ვიკიპედია:1918

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხმობა:
ვპ:1918




კონკურსი დასრულდა

ქართული ვიკიპედია/1918-ის ლოგო
ქართული ვიკიპედია/1918-ის ლოგო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.

2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქართულ ვიკიპედიაში 1918-1921 წლების საქართველოს შესახებ სტატიების განთავსებასა და არსებული სტატიების დამუშავებას.

ამ მიზნის მისაღწევად, ფონდ ვიკიმედიისა და ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფის ორგანიზებით, დაიგეგმა კონკურსი „1918 — დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“.