შვებულება გაატარა კუბაში, და არა ინდოეთში. დედის დახმარებით ჩერჩილი კუბაში გაზეთ „დეილი გრაფიკის“ როლში გაემგზავრა. გზაში ჩერჩილი ამერიკასაც ესტუმრა და აღფრთოვანებული დარჩა ამერიკელების მონდომებით. კუბაში ჩასულს ესპანეთის ძალების დამკვირვებლობა დაავალეს. ეს მამამისის ძველი კოლეგის, სერ ჰენრი დრამონდ ვულფის წყალობით მოხდა, რომელიც მაშინ ესპანეთში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. კუბაში ყოფნისას ჩერჩილი ორჯერ გადაურჩა სიკვდილს: პირველად ტყვია მას რამდენიმე სანტიმეტრით აცდა და მისი ცნენი მოკლა, ხოლო მეორედ ჩალის ქუდი გაუხვრიტა. მიუხედავად ამისა, ჩერჩილი მხნედ დარჩა, რითიც გამოცდილი მებრძოლების პატივისცემაც დაიმსახურა. ჩერჩილის სიმამაცე ესპანეთის მთავრობამაც არ დატოვა შეუმჩნევლად: იგი „წითელი ჯვრის“ საპატიო ორდენით დააჯილდოვეს. გაზეთში გაგზავნილმა მასალამ ჩერჩილს ფული და პოპულარობა მოუტანა. ცნობილია, რომ ჩერჩილი სიგარის მოწევას კუბაში მიეჩვია.

ინდოეთში

1896 წლის 11 სექტემბერს ჰუსართა მე-4 პოლკთან ერთად ჩერჩილი ინდოეთის ქალაქ მუმბაისკენ დაიძრა. იქიდან პოლკი პატარა ქალაქ ბანგალორში გადავიდნენ. ჩერჩილს იქ რამოდენიმე ინდიელი მსახურიც კი ჰყავდა, მაგრამ მიუხედავად კარგი ცხოვრებისა, იქაური მდგომარეობა ჩერჩილისთვის მოსაწყენი იყო.

ვიკიციტატა
„რაც დრო გადის, მით უფრო მომწონს სამსახური... და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ჩემი არა არის, ჩემი ვარსკვლავი მიხმობს, მინდა, რაღაც შესანიშნავი ჩავიდინო ამ ცხოვრებაში, დიდება ხომ ერთადერთი ღირებული რამ არის ცხოვრებაში.“

11 თვის შემდეგ ჩერჩილმა შვებულება აიღო და 1897 ლონდონში გაემგზავრა. ლონდონში ყოფნისას ჩერჩილმა შეიტყო, რომ ინდოეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე ადგილობრივი ტომები ბრიტანელ დამპყრობლებს აუჯანყდნენ და მათ „საღვთო ომი“ გამოუცხადეს. ჩერჩილი აჯანყების ჩასახშობელ მაკალანდის კორპუსში ჩაეწერა, რომელსაც პოლკოვნიკ სერ ბილდონ ბლადი მეთაურობდა. სამწუხაროდ, ოფიცერთა რიგებში ჩერჩილისთვის ადგილი ვერ მოიძებნა, რის გამოც ბლადს მისთვის კორესპონდენტის ჩინის მინიჭება მოუწია. მართალია ჩერჩილს ოფიცრობა უფრო სურდა, მაგრამ უარი მაინც არ თქვა და საექსპედიციო კორპუსს წაყვა. მის სტატიებს „დეილი ტელეგრაფი“ და ინდოეთში გამომავალი „პიონერი“ ბეჭდავდნენ. იქაურ სამხედრო კამპანიაზე ჩერჩილმა წიგნიც კი გამოსცა. ინდოეთში ბრიტანელების მოქმედებით ჩერჩილი უკმაყოფილო იყო:

ვიკიციტატა
„ჩემს თავს კითხვას ვუსვამ — წარმოდგენა თუ აქვთ ბრიტანელებს, რა ომს ვაწარმოებთ ჩვენ აქ. დავიწყებულია სიტყვა შებრალება. აჯანყებულები აწამებენ დაჭრილებს, შეურაცხყოფენ დაღუპულ მეომართა ცხედრებს. ჩვენებიც არავის ინდობენ, ვინც ხელში ჩაუვარდებათ, იქნება ეს დაჭრილი თუ საღ-სალამათი. საველე ჰოსპიტლები მთავარ სამიზნედ არის ქცეული. ჩვენ ვაზიანებთ რეზერვუარებს, რომლებიც წყლის ერთადერთი წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ვიყენებთ „დუმ-დუმის“ ტყვიებს, რრომლებსაც საშინელი დამანგრეველი ძალა აქვს... ავღანეთის საზღვრის მთელ გაყოლებაზე ყველა სახლის სიმაგრედაა ქცეული, ყველა სოფელი — საფორტიფიკაციო ნაგებობად. ყველა მცხოვრები, რომელთაც ქვის სროლა შეუძლიათ და ჩახმახზე თითის გამოკვრა შეუძლია, ჯარისკაცივით გვებრძვის.“

ომი ისეთი სისასტიკით მიმდინარეობდა, რომ მალე ოფიცერთა რიგები შეთხელდა, რის გამოც უინსტონს კალამი გამოართვეს და პენჯაბის 31-ე პოლკში უმცროსი ლეიტენანტის ჩინით ჩარიცხეს. ჩერჩილი ყურადღების მიქცევას მთელი ძალით ცდილობდა და სიცოცხლითაც რისკავდა:

ვიკიციტატა
„ტყვია რა სახსენებელია. არ მჯერა, რომ ღმერთმა იმისათვის გააჩინა ისეთი უდიდესი პიროვნება, როგორიც მე ვარ, რომ ასე პროზაულად მოკლას.“

ჩერჩილის სიმამაცე შეუმჩნეველი არ დარჩა: ის „ინდოეთის მედლით“ და „პენჯაბის ბრძოლის მონაწილის“ სამკერდე ნიშნით დააჯილდოვეს. მიუხედავად წარმატებისა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩერჩილის მიმართ მთლად კარგად არ იყო განწყობილი. სამხედრო მოქმედებები რამოდენიმე კვირაში დაბრუნდა და მაკალანდის კორპუსიც დაიშალა. ჩერჩილი ბანგალორის ბაზაზე დაბრუნდა, მაგრამ გაიგო, რომ ბრიტანეთის იმპერია სუდანში ამზადებდა სამხედრო ოპერაციას. მან მორიგი შვებულება აიღო და 1898 წლის 18 ივნისს და 2 ივლისს ლონდონში ჩავიდა.

სუდანში

სუდანში ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო: 1881 წელს ოსმალეთ-ეგვიპტის ხელისუფლებას ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, სათავეში მათ ადგილობრივ ტომთა სულიერი ლიდერი მუჰამად აჰმადი ჩაუდგა, რომელმაც თავი მესიად ჩაუდგა. სუდანელებმა, რომლებიც თავს „დერვიშებს“ ეძახდნენ დიდ წარმატებას მიაღწიეს: მათ ჯერ ეგვიპტელები გაანადგურეს, ხოლო შემდეგ ბრიტანელებიც დაამრცხეს. კულმინაცია გახდა დერვიშების წარმატება ბრიტანელების მიერ დაკავებული ხორთუმის აღება. ქალაქში შესვლის შემდეგ დერვიშებმა ბრიტანელი ჯარისკაცები სასტიკად დახოცეს, ხოლო გენერალ გორდონს თავი მოჰკვეთეს. მიუხედავად ამისა, 1885 წელს ბრიტანეთმა ეთიოპიასა და სუდანს შორის ომის პროვოცირება შეძლეს, რითიც ორივე სახელმწიფოს დასუსტება შეძლეს. უკვე 1898 წელს ბრიტანელებმა უგანდაზე მოინდომეს კონტროლის დამყარება, რისთვისაც იქ იმპერიაზე დაქვემდებარებული ეგვიპტის არმიის გაგზავნა გადაწყვიტეს. ჩერჩილმა, რასაკვირველია, გამგზავრება მოინდომა, მაგრამ ხელი მან არმიის მეთაურმა, გენერალმა ჰერბერტ კიჩინერმა შეუშალა. მას არ სურდა ჩერჩილის წაყვანა. მიუხედავად ამისა, ჩერჩილი არ დანებდა: კიჩინერთან ლაპარაკი ჯერ დედას სთხოვა, ამის შემდეგ დედის მეგობარმა, ლედი ჯეინმა კიჩინერს წერილი მისწერა, ხოლო შემდეგ გენერალს თავად ბრიტანეთის პრემიერმა მიმართა თხოვნით. კიჩინერი კვლავ უარზე იყო, მაგრამ ჩერჩილი კვლავ არ დანებდა: ამჯერად მან დახმარება მამის ახლო მეგობარს, სერ ივლის ვუდს სთხოვა, რომელმაც გენერლის დარწმუნება შეძლო. ორ კვირაში ჩერჩილი ულანთა 21-ე პოლკში ჩარიცხეს. 1898 წლის 2 აგვისტოს ჩერჩილი კაიროში ჩავიდა, მეორე დღესვე კი მისმა პოლკმა დერვიშთა დედაქალაქ ომდურმანისკენ დაიწყო მსვლელობა. 1898 წლის 2 სექტემბერს რვაათასიანი ბრიტანული ჯარი თვრამეტათასელ ეგვიპტელთან ერთად სამოცათასიან დერვიშთა ლაშქარს შეხვდა. დერვიშებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება გადაწყვიტეს და ფრონტის ხაზი რვა კილომეტრზე გაწელეს. საპასუხოდ ბრიტანელებს 80 ზარბაზანი და 50 ტყვიამფრქვევი გააჩნდათ. ჩერჩილი აღფრთოვანებული დარჩა დერვიშებით:

ვიკიციტატა
„ღმერთო ჩემო, მე იმავე სურათს ვუყურებ, რომელსაც ხედავდნენ ჯვაროსნები, მრავალი საუკუნის წინ.“

გენერალმა კიჩინერმა პირველი იერეში 21-ე პოლკით მიიტანა. კავალერიამ გაარღვია მოწინააღმდეგის წინა ხაზი. ბრიტანელების ტექნიკურმა და ტაქტიკურმა უპირატესობამ თავისი ქნა: დერვიშები დამარცხდნენ. ჩერჩილის მონაცემებით, დერვიშების მხრიდან დაიღუპა 10 000 ადამიანი, დაიჭრა 25 000, ტყვედ ჩავარდა 5000. ბრიტანელების და ეგვიპტელების დანაკარგი შეადგენდა 48 დაღუპულს და 248 დაჭრილს. ჩერჩილმა, როგორც თვითონ ირწმუნება, თავისი მაუზერით სამი დერვიში ნამდვილად, ხოლო ორი სავარაუდოდ მოკლა. სუდანის კამპანიაში მონაწილეობისთვის დააჯილდოვეს „დედოფალ ვიქტორიას მედლით სუდანისთვის“ და „ჰაჯივის სუდანის მედლით“. სუდანში ყოფნისას ჩერჩილი ხშირად გზავნიდა სტატიებს გაზეთ „მორნინგ პოსტში“. ლონდონში დაბრუნებისას მან სუდანის კამპანიაზე წიგნი — „მდინარის ომი“ დაწერა, სადაც გენერალი კიჩინერი მკაცრად გააკრიტიკა. საზოგადოების ნაწილი წიგნში გამოთქმულ კრიტიკას ირონიით შეხვდა, წიგნს მეორე სახელი, „უმცროსი ოფიცრის რჩევები გენერლებს“ შეარქვეს. მაღალ სამხედრო ეშელონებში, თავის მხრივ, აღშფოთებული იყვნენ ჩერჩილის თავხედობით. 1899 წლის 5 მაისს სამხედრო სამსახური დატოვა და პოლიტიკაში წავიდა.

ომი ბურების წინააღმდეგ

წარუმატებელი პოლიტიკური დებიუტის შემდეგ ჩერჩილმა აფრიკისკენ აიღო გეზი. იქ ტრანსვაალისა და ორანჟის თავისუფალი რესპუბლიკები ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებდნენ. ორივე რესპუბლიკაში სახლობდნენ თეთრკანიანი კოლონისტების შთამომავლები, რომლებიც ძირითადად მიწათმოქმდებეით და მეცხოველეობით იყვნენ დაკავებულნი და თავიანთ თავებს ბურებს უწოდებდნენ, ხოლო ბრიტანეთის ინტერესი ამ მიწებზე გამოწვეული იყო რესპუბლიკაში ოქროს და სხვა ბუნებრივი რესურსების საბადოებით. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ჩერჩილმა „მორნინგ პოსტთან“ გააფორმა ოთხთვიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად 250 გირვანქა სტერლინგს მიიღებდა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 160 000 სტერლინგი). 1899 წლის 30 ოქტომბერს ჩერჩილი კეიპტაუნში ჩავიდა. იქიდან ის ქალაქ ნატალში გაემგზავრა, სადაც ბურებს ქალაქი ლედსმიტი (და იქ განლაგებული ბრიტანელთა დანაყოფებიც) ალყაში ჰყავდათ მოქცეული. ჩერჩილს ქალაქში შეღწევა და იქ მყოფ კარისკაცებთან გასაუბრება სურდა, მაგრამ, თავის მიზანს ვერ მიაღწია და იქვე მდებარე ქალაქ ესტკორტში ჩავიდა. იქ ის შეხვდა ჯერ კიდევ ინდოეთის კამპანიაში გაცნობილ კაპიტან ეილმერ ჰალდეინს. ჰალდეინი ჯავშნოსან მატარებელს მეთაურობდა და სადაზვერვო ოპერაციეაზე აპირებდა გამგზავრებას. ჩერჩილიც მას გაყვა. უკვე უკანა გზაზე მატარებელს ბურები დაესხნენ თავს. მემანქანეს შეეშინდა და მატარებლის სიჩქარეს უმატა, რის შემდეგაც ლიანდაგებზე ბურების მიერ დაყრილ ლოდებს შეეჯახა. მატარებლის პირველი ვაგონი ჰაერში ავარდა, ხოლო მეორემ, რომელშიც ჯარისკაცები იყვნენ, კიდევ 100 მეტრი გადალახა და შემდეგ გვერდზე გადაწვა. ორთქლმავალი და მომდევნო ვაგონები რელსებზე დარჩნენ, ხოლო გზიდან გადავარდნილი ვაგონების ნამტრევები ბურებს დაეხმარა და გზა ჩახერგა. ჩერჩილი წინა ვაგონებისკენ გაიქცა. სირბილში გადააწყდა დაჭრილ მემანქანეს, ჩარლზ ვაგნერს, რომელსაც პოსტზე დაბრუნება მოუწოდა. მალევე შეძლო კიდევ რამოდენიმე ჯარისკაცის აყოლიება, რომელთა დახმარებითაც ლიანდაგის გასუფთავება დაიწყოს. გასუფთავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მწყობრში მხოლოდ ორთქმავალი იყო, სხვა ვაგონები კი გამოუსადეგარი გახდა. დაჭრილები ორთქლმავალში მოათავსეს, ხოლო ჯარისკაცები, რომლებსაც სიარული შეეძლოთ, დაჯავშნილ კორპუსს მიჰყვებოდნენ. უკვე დაღმართზე ორთქლმავალმა სიჩქარე აკრიფა, რის გამოც მას ჯარისკაცები ჩამორჩნენ და ბურების სამიზნენი გახდნენ. ჩერჩილი ორთქლმავალიდან გადმოხტა და თანამებრძოლების დახმარება გადაწყვიტა. მალევე აღმოჩნდა ორი ბური კარისკაცის პირისპირ და როდესაც თავისი მაუზერის ამოღება დააპირა, შეამჩნია, რომ ტყვიები არ ჰქონდა. სიტუაციიდან გამომდინარე, ჩერჩილმა გორაკისკენ გაქცევა გადაწყვიტა. გაიქცა, მაგრამ გორაკის მეორე მხრიდან მისგან ორმოც მეტრში იყო ცხენოსანი, რომელიც მას მიზანში იღებდა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩერჩილმა დანებება გადაწყვიტა. წესით, სამოქალაქო პირი (ბურებთან ომის დროს ჩერჩილი ბრიტანეთს ჯარში აღარ ირიცხებოდა), რომელიც ომში მონაწილეობდა, ბურებს უნდა დაეხვრიტათ, მაგრამ არისტოკრატულმა წარმომავლობამ ჩერჩილი გადაარჩინა. ჰალდეინთან და დანარჩენ ტყვეებთან ის პრეიტორიაში წაიყვანეს და ტყვეთა ბანაკში მოათავსეს. ბურები ტყვეებს კარგად ეპყრობოდნენ: მათ შეეძლოთ შენობის ეზოში ესეირნათ, არც ბური ჯარისკაცები ჩაგრავნდნენ. ჩერჩილისთვის, რასაკვირველია, ტყვეობა აუტანელი იყო: ტყვეობიდან დაღწევას ის ჯერ დიპლომატიური გზებით ცდილობდა. ბურების სამხედრო მინისტრსაც კი მისწერა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ამის შემდეგ ჩერჩილმა გაქცევა გადაწყვიტა.

გაქცევას ჩერჩილი კიდევ ორ ბრიტანელ ჯარისკაცთან: კაპიტან ჰალდეინთან და სერჟანტ ბრუკთან ერთად დააპირა. გაქცევა შესაძლებელი გახდა, რადგანაც გალავნის ერთ-ერთი მონაკვეთი გუშაგების თვალთახედვის გარეშე რჩებოდა. იმავე ადგილას იყო საპირფარეშო, რომლის სახურავიდანაც შესაძლებელი იყო გალავნის მეორე მხარეზე გადასხვლა და ტყვეობიდან თავის დაღწევა. პირველად ბრიტანელებმა 11 დეკემბერს სცადეს გაქცევა, მაგრამ ბედმა არ გაუღიმათ და გაქცევა 12 დეკემბრისთვის გადადეს. სახურავიდან გადასვლა მხოლოდ ჩერჩილმა გაბედა, ხოლო ბრუკმა და ჰალდეინმა გადაძრომა ვერ მოახერხეს. გადაძრომის შემდეგ აღმოჩნდა ვიღაცის ბაღში, სადაც მეგობრებს 1 საათი ელოდა, მაგრამ, ჰალდეინმა და ბრუკმა ვერ შეძლეს გაქცევა. საბოლოოდ, გაიგონა ჰალდეინის ხმა, რომ გუშაგებმა რაღაც იყნოსეს და ისინი ვერ გამოიქცეოდნენ. ჩერჩილის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ბაღის მფლობელის სახლში შუქი ენდო და ჩერჩილის ერთადერთი სამალავი ადგილი ბუჩქები იყო. საბოლოოდ, ჩერჩილი მარტო გაიქცა. ამის შემდეგ მთელი ღამე დადიოდა პრეტორიის ჩაბნელებულ ქუჩებში. მალევე აღმოჩნდა ქალაქგარეთ, სადაც რკინიგზას გადააწყდა: გაჰყვა ლიანდაგს და რამდენიმე საათში მიაღწია სადგურს. იქ შეახტა სატვირთო მატარებელს და იქვე ჩაეძინა. უკვე დილით აღმოჩნდა მაღაროების ზონაში. მატარებლის კურსის არცოდნის გამო ჩერჩილმა გადმოსვლა გადაწყვიტა და სიარული გააგრძელა. საღამოსკენ ის პატარა დასახლებულ პუნქტში ჩავიდა და პირველივე კოტეჯის კარებზე დააკაკუნა. კოტეჯში ინგლისელი მაღაროელი ცხოვრობდა, რომელმაც ჩერჩილი შეიფარა და კარგად გამოკვება კიდეც, მაგრამ, ბურების პატრულის შიშით ჩერჩილს ვირთხებით სავსე მაღაროში მოუწია დამალვა. ცოტა ხნის შემდეგ თანამემამულემ ჩერჩილი პორტუგალიური მოზამბიკისკენ მიმავალ სატვირთო ვაგონში ჩასვა. ჩასვლისთანავე მივიდა ბრიტანეთის საკონსულოში, საიდანაც „მორნინგ პოსტს“ გაქცევის შესახებ აცნობა. 23 დეკემბერს ჩერჩილი დუბლინში ჩავიდა.

მიუხედავად წარმატებისა, ჩერჩილის თანამებრძოლებმა იგი ეგოიზმში დაადანაშაულეს.

ვიკიციტატა
„ძალიან გამიკვირდა, როდესაც გაჭირვებაში მიმატოვა. ჩემი მომზადებული გეგმით ისარგებლა, თავად გაიქცა, ჩვენ კი პირში ჩალაგამოვლებულები დაგვტოვა. მე სამი კაცის ბედზე ვფიქრობდი, ის კი მხოლოდ საკუთარ თავზე. ცდუნებას ვერ გაუძლო. ხომ უნდა სცოდნოდა, რომ ამით მეგობრის გაქცევას ბევრად გაართულებდა?“
(ჩანაწერი ეილმერ ჰალდეინის დღიურიდან)

ჰალდეინის საწინააღმდეგოს ამტკიცებდა ჩერჩილი:

ვიკიციტატა
„თუ სწორად მახსოვს, შენ გალავანზე კომპასის გადმოგდება შემომთავაზე, მე კი უარი გითხარი, რადგან მეშინოდა, რომ ხმაურს გამოიწვევდა. მაშინ შენ დამემშვიდობე.“
(ჩერჩილის წერილი ჰალდეინს)

.

ეს საკითხი საბოლოოდ 1948 წელს გადაწყდა, როდესაც უკვე გენერალმა ჰალდეინმა განაცხადა, რომ გულში წყენა არ ჰქონდა ჩარჩენი და ჩერჩილს თავისი წიგნი, „ჯარისკაცის საგა“ შემდეგი წერილით აჩუქა: „გულწრფელი აღტაცებით ძველი ფრონტელი მეგობრისაგან.


პოლიტიკური კარიერა

ოჯახი

ლიტერატურული ნაშრომები

თავისი პირველი წიგნი („მალაკანდის საველე არმიის ისტორია“) ჩერჩილმა 1898 წელს გამოსცა. წიგნში აღწერილი იყო ინდოეთის ბუნება და ადგილობრივი ტომების და ბრიტანელების ომს. წიგნი წარმატებული გამოდგა: ის 9000-იანი ტირაჟით გამოსცეს. მეორე წიგნში უკვე სუდანის კამპანია იყო აღწერილი. ჩერჩილმა მას „მდინარის ომი“ დაარქვა და წინა წიგნისგან განსხვავებით, მკაცრად გააკრიტიკა ბრძოლის მიმდინარეობა და მეთაურების გადაწყვეტილებები, ხოლო გენერალი კიჩინერზე დაწერა:

ვიკიციტატა
„გენერალი კიჩინერი არც საკუთარ თავზე ზრუნავდა და არც — სხვებზე. ის ადამიანებს ისე ეპყრობოდა, როგორც მანქანებს, ჯარისკაცებიდან დაწყებული, რომელთა მისალმებასაც არ პასუხობდა, უფროსი ოფიცრებით დამთავრებული, რომელთაც გამუდმებით უთვალთვალებდა. არამცთუ დაჭრილი ეგვიპტელების, არამედ ბრიტანეთის არმიის ჯარისკაცების მიმართაც კი არასოდეს გამოუვლენია თანაგრძნობა.“

ჩერჩილმა კიჩინერი გარდაცვლილის შეურაცხყოფაშიც კი დაადანაშაულა — ჯარისკაცებს მაჰდის ნეშტი საფლავიდან ამოათხრევინა, ძვლება ნილოსში გადააყრევინა, ხოლო თავის ქალა, როგორც საბრძოლო ნადავლი, ინგლისში ჩამოიტანაო. საზოგადოების ნაწილი წიგნში გამოთქმულ კრიტიკას ირონიულად შეხვდა, წიგნს მეორე სახელი, „უმცროსი ოფიცრის რჩევები გენერლებს“ შეარქვეს. მაღალ სამხედრო ეშელონებში, თავის მხრივ, აღშფოთებული იყვნენ ჩერჩილის თავხედობით.

საინტერესო ფაქტები

  • ბური/ცხენი/დელეგაცია/
  • გაქცევა/წერილი/გენერალი
  • ბურები/მაღარო/სიგარა/ბავშვები/ეშმაკი

ლიტერატურა

  • 50 პერსონა — მათ შექმნეს ისტორია. ტომი 2. უინსტონ ჩერჩილი.

გასალურჯებელია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. (2016) 50 პერსონა — მათ შექმნეს ისტორია. თბილისი: Palitra L, გვ. 5-6. ISBN 978-9941-24-191-8.