სპესარტინი
იერსახე
სპესარტინი | |
---|---|
საერთო | |
კატეგორია | გრანატების ჯგუფის მინერალი |
ქიმიური ფორმულა | |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ვარდისფერი, რუხი, წითელი, მოწითალო-ნარინჯისფერი, ნარინჯისფრო-ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი |
კრისტალის სინგონია | კუბური |
ტკეჩადობა | არ აქვს |
სიმაგრე მოოსის სკალით | 7-7.5 |
სიმკვრივე | 3800-4300 კგ/მ³ |
სპესარტინი[1] (გერმ. Spessart < შპესარტის პლატო გერმანიაში) — მინერალი გრანატების ჯგუფისა. ქიმიური შედგენილობა . ხშირად შეიცავს და სხვა მინარევებს. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. სპესარტინის კრისტალები დოდეკაედრებია. აქვს ვარდისფერი, რუხი, წითელი, მოწითალო-ნარინჯისფერი, ნარინჯისფრო-ყვითელი ან მოყვითალო-ყავისფერი ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 7-7.5, სიმკვრივე — 3800-4300 კგ/მ³. არ იტკეჩება. გვხვდება მეტამორფულ ქანებსა და პეგმატიტებში. იყენებენ სანახელავო ქვად და აბრაზიულ მასალად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 252.