სპენსერ ნელსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სპენსერ ნელსონი
დამხმარე მწვრთნელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 11 ივლისი, 1980 (1980-07-11) (39 წლის)
პოკატელო, იდაჰო
ეროვნება ამერიკელი/აზერბაიჯანელი
უმაღლესი სკოლა პოკატელოს უმაღლესი სკოლა (პოკატელო, იდაჰო)
სიმაღლე 203 სმ
წონა 102 კგ
კარიერა
კოლეჯი Utah State (1998–1999, 2002–2005)
NBA-ის დრაფტი 2005 / Undrafted
პროფესიონალური კარიერა 2005–2015
კარიერის ისტორია
2005-2006 GHP ბამბერგი
2006-2007 ბენეტონ ტრევისო
2007-2008 ფორტიტუტო ბოლონია
2008-2009 არის თესალონიკი
2009-2010 პერისტერი
2010-2013 გრან კანარია
2013-2014 მონტეპაჩი სიენა
2014-2015 რეიერ ვენეცია მესტრე
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

როგორც მოთამაშე:

სპენსერ ჰოველს ნელსონი (აზერ. Spenser Hauels Nelson; დ. 11 ივლისი, 1980, პოკატელო, იდაჰო) — ამერიკაში დაბადებული წარმოშობით აზერბაიჯანელი პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე. 203 სანტიმეტსი სიმაღლის გამო იგი თამაშობდა როგორც მსუბუქის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე, თუმცა ძირითადად განიხილებოდა როგორც მძიმე ფორვარდი.

საშუალო სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპენსერი პოკატელოს უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. 1998 წელს, როგორც მეოთხეკურსელი, დასახელდა „იდაჰო A1“-ის წლის მოთამაშედ. სწავლის მეოთხე წელს იგი საშუალოდ აგროვებდა 22 ქულას, 11 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 2 დაფარებას. 3-ქულიანს იგი 43.3%-ით, ხოლო საჯარიმო სროლას 73.0% სიზუსტით ისროდა. როგორც მესამეკურსელი, სეზონის განმავლობაში იგი საშუალოდ 14.1 ქულასა და 10.3 მოხსნას აგროვებდა (სროლის რეალიზება 62.5%). სპენსერის შესაძლებლობები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კალათBურთით, იგი ასევე კარგად თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთსაც.

პროფესიონალური კალათბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, ნელსონი 2005 წლის NBA-ის დრაფტ კლასზე გავიდა, მაგრამ იგი არცერთმა გუნდა არ აირჩია. მიუხედავად ამისა ნელსონი იუტა ჯაზმა გამოსაცდელი ვადით მიიწვია. ნელსონი გუნდში კარგად თამაშობდა, მაგრამ იუტა ჯაზის განაცხადში მაინც ვერ მოხვდა. იუტას დატოვებიდან მალევე ნელსონს კონტრაქტი გერმანულმა გუნდმა, GHP ბამბერგმა შესთავაზა. 2006 წელს ნელსონმა თამაში ბენეტონ ტრევისოში განაგრძო. სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ, ევროლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, დააფიქსირა მან საკუთარი გამორჩეული პერფომანსი (მატჩი ტრევორსის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ნერსონმა 23 ქულა, 20 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა). ტრევისოსთან ერთი სეზონის გატარების შემდეგ, თამაშში იგი ძირითადად სკამიდან შემოდიოდა, ნელსონი გადავიდა კვლავ იტალიის გუნდ ფორტიტუდო ბოლონიაში. 2010 წლის 26 იანვარს მან განაცხადა, რომ მისი ძველი გუნდებიდან ფავორიტად GHP ბამპერგი მიაჩნდა.

2010 წლის ივლისში მან კონტრაქტი ესპანეთის ACB ლიგის გუნდ გრან კანარიასთან გააფორმა; ამ გუნდში, 2010-11 წლების სეზონში, ნელსონი კოლეჯის (იუტა ჯაზ ეჯის) თანაგუნდელ ჯეისი კეროლთან ერთად თამაშობდა.[1]

2013 წლის სექტემბერს კონტრაქტი იტალიურ კლუბ მონტეპასჩი სიენასთან გააფორმა.

2014 წლის 13 ნოემბერს ნელსონმა კონტრაქტი გააფორმა „რეიერ ვენეცია მასტრესთან“.

2015 წლის 14 ივლისს მან გამოაცხადა, რომ პროფესიონალური კალათბურთის თამაშს თავს ანებებდა.

საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნელსონი იუტას შტატში დაბრუნდა და 2016 წლის 23 აგვისტოდს მწვრთნელის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალათბურთიდან წასვლის შემდეგ ნელსონმა მუშაობა „Cicero Group“-ში (სოლტ-ლეიკ-სიტი) დაიწყო; იგი აქ კომპანიის კერძო კაპიდალის ჯგუფს მართავდა. ნელსონი დაქორწინებულია ჯული კლეიტონ ნელსონზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gran Canaria 2014 and Spencer Nelson reach to a one-year agreement.
  2. Cottam, Kyle. “USU basketball: Hall of Famer Spencer Nelson named men's basketball assistant coach“, August 23, 2016. ციტირების თარიღი: October 15, 2017.