სპეის ნიდლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპეის ნიდლი

სპეის ნიდლი (ინგლ. Space Needle - კოსმოსური ნემსი) — ყველაზე ცნობადი ღირსშესანიშნაობა აშშ-ის წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ვაშინგტონის შტატში. კოშკი მდებარეობს საგამოფენო კომპლექსი სიეტლ-ცენტრის ტეროტორიაზე, რომელიც 1962 წლის მსოფლიოს გამოფენისთვის აშენდა. ამ გამოფენის პერიოდში კოშკზე 2,3 მილიონი დამთვალიერებელი ავიდა. ამჟამად კერძო მფლობელობაშია.

კოშკის სიმაღლე 184 მ, დიამეტრი 42 მ ყველაზე განიერ მონაკვეთში და 9,550 ტონას იწონის. მისი აგებისას გაითვალიწინეს მდგრადობა 320 კმ/სთ სიჩქარის ქარიშხლისა და 9,1 ბ მიწისძვრისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]