შინაარსზე გადასვლა

სპექტროფოტომეტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპექტროფოტომეტრი (ლათ. spectrum— „წარმოდგენა“, „გამოსახულება“ და ძვ. ბერძნ. φῶς[phos], ნათ. ბრ. φωτός[photos]— „სინათლე“ და μέτρον[metron]— „ზომა“) — სპექტრული ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ ფოტომეტრირებისათვის, ე. ი. გასაზომი ნაკადის შესადარებლად ეტალონურ (რეფერენტულ) ნაკადთან გამოსხივების უწყვეტი ან წყვეტილი ტალღის სიგრძეებისათვის. სპექტროფოტომეტრი უზრუნველყოფს ათვლას ან შედარებათა შედეგების ავტომატურ რეგისტრაციას შესაბამის ორგანზომილებიან სკალაზე: აბსცისა არის ტალღის სიგრძე, ორდინატა — ამ ტალღის სიგრძეზე ფოტომეტრირების შედეგი. სპექტროფოტომეტრს უწოდებენ აგრეთვე ანალიზურ ხელსაწყოს, რომელიც სპექტრს კი არ ზომავს, არამედ განსაზღვრავს სინჯში ელემენტის კონცენტრაციას ატომთა აბსორბციის (ან ემისიის) ხაზების მიხედვით ალში (ატომურ-აბსორბციული ან ალის სპექტროფოტომეტრი) ან ნივთიერებათა ნარევში — კომპონენტის კონცენტრაციას შთანთქმის მახასიათებელი ზოლების მიხედვით (მაგალითად, ორტალღიანი ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრი ან სპექტროფოტომეტრ-ანალიზატორი).